3,656 ნახვა

პროვაიდერების მიერ შესყიდული გლობალური ინტერნეტის მოცულობა და ფასები

 

ინტერნეტ პროვაიდერების მიერ შეძენილი გლობალური ინტერნეტის მოცულობა, გლობალურ ინტერნეტში გადახდილი ფასები  და ადგილობრივ და სხვა ქვეყნის ავტორიზებულ პირებზე გაყიდული გლობალური ინტერნეტის მოცულობა და ფასები

გლობალური ინტერნეტის შეძენა

წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით 2011 წლის და 2012 წლის 9 თვის საანალიზო/საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომპანიების მიერ შესყიდული გლობალური ინტერნეტის საშუალო თვიური მოცულობა შეადგენს 67,39 გგბტ/წმ-ს. ამასთან, მოცემულ პერიოდში შესყიდული ინტერნეტის მინიმალური მოცულობა შეადგენდა 52,25 გგბტ/წმ-ს, ხოლო მაქსიმალური მოცულობა 106,25 გგბტ/წმ-ს, შესყიდული ინტერენტის მოცულობა მოცემული პერიოდის განმავლობაში გაიზარდა 75%-ით.

 

გრაფიკი N1

1
მოცემული პერიოდის განმავლობაში შესყიდული გლობალური ინტერნეტის მოცულობის ზრდასთან ერთად შემცირდა შესყიდული ინტერნეტის დანახარჯები ერთ გგბტ/წმ-ზე ლარებში. შესყიდული გლობალური
ინტერნეტის მოცულობის 75%-იანმა ზრდამ (60,87 გგბტ/წმ-დან 106,75 გგბტ/წმ-მდე), გამოიწვია გლობალური ინტერნეტის შესყიდვის ღირებულების 236%-იანი შემცირება (42,416 ლარიდან 12,619 ლარამდე – ერთ გგბტ/წმ-ზე).

გრაფიკი N2

2
შენიშვნა: რადგან შპს „სისტემნეტი“ გლობალურ ინტერნეტს ყიდულობს შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტისგან“, ხოლო შპს „რკინიგზის ტელეკომი“ გლობალურ ინტერნეტს ყიდულობს შპს „კავკასუს ონლაინისგან“, ასევე, ერთი კომპანიის მიერ გაყიდული ინტერნეტის მოცულობა და საერთო ღირებულება იგივეა, რაც მეორე კომპანიაში გლობალური ინტერნეტის შეძენის მონაცემები, ამიტომ მონაცემების გაორმაგების თავიდან აცილების მიზნით შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი- ფოპტნეტის“ და შპს „სისტემნეტის“, ასევე შპს „რკინიგზის ტელეკომის“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ მონაცემები გლობალური ინტერნეტის საერთო მოცულობის შესყიდვის და საერთო ღირებულების გაანგარიშების მიზნებისათვის არ შეიკრიბა.

 

კომპანიების მიერ შეძენილი გლობალური ინტერნეტის შემოტანა ხორციელდება შემდეგი მაგისტრალური მონაკვეთების საშუალებით:

ცხრილი N21

3
კოპანიების მიერ შეძენილი გლობალური ინტერნეტის მოცულობები თვეების მიხედვით დინამიკაში და
საერთო მოცულობაში კომპანიების წილი პროცენტულ მაჩვენებელში წარმოდგენილია N22 ცხრილში:

ცხრილი N22

4

შენიშვნა:
ა) კომპანიების საანალიზო პეროდის საშუალო მონაცემების პროცენტული წილები საერთო შესყიდული გლობალური ინტერნეტის მოცულობაში გაანგარიშებულია კომპანიების მიერ წარმოდგენილი 2011 წლის და 2012 წლის 9 თვის საანგარიშო პერიოდის მონაცემების მიხედვით.
ბ) 2011 წლის იანვრიდან 2011 წლის მაისის ჩათვლით გლობალური ინტერნეტის პირდაპირი მყიდველი იყო შპს „სისტემ ნეტი“. ამ პერიოდში შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“ გლობალური ინტერნეტის შესყიდვას არ აწარმოებდა; 2011 წლის ივნისიდან 2012 წლის სექტემბრის ჩათვლით გლობალური ინტერნეტის პირდაპირი მყიდველი იყო შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი- ფოპტნეტი“, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“ გლობალურ ინტერნეტს გადაყიდვას ახორციელებდა შპს „სისტემ ნეტზე“.

