2,306 ნახვა

ინტერნეტ-დომენური სახელების რეგულაცია შესაძლოა მარეგულირებელი კომისიის ფუნქცია გახდეს 2010 წელი

ინტერნეტ-დომენური სახელების რეგულაცია შესაძლოა მარეგულირებელი კომისიის ფუნქცია გახდეს
17:36 21-12-2010
ინტერნეტ-დომენური სახელების რეგულაცია შესაძლოა მარეგულირებელი კომისიის ფუნქცია გახდეს ინტერნეტ-დომენური სახელების რეგისტრაცია და რეგულაცია, შესაძლოა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის პრეროგატივა გახდეს .
ამასთან დაკავშირებით ცვლილების შეტანა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში იგეგმება, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია, თუმცა მისი განხილვა საგაზაფხულო სესიაზე დაიწყება.
კანონპროექტის თანახმად, ინტერნეტ-დომენური სახელების რეგისტრაციის, მინიჭებისა და მართვის სამართლებრივი რეგულირება, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია იქნება.
ამჟამად ინტერნეტ-დომენებს შპს “კავკასუს ონლაინი” გასცემს და არანაირი რეგულაცია არ არსებობს. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში კი, როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, კომისია მიიღებს შესაბამის დადგენილებას და განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მოხდეს ქართული დომენური სახელების რეგისტრაცია.
“მოწესრიგდება ქართული დომენების, მათ შორის ქართულ ანბანზე აგებული დომენების გაცემა-რეგისტრაციის პროცესი, დომენების გაცემისას აღიკვეთება სუბუექტური დაუსაბუთებელი მიდგომა”, – ნათქვამია კანონპროექტში.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, გიორგი მელაძე, ზვიად კუკავა და ჩიორა თაქთაქიშვილი არიან.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/154839-internet-domenuri-sakhelebis-regulacia-shesadzloa-maregulirebeli-komisiis-funqcia-gakhdes.html?ar=A