5,165 ნახვა
შენიშვნა

ინტერნეტ პროვაიდერების მფლობელები 2014 წლის მდგომარეობით

business

 

 

 

 

 

ინტერნეტ პროვაიდერების და მობილური ოპერატორების მფლობელების მონაცემები 2014 წლის 16 ოქტომბრის მდგომარეობით , ეს არის ოფიციალური მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან

146 კომპანიიდან
1.კავკასუს ონლაინის მფლობელები — გაურკვეველია !
2.სილქნეტის მფლობელები — გაურკვეველია!
3.რკინიგზის ტელეკომის მფლობელები — გაურკვეველია !
4.ახალი ქსელების 46.2380% ს მფლობელი — გაურკვეველია !
5.სი-ჯი-სი ს 26% ს მფლობელები ნაწილობრივ გაურკვეველია
6.შპს მობიტელი (ბილაინი) ს 49% ს მფლობელი გაურკვეველია !
6.შპს სერვისლაინი (i-max)ს 70% წილის მფლობელები გაურკვეველია
7.შპს BLACK SEA TELECOM ს მფლობელები გაურკვეველია

ინტერნეტ და მობილური ოპერატორებს მომხმარებლებლის პირად ინფორმაციებზე მიუწვდებათ ხელი , კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა მოუსმინონ მომხმარებლებს, დაადგინენ ადგილმდებარეობა, წაიკითხონ SMS შეტყობინებები, ნახონ რომელ საიტებზე შედის მომხმარებელი , რამდენხანს რჩერდება და ა.შ
მომხმარებლებმა კი არ იციან კომპანიის რეალური მფლობელებიც კი !
ინტერნეტ პროვაიდერებმა და მობილურმა ოპერატორებმა უნდა:
1. გაამჟღავნონ ბენეფიციარი აქციონერების ვინაობა და მფლობელობის სტრუქტურა საკუთარ ვებ-გვერდებზე გამოაქვეყნონ !
2. აცნობონ მომხმარებლებს იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაში და როგორ აგროვებს, მართავს, ინახავს, იცავს და აზიარებს კომპანია მონაცემებს მომხმარებლების შესახებ ან როდის და რა შემთხვევაში უმჟღავნებს მონაცემებს სხვა კომპანიებს და ხელისუფლებას !

დეტალურად ყველა კომპანიის მფლობელები :

გახსნა
გადმოწერა