გლობალური ინტერნეტის შესყიდვა 2011 წლის და 2012 წლის 9 თვის საანგარიშო პერიოდისთვის

კომპანიების მიხედვით წარმოდგენილია შემდეგი პროპორციით:
ა) სს “სილქნეტი“ 30 %
ბ) შპს „კავკასუს ონლაინი“ 58 %
გ) შპს „რკინიგზის ტელეკომი“ 2 %
დ) შპს „სისტემ ნეტი“ 10 %
კომპანიების წილები სხვა ავტორიზებულ პირებზე და სხვა ქვეყნის ოპერატორებზე გადაყიდულ
გლობალურ ინტერნეტში, ასევე ამ კომპანიების წილები საქართველოში ინტერნეტ საქმიანობისთვის გამოყენებული გლობალური ინტერნეტის მთლიან მოცულობაში მოცემულია ცხრილებში (N23, N24 და N25).

ცხრილი N23

საბაზრო წილის ოდენობა საქართველოში ინტერნეტ საქმიანობისთვის გამოყენებული გლობალური ინტერნეტის მონაცემების მიხედვით

5
შენიშვნა: 2011 წლის იანვრიდან 2011 წლის მაისის ჩათვლით გლობალური ინტერნეტის პირდაპირი მყიდველი იყო შპს „სისტემ ნეტი“, ამ პერიოდში შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი- ფოპტნეტი“ გლობალური ინტერნეტის შესყიდვას არ აწარმოებდა; 2011 წლის ივნისიდან 2012 წლის სექტემბრის ჩათვლით გლობალური ინტერნეტის პირდაპირი მყიდველი იყო შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“ , შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“ გლობალურ ინტერნეტს გადაყიდვას ახორციელებდსა შპს „სისტემ ნეტზე“.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კონკურენტუნარიანობის კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმი არის
ავტორიზებული პირის ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფის მიერ ბაზრის ამ სეგმენტზე დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილი. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირის მიერ დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილი განისაზღვრება მის მიერ მიღებული შემოსავლების, ბოლო მომხმარებელთა ან
აბონენტთა რაოდენობის ან გარკვეულ პერიოდში მიწოდებული მომსახურების ჯამური მოცულობის (ტრაფიკის) წილობრივი მაჩვენებლების, აგრეთვე მის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ქსელის შესაბამისი ელემენტების დატვირთული და თავისუფალი სიმძლავრეების ან ფუნქციონალური რესურსების
რეზერვების გათვალისწინებით. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის მახასიათებლების გათვალისწინებით კომისია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ობიექტურობის პრინციპიდან გამომდინარე, იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზებული პირის მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დაკავებული წილის გაზომვისა და სათანადო
ძირითადი კრიტერიუმის გამოყენების შესახებ.

ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან წვდომის მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტის კონკურენტუნარიანობის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნებისათვის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ განსაზღვრის ძირითად კრიტერიუმად მიჩნეულ იქნა ავტორიზებული პირების მიერ საქართველოში ინტერნეტ საქმიანობისთვის გამოყენებული გლობალური ინტერნეტის მოხმარების წილობრივი მონაცემები (იხ. ცხრილი N23).

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-11 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, რამდენიმე ავტორიზებული პირი განიხილება ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, თუ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე სამი ავტორიზებული პირის ჯამური საბაზრო წილი აღწევს სულ მცირე 80 პროცენტს, ამასთანავე, თითოეულის საბაზრო წილი უნდა იყოს არანაკლებ 15 პროცენტისა.
მოცემული ბაზრის სეგმენტის კონკურენტუნარიანობის კვლევისა და ანალიზის ჩატარების შედეგად კომისიის აზრით შემდეგი სამი ავტორიზებული პირი უნდა განისაზღვროს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად:
1) სს “სილქნეტი“ 38,01 %
2) შპს „კავკასუს ონლაინი“ 45,24 %
3) შპს „სისტემ ნეტი“/ შპს „ოპტიკურ
ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“ 15,50 %

ცხრილი N24

საბაზრო წილი სხვა ავტორიზებულ პირებზე გაყიდული გლობალური ინტერნეტის მონაცემების მიხედვით

6
შენიშვნა:
შპს „სისტემ ნეტი“ გლობალური ინტერნეტის გადაყიდვას ახორციელებს ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) კომპანიებზე შპს „ახალ ქსელებზე“, შპს „ახტელზე“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციაზე“ და შპს „ბოლნისის ახალ ქსელებზე“ , რომლებიც თავის მხრივ გლობალურ
ინტერნეტს აწვდიან საკუთარი ქსელის აბონენტებს; რადგან ამ ანალიზის მიზნებისათვის არც სს “სილქნეტის“
და არც შპს „კავკასუს ონლაინის“ მონაცემები საკუთარ აბონენტებზე გადაყიდულ გლობალური ინტერნეტის მონაცემებს არ ითვალისწინებს, ამიტომ შპს „სისტემ ნეტის“ მონაცემებიდან გამოცალკევებულ იქნა შპს „ახალი ქსელებზე“, შპს „ახტელზე“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციაზე“ და შპს „ბოლნისის ახალ ქსელებზე“ გადაყიდული გლობალური ინტერნეტის მონაცემები.

ცხრილი N25

საბაზრო წილის ოდენობები კომპანიების მიხედვით სხვა ქვეყნის ოპერატორებზე გადაყიდული გლობალური ინტერნეტის მონაცემების მიხედვით:

7
გლობალური ინტერნეტის სხვა ავტორიზებულ პირებზე (მათ შორის სხვა ქვეყნის ოპერატორებზე) მიწოდება
მოცემულ პერიოდში სს “სილქნეტის“, შპს „კავკასუს ონლაინის“ და შპს „სისტემ ნეტის“/ შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ საშუალო თვიური შემოსავალი სხვა ავტორიზებულ პირებზე და სხვა ქვეყნის ოპერატორებზე გადაყიდული გლობალური ინტერნეტიდან შეადგენს 1,536,881 ლარს. ანალიზურ პერიოდში სხვა ავტორიზებულ პირებზე გადაყიდული ინტერნეტის მაქიმალური ღირებულება შეადგენდა 2,629,408 ლარს, ხოლო მინიმალური 629, 621 ლარს.

2011 წლის და 2012 წლის 9 თვის საანგარიშო პერიოდისთვის სხვა ავტორიზებულ პირებზე და სხვა ქვეყნის ოპერატორებზე გადაყიდული გლობალური ინტერნეტიდან შემოსავლებში წილობრივი მონაცემები
კომპანიების მიხედვით დინამიკაში წარმოდგენილია ცხრილში N27.

ცხრილი N26

8
შენიშვნა:
კომპანიების საანალიზო პეროდის საშუალო მონაცემების პროცენტული წილები საერთო შესყიდული გლობალური ინტერნეტის მოცულობაში გაანგარიშებულია კომპანიების მიერ წარმოდგენილი 2011 წლის და
2012 წლის 9 თვის საანგარიშო პერიოდის მონაცემების მიხედვით.

2011 წლის და 2012 წლის 9 თვის საანგარიშო პერიოდისთვის სხვა ავტორიზებულ პირებზე და სხვა ქვეყნის ოპერატორებზე გადაყიდული გლობალური ინტერნეტის მოცულობა კომპანიების მიხედვით
წარმოდგენილია ცხრილში N27.

ცხრილი N27

9

შენიშვნა: კომპანიების პროცენტული წილები გლობალური ინტერნეტის სხვა ავტორიზებულ პირებზე გადაყიდვის და სხვა ქვეყნის ოპერატორებზე გადაყიდვის საერთო მოცულობებში გაანგარიშებულია, კომპანიების მიერ წარმოდგენილი 2011 წლის და 2012 წლის 9 თვის საანგარიშო პერიოდის მონაცემებისმარტივი არითმეტიკული საშუალოს მიხედვით.

მოცემულ პერიოდში სხვა ავტორიზებულ პირებზე და სხვა ქვეყნის ოპერატორებზე გადაყიდული
გლობალური ინტერნეტის საშუალო თვიური მოცულობა შეადგენდა 29 გგბიტ/წმ-ს, ანალიზურ პერიოდში სხვა ავტორიზებულ პირებზე გაყიდული ინტერნეტის მაქიმალური მოცულობა შეადგენდა 49 გგბიტ/წმ-ს, ხოლო
მინიმალური 13 გგბიტ/წმ-ს.

კომპანიების მიერ სხვა ავტორიზებულ პირებზე და სხვა ქვეყნის ოპერატორებზე მიწოდებული ინტერნეტის არათანაