5,418 ნახვა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
თავმჯდომარეს ბ-ნი კახი ბექაურს

ბატონო კახი

კომუნიკაციების ეროვნული კომისია წლებია უარს ამბობს, დაიცვას სახელმწიფოს და მომხმარებლის ინტერესები , უარს ამბობს დაიცვას საქართველოში ბიზნეს ინტერესები , სამაგიეროდ აქტიურად იცავს რამდენიმე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე კომპანიებს და კომისიის ბიუჯეტიც მათი დამსახურება არის !
2014 წლიდან მქონდა იმედი, კომისია მოაგვარებდა ისეთ მნიშვნელოვან და აუცილებელ პრობლემებს როგორიც არის, საბითუმო ინტერნეტის ფასები , ნეიტრალური ინტერნეტ გაცვლის წერტილი( IXP ) ს პრობლემას და კონკურენციის და მცირე და საშუალო პროვაიდერების ხელშეწყობისთვის ქსელურ ინფრასტრუქტურაზე დაშვების და მათ შორის ფიქსირებული და მობილური ვირტუალური ქსელების დანერგვას (mobile virtual network operator (MVNO) და Virtual Network Operator (VNO) ) . ქვეყნისთვის გამოყოფილი დომენური რესურსის მონოპოლიის დასრულებას და ეფექტურ მართვას, შეგახსენებთ კავკასუს ონლაინი ( სანეტი ) .GE დომენს 1992 წლიდან მართავს და დომენის ონლაინ რეგისტრაცია 2015 წელს გააკეთა და ესეც იძულებული გახდა მას შემდეგ როდესაც აქტიურად დაიწყო პრობლემის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ონლაინ რეგისტრაცია საკმარისი რომ არ არის, ეს ევროპული და არამარტო ევროპული ქვეყნის დომენების მართვის მაგალითით შეიძლება დარწმუნება , მსოფლიოში ძალიან ცოტა ქვეყნის დომენია სადაც მხოლოდ ერთი რეგისტრატორი და რეესტრი ყავს , ერთ-ერთი საქართველო და .GE დომენი არის რომელსაც მონოპოლია კავკასუს ონლაინს აქვს . 2010 წლიდან კომისია ამბობს ვმუშაობთ პრობლემის მოგვარებაზეო და 2017 წელი არის და პრობლემა ისევ მოუგვარებელია და დღემდე უცნობია როდის მოგვარდება , 2014 წლიდან ვითხოვ .GE დომენის სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებას და დღემდე გამოუქვეყნებელი არის .
7 წელი და მეტი არ უნდა სჭირდებოდეს .GE დომენის პრობლემის მოგვარებას თუკი მარეგულირებელი არ ლობირებს მონოპოლისტს !
საბითუმო ინტერნეტზე 2015 წელს ჩატარებული კვლევით 32 ლარი დადგინდა ზედა ზღვრული ტარიფი მაგრამ, როგორც სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა, ბ-ნი დავით გოგიჩაიშვილმა განაცხადა, კომპანიების მიერ წარმოდგენილი მონაცემების 50% არ ყოფილა აუდიტირებულიო , მახსოვს ასევე სილქნეტის მიერ კომისიის შანტაჟი როდესაც განაცხადა, აღარ გავყიდით ადგილობრივ პროვაიდერებზეო.
ლოკალური ინტერნეტზე ტარიფებით კომისია დღემდე არ დაინტერესებულა, 2015 წელს მოვითხოვე გლობალური და ლოკალური ინტერნეტის აღრიცხვის სრულად განცალკევება და კომისიისგან უარი მივიღე , არსებული აღრიცხვის მეთოდით შეუძლებელია ზუსტად დადგინდეს, კომპანიები რამდენ გლობალს ყიდულობენ/ყიდიან და რამდენ ლოკალს.
2015 წლის აპრილში ინტერნეტში გამოვაქვეყნე პროვაიდერების მიერ გლობალური ინტერნეტის ხარჯების შემცირების შესახებ ინფორმაცია , 2015 წლის 1 დეკემბრიდან 17 დეკემბრის ჩათვით 65 კომპანიამ მოითხოვა საბითუმო ინტერნეტის მონაცემების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.
სილქნეტს 2016 წელს 43.73% თ შეუმცირდა 2015 წელთან შედარებით გლობალური ინტერნეტის ხარჯი (4 416 036 ლარიდან 2 484 959 ლარამდე )
კავკასუს ონლაინს/მაგთიკომს 2016 წელს 57.82% თ შეუმცირდა გლობალური ინტერნეტის ხარჯი 2015 წელთან შედარებით ( 14 304 463 ლარიდან 6 033 919 ლარამდე )
ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია რომლითაც კომისია არ დაინტერესებულა , არის სილქნეტის მიერ Megafon სგან 2-3 ჯერ ძვირად შესყიდული გლობალური ინტერნეტი.

 

 

აუცილებელია ლოკალური ინტერნეტზე და ე.წ გატარების ტარიფზე დაწესდეს ზედა ზღვარი !
ევროპული პრაქტიკა არის ქსელური ინფრასტრუქტურაზე ყველა მსურველი ოპერატორის დაშვება, IXP და ა.შ.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის როუმინგის ტარიფებიც რომლითაც მარეგულირებელი არ ინტერესდება
მაგ: მაგთიკომის როუმინგის ტარიფი:
კანადაში ( 1 წთ შემავალი ზარი 5 ლარი , 1 წთ გამავალი ზარი საქართველოში 5.20 ლარი , 1 წთ გამავალი ზარი უცხოეთის ნომერზე 10.20 ლარი , 1 SMS – 0.90 დან 2.20 ლარამდე )
კანადაში სტანდარტული ტარიფი ( 1 წთ საქართველოში – 8.50 ლარი , 1 წთ – ზარი უცხოეთში — 29.90 ლარი )
სლოვენიაში სტანდარტული ტარიფი ( 1 წთ საქართველოში – 11.90 ლარი , 1 წთ – ზარი უცხოეთში — 11.50 ლარი , 1წთ – შემავალი ზარი 2.60 ლარი , 1წთ – ადგილობრივი ზარი 2.60 ლარი )
ბელგიაში სტანდარტული ტარიფი ( Belgacom – 1 წთ საქართველოში – 14.90 ლარი , 1 წთ – ზარი უცხოეთში — 15.50 ლარი , 1წთ – შემავალი ზარი 1.50 ლარი , 1წთ – ადგილობრივი ზარი 4.20 ლარი – 1 SMS – 2.20 ლარი )
ბულგარეთში სტანდარტული ტარიფი ( VIVACOM – 1 წთ საქართველოში – 11.90 ლარი , 1 წთ – ზარი უცხოეთში — 11.50 ლარი , 1 წთ – შემავალი ზარი 1.50 ლარი )
ევროკავშირში 15 ივნისიდან როუმინგის ტარიფი უქმდება .
მარეგულირებელი დღემდე არ ცდილობს დაადგინოს, დასახლებული და ტურისტული მნიშვნელობის ადგილები სადაც მობილური კავშირგაბმულობა არ არსებობს და არ ცდილობს დროულად მოაგვაროს მობილურ კავშირზე ხელმისაწვდომობის პრობლემა.
მარეგულირებელი უარს ამბობს მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორებისთვის საჭირო რეგულაციების დანერგვაზე.
მარეგულირებელი უარს ამბობს იურიდიული პირებისთვის არსებული კატასტროფულად მაღალ ფასებზე დააწესოს ზედა ზღვრული ტარიფი !
100 მგბ/წმ — 8000 – 10 000 ლარი ღირს ( ბაზარი დაარეგულირებელს მაგრამ წლებია არ არეგულირებს )
მარეგულირებელი უარს ამბობს, შეისწავლოს სხვა ქვეყნებში არსებული ინტერნეტის ფასები პროვაიდერების და პაკეტების მიხედვით !

პრობლემები ძალიან ბევრია რომლის მოგვარებაც შესაძლებელია თუკი, მარეგულირებელი რეალურად დაიწყებს სახელმწიფოსა და მომხმარებლის ინტერესების დაცვას. მარეგულირებელი ხშირად ამბობს ბაზარი დაარეგულირებსო მაგრამ კონკურენციის და ახალი მსხვილი ოპერატორების მაგივრად ვღებულობთ გაერთიანებულ კომპანიებს და უცვლელ პირობებს
როდემდე უნდა გაგრძელდეს მარეგულირებლის უმოქმედობა და როდემდე უნდა ძარცვონ კომპანიებმა, მომხმარებლები ? როდის უნდა გახდეს ბიზნესისთვის ხარისხიანი ინტერნეტი ხელმისაწვდომი ?
რატომ ხდება მუდმივად რამდენიმე კომპანიის ინტერესების გათვალისწინება და რატომ არ ხდება დანარჩენი ორგანიზაციების ინტერესების გათვალისწინება ? რატო უნდა ღირდეს კაფე/რესტორნისთვის 100 მგბ/წმ – 8000 – 10 000 ლარი ? მარეგულირებლის უმოქმედობა და რამდენიმე კომპანიის პოლიტიკა არ არის ქვეყნის განვითარების ხელშემწყობი და ეს თუ არ შეიცვალა, პასუხისმგებლობა პირველ რიგში მარეგულირებელს დაეკისრება რადგან , მარეგულირებელს კანონით აქვს მინიჭებული უფლება , დაიცვას სახელმწიფოს და მომხმარებლის ინტერესები !
მუდმივად ერთიდაიგივე, ”ვმუშაობთ” და ”ბაზარი დაარეგულირებს” პოლიტიკა შეცვალეთ .

საზოგადოებრივი გაერთიანება :
შემცირდეს ინტერნეტის ფასები და გაიზარდოს ინტერნეტის სიჩქარე