საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
თავმჯდომარეს ბ-ნი კახი ბექაურს

ბატონო კახი

კომუნიკაციების ეროვნული კომისია წლებია უარს ამბობს, დაიცვას სახელმწიფოს და მომხმარებლის ინტერესები , უარს ამბობს დაიცვას საქართველოში ბიზნეს ინტერესები , სამაგიეროდ აქტიურად იცავს რამდენიმე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე კომპანიებს და კომისიის ბიუჯეტიც მათი დამსახურება არის !
2014 წლიდან მქონდა იმედი, კომისია მოაგვარებდა ისეთ მნიშვნელოვან და აუცილებელ პრობლემებს როგორიც არის, საბითუმო ინტერნეტის ფასები , ნეიტრალური ინტერნეტ გაცვლის წერტილი( IXP ) ს პრობლემას და კონკურენციის და მცირე და საშუალო პროვაიდერების ხელშეწყობისთვის ქსელურ ინფრასტრუქტურაზე დაშვების და მათ შორის ფიქსირებული და მობილური ვირტუალური ქსელების დანერგვას (mobile virtual network operator (MVNO) და Virtual Network Operator (VNO) ) . ქვეყნისთვის გამოყოფილი დომენური რესურსის მონოპოლიის დასრულებას და ეფექტურ მართვას, შეგახსენებთ კავკასუს ონლაინი ( სანეტი ) .GE დომენს 1992 წლიდან მართავს და დომენის ონლაინ რეგისტრაცია 2015 წელს გააკეთა და ესეც იძულებული გახდა მას შემდეგ როდესაც აქტიურად დაიწყო პრობლემის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ონლაინ რეგისტრაცია საკმარისი რომ არ არის, ეს ევროპული და არამარტო ევროპული ქვეყნის დომენების მართვის მაგალითით შეიძლება დარწმუნება , მსოფლიოში ძალიან ცოტა ქვეყნის დომენია სადაც მხოლოდ ერთი რეგისტრატორი და რეესტრი ყავს , ერთ-ერთი საქართველო და .GE დომენი არის რომელსაც მონოპოლია კავკასუს ონლაინს აქვს . 2010 წლიდან კომისია ამბობს ვმუშაობთ პრობლემის მოგვარებაზეო და 2017 წელი არის და პრობლემა ისევ მოუგვარებელია და დღემდე უცნობია როდის მოგვარდება , 2014 წლიდან ვითხოვ .GE დომენის სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებას და დღემდე გამოუქვეყნებელი არის .
7 წელი და მეტი არ უნდა სჭირდებოდეს .GE დომენის პრობლემის მოგვარებას თუკი მარეგულირებელი არ ლობირებს მონოპოლისტს !
საბითუმო ინტერნეტზე 2015 წელს ჩატარებული კვლევით 32 ლარი დადგინდა ზედა ზღვრული ტარიფი მაგრამ, როგორც სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა, ბ-ნი დავით გოგიჩაიშვილმა განაცხადა, კომპანიების მიერ წარმოდგენილი მონაცემების 50% არ ყოფილა აუდიტირებულიო , მახსოვს ასევე სილქნეტის მიერ კომისიის შანტაჟი როდესაც განაცხადა, აღარ გავყიდით ადგილობრივ პროვაიდერებზეო.
ლოკალური ინტერნეტზე ტარიფებით კომისია დღემდე არ დაინტერესებულა, 2015 წელს მოვითხოვე გლობალური და ლოკალური ინტერნეტის აღრიცხვის სრულად განცალკევება და კომისიისგან უარი მივიღე , არსებული აღრიცხვის მეთოდით შეუძლებელია ზუსტად დადგინდეს, კომპანიები რამდენ გლობალს ყიდულობენ/ყიდიან და რამდენ ლოკალს.
2015 წლის აპრილში ინტერნეტში გამოვაქვეყნე პროვაიდერების მიერ გლობალური ინტერნეტის ხარჯების შემცირების შესახებ ინფორმაცია , 2015 წლის 1 დეკემბრიდან 17 დეკემბრის ჩათვით 65 კომპანიამ მოითხოვა საბითუმო ინტერნეტის მონაცემების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.
სილქნეტს 2016 წელს 43.73% თ შეუმცირდა 2015 წელთან შედარებით გლობალური ინტერნეტის ხარჯი (4 416 036 ლარიდან 2 484 959 ლარამდე )
კავკასუს ონლაინს/მაგთიკომს 2016 წელს 57.82% თ შეუმცირდა გლობალური ინტერნეტის ხარჯი 2015 წელთან შედარებით ( 14 304 463 ლარიდან 6 033 919 ლარამდე )
ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია რომლითაც კომისია არ დაინტერესებულა , არის სილქნეტის მიერ Megafon სგან 2-3 ჯერ ძვირად შესყიდული გლობალური ინტერნეტი.

 

 

აუცილებელია ლოკალური ინტერნეტზე და ე.წ გატარების ტარიფზე დაწესდეს ზედა ზღვარი !
ევროპული პრაქტიკა არის ქსელური ინფრასტრუქტურაზე ყველა მსურველი ოპერატორის დაშვება, IXP და ა.შ.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის როუმინგის ტარიფებიც რომლითაც მარეგულირებელი არ ინტერესდება
მაგ: მაგთიკომის როუმინგის ტარიფი:
კანადაში ( 1 წთ შემავალი ზარი 5 ლარი , 1 წთ გამავალი ზარი საქართველოში 5.20 ლარი , 1 წთ გამავალი ზარი უცხოეთის ნომერზე 10.20 ლარი , 1 SMS – 0.90 დან 2.20 ლარამდე )
კანადაში სტანდარტული ტარიფი ( 1 წთ საქართველოში – 8.50 ლარი , 1 წთ – ზარი უცხოეთში — 29.90 ლარი )
სლოვენიაში სტანდარტული ტარიფი ( 1 წთ საქართველოში – 11.90 ლარი , 1 წთ – ზარი უცხოეთში — 11.50 ლარი , 1წთ – შემავალი ზარი 2.60 ლარი , 1წთ – ადგილობრივი ზარი 2.60 ლარი )
ბელგიაში სტანდარტული ტარიფი ( Belgacom – 1 წთ საქართველოში – 14.90 ლარი , 1 წთ – ზარი უცხოეთში — 15.50 ლარი , 1წთ – შემავალი ზარი 1.50 ლარი , 1წთ – ადგილობრივი ზარი 4.20 ლარი – 1 SMS – 2.20 ლარი )
ბულგარეთში სტანდარტული ტარიფი ( VIVACOM – 1 წთ საქართველოში – 11.90 ლარი , 1 წთ – ზარი უცხოეთში — 11.50 ლარი , 1 წთ – შემავალი ზარი 1.50 ლარი )
ევროკავშირში 15 ივნისიდან როუმინგის ტარიფი უქმდება .
მარეგულირებელი დღემდე არ ცდილობს დაადგინოს, დასახლებული და ტურისტული მნიშვნელობის ადგილები სადაც მობილური კავშირგაბმულობა არ არსებობს და არ ცდილობს დროულად მოაგვაროს მობილურ კავშირზე ხელმისაწვდომობის პრობლემა.
მარეგულირებელი უარს ამბობს მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორებისთვის საჭირო რეგულაციების დანერგვაზე.
მარეგულირებელი უარს ამბობს იურიდიული პირებისთვის არსებული კატასტროფულად მაღალ ფასებზე დააწესოს ზედა ზღვრული ტარიფი !
100 მგბ/წმ — 8000 – 10 000 ლარი ღირს ( ბაზარი დაარეგულირებელს მაგრამ წლებია არ არეგულირებს )
მარეგულირებელი უარს ამბობს, შეისწავლოს სხვა ქვეყნებში არსებული ინტერნეტის ფასები პროვაიდერების და პაკეტების მიხედვით !

პრობლემები ძალიან ბევრია რომლის მოგვარებაც შესაძლებელია თუკი, მარეგულირებელი რეალურად დაიწყებს სახელმწიფოსა და მომხმარებლის ინტერესების დაცვას. მარეგულირებელი ხშირად ამბობს ბაზარი დაარეგულირებსო მაგრამ კონკურენციის და ახალი მსხვილი ოპერატორების მაგივრად ვღებულობთ გაერთიანებულ კომპანიებს და უცვლელ პირობებს
როდემდე უნდა გაგრძელდეს მარეგულირებლის უმოქმედობა და როდემდე უნდა ძარცვონ კომპანიებმა, მომხმარებლები ? როდის უნდა გახდეს ბიზნესისთვის ხარისხიანი ინტერნეტი ხელმისაწვდომი ?
რატომ ხდება მუდმივად რამდენიმე კომპანიის ინტერესების გათვალისწინება და რატომ არ ხდება დანარჩენი ორგანიზაციების ინტერესების გათვალისწინება ? რატო უნდა ღირდეს კაფე/რესტორნისთვის 100 მგბ/წმ – 8000 – 10 000 ლარი ? მარეგულირებლის უმოქმედობა და რამდენიმე კომპანიის პოლიტიკა არ არის ქვეყნის განვითარების ხელშემწყობი და ეს თუ არ შეიცვალა, პასუხისმგებლობა პირველ რიგში მარეგულირებელს დაეკისრება რადგან , მარეგულირებელს კანონით აქვს მინიჭებული უფლება , დაიცვას სახელმწიფოს და მომხმარებლის ინტერესები !
მუდმივად ერთიდაიგივე, ”ვმუშაობთ” და ”ბაზარი დაარეგულირებს” პოლიტიკა შეცვალეთ .

საზოგადოებრივი გაერთიანება :
შემცირდეს ინტერნეტის ფასები და გაიზარდოს ინტერნეტის სიჩქარე

საქართველოში ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობა – დეტალური მონაცემები – 2016 წელი


2016 წლის ნოემბრის მდგომარეობით
ვაქვეყნებ დეტალურ მონაცემებს რაიონების და დასახლებული პუნქტების მიხედვით:
1.ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობა ტექნოლოგიების მიხედვით
2. სოფლის რაოდენობას და 2014 წლის აღწერით მოსახლეობის რაოდენობა, ოჯახების რაოდენობა და
ასევე დეტალურად სოფლები სადაც ცხოვრობს 1 დან 100 მდე ადამიანი , 100 დან 200 მდე და 200 ზე მეტი ადამიანი ,

საქართველოში ოკუპირებული აფხაზეთის , ცხინვალის რეგიონის და ახალგორის რაიონის გარდა, 3 609 სოფელი ( 1 552 133 ადამიანი / 452 449 ოჯახი ) არის

1. — 223 სოფელში მოსახლეობა აღარ ცხოვრობს .
2. — 1 073 სოფელში 1 დან 100 მდე ადამიანი ცხოვრობს — ჯამში (40 310 ადამიანი/15 480 ოჯახი )
3. — 503 სოფელში 101 დან 199 მდე ადამიანი ცხოვრობს — ჯამში ( 74 548 ადამიანი/ 23 934 ოჯახი )
4. — 1 810 სოფელში 200 და მეტი ადამიანი ცხოვრობს —- ჯამში ( 1 437 275 ადამიანი /413 035 ოჯახი )

ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა 2016 წლის ნოემბრის მონაცემებით
1. Fiber-Optic — 364 884 მომხმარებელი
2. xDSL — 139 588 მომხმარებელი
3. Wi-Fi — 71 342 მომხმარებელი

Wi-Fi ინტერნეტი 3386 დასახლებული სოფლიდან 1295 სოფელში არის – 38 881 მომხმარებელი –
Fiber-Optic ინტერნეტი — მხოლოდ 284 სოფელში – 19 913 მომხმარებელი
ყველაზე ცუდი მდგომარეობა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში არის სადაც
135 სოფლიდან მხოლოდ 26 სოფელში არის 135 მომხმარებლით
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სულ ცხოვრობს 32 081 ადამიანი /12 902 ოჯახი და ჯამში 777 Wi-Fi ინტერნეტის მომხმარებელია და xDSL ს 220 მომხმარებელი

საგანგაშო არის მთლიანად რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის , ხულოს, შუახევის, ქედის, ჩხოროწყუს , მესტიის , დმანის,
წალკის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობა

საქართველო

აჭარა

აჭარა დეტალურად
სრულად წაკითხვა… / Continue reading …

შესყიდული და გაყიდული გლობალური ინტერნეტის ხარჯები და შემოსავლები 2013-2016 წელი

1

წარმოგიდგენთ 2013-2016 წლებში სილქნეტის და კავკასუს ონლაინის მიერ შესყიდული გლობალური ინტერნეტის მოცულობას და ხარჯებს და სხვა ქვეყნის ოპერატორებზე გაყიდული ინტერნეტის მოცულობას და შემოსავლებს დეტალურად
არსებული მონაცემები გამოქვეყნებულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანალიტიკურ პორტალზე
სამწუხაროდ პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემების ფორმატი არ არის მარტივად დამუშავებადი , ასევე მონაცემები არ არის სრულყოფილად გამოქვეყნებული
გამოქვეყნებული მონაცემების ანალიზით

———————————————————————————————————
კომპანიებს თითქმის გაუნახევრად ინტერნეტის ხარჯები და სილქნეტი თითქმის 2 – 3 ჯერ ძვირად, MegaFon (რუსეთი)სგან ყიდულობს 50-55% ინტერნეტს
სილქნეტის მიერ 2015 წელს ნაყიდი ინტერნეტი და ხარჯი
MegaFon (რუსეთი) სგან — 375 000 მბ/წმ (50,24% ) და ხარჯი 2 218 795 ლარი (50,24%)
ევროპისგან — 330 000 მბ/წმ (41,51%) და ხარჯი 901 657 ლარი (20,42%)
თურქეთისგან — 60 000 მგბ/წმ (7,55%) და ხარჯი 825 681 ლარი (18,70%)

———————————————————————————————————
2 მნიშვნელოვანი ინფორმაცია
———————————————————————————————————


1.1. სილქნეტს 2016 წელს , გლობალური ინტერნეტის ხარჯები 43,73% თ შეუმცირდა 2015 წელთან შედარებით
( 4 416 036 ლარიდან დან 2 484 959 ლარამდე )
1.2 კავკასუს 2016 წელს , გლობალური ინტერნეტის ხარჯები 57.82 % თ შეუმცირდა 2015 წელთან შედარებით
(14 304 463 ლარიდან 6 033 919 ლარამდე
)

2. ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია
სილქნეტისა და რუსული კომპანია MegaFon ს კავშირები

სილქნეტის მიერ MegaFon სგან შესყიდული გლობალური ინტერნეტის მოცულობა და ხარჯები
2013 წელს — 0 მბ/წმ — ხარჯი 0 ლარი
2014 წელს — 40 000 მბ/წმ — 9,83% — ( ხარჯი — 492 237 ლარი — 22,59% )
2015 წელს — 375 000 მბ/წმ — 50,24% — ( ხარჯი — 2 218 797 ლარი — 50,24% )
2016 წელს — 360 000 მბ/წმ — 55,13% — ( ხარჯი — 1 896 702 ლარი — 76.33% )

ფრანკფურტში (გერმანია ) და ბულგარეთში შესყიდული გლობალური ინტერნეტის მოცულობა და ხარჯები

ფრანკფურტში შესყიდული მოცულობა და ხარჯები
2013 წელს — 214 344 მბ/წმ — 85,62% — ( ხარჯი — 596 910 ლარი — 82,48% )
2014 წელს — 182 000 მბ/წმ — 44,72% — ( ხარჯი — 452 655 ლარი — 20,77% )
2015 წელს — 240 000 მბ/წმ — 30,19% — ( ხარჯი — 596 036 ლარი — 13,50% )
2016 წელს — 288 000 მბ/წმ — 44,10% — ( ხარჯი — 551 178 ლარი — 22,18% )
ბულგარეთში შესყიდული მოცულობა და ხარჯები
2013 წელს — 36 000 მბ/წმ — 14,38% — ( ხარჯი — 126 771 ლარი — 17,52% )
2014 წელს — 120 000 მბ/წმ — 29.48% — ( ხარჯი — 424 217 ლარი — 19,47% )
2015 წელს — 90 000 მბ/წმ — 11,32% — ( ხარჯი — 305 621 ლარი — 6,92% )
2016 წელს — 0 მბ/წმ — ხარჯი — 0 ლარი

Turkcell Superonline – (თურქეთი) სგან შესყიდული მოცულობა და ხარჯები
2013 წელს — 0 მბ/წმ — ხარჯი — 0 ლარი
2014 წელს — 25 000 მბ/წმ — 6,14% — ( ხარჯი — 268 296 ლარი — 12,31% )
2015 წელს — 60 000 მბ/წმ — 7,55% — ( ხარჯი — 825 681 ლარი — 18,70% )
2016 წელს — 5 000 მბ/წმ — 0,77% — ( ხარჯი — 37 079 ლარი — 1,49% )

Delta Telecom – (აზერბაიჯანი) სგან შესყიდული მოცულობა და ხარჯები
2014 წელს — 40 000 მბ/წმ — 9,83% — ( ხარჯი — 541 528 ლარი — 24,85% )
2015 წელს — 30 000 მბ/წმ — 3,77% — ( ხარჯი — 469 901 ლარი — 10,64% )
2016 წელს — 0 მბ/წმ — ხარჯი — 0 ლარი

———————————————————————————————————
———————————————————————————————————

სილქნეტის მიერ შესყიდული ინტერნეტის მოცულობა და ხარჯი
2013 წელი — 250 344 მბ/წმ – ხარჯი – 723 681 ლარი
2014 წელი — 407 000 მბ/წმ – ხარჯი – 2 178 933 GEL
2015 წელი — 795 000 მბ/წმ – ხარჯი – 4 416 036 GEL
2016 წელი — 653 000 მბ/წმ – ხარჯი – 2 484 959 GEL
———————————————————————————————————
კავკასუსის მიერ შესყიდული ინტერნეტის მოცულობა და ხარჯი

2013 წელი — 759 915 მბ/წმ — 3 537 425 ლარი
2014 წელი — 915 778 მბ/წმ — 3 693 002 ლარი
2015 წელი — 1 052 800 მბ/წმ — 14 304 463 ლარი
2016 წელი — 1 166 000 მბ/წმ — 6 033 919 ლარი
———————————————————————————————————

სხვა ქვეყნის ოპერატორებზე გაყიდული გლობალური ინტერნეტის მოცულობა და შემოსავლები 2013-2016
კავკასუსის შემოსავლები

2013 წელი — 419 685 მბ/წმ — შემოსავალი — 6 679 705 ლარი
2014 წელი — 107 520 მბ/წმ — შემოსავალი — 1 805 452 ლარი
2015 წელი — 42 000 მბ/წმ — შემოსავალი — 853 666 ლარი
2016 წელი — 51 485 მბ/წმ — შემოსავალი — 587 979 ლარი

სილქნეტის შემოსავლები
2013 წელი — 0 მბ/წმ — შემოსავალი — 0 ლარი
2014 წელი — 100 000 მბ/წმ — შემოსავალი — 1 632 667 ლარი
2015 წელი — 145 000 მბ/წმ — შემოსავალი — 2 546 056 ლარი
2016 წელი — 0 მბ/წმ — შემოსავალი — 0 ლარი

შესყიდული გლობალური ინტერნეტის მოცულობა და ხარჯები – სილქნეტი 2013-2016 (კომპანიების მიხედვით )

შესყიდული გლობალური ინტერნეტის მოცულობა და ხარჯები 2013-2016 – სილქნეტი

სრულად წაკითხვა… / Continue reading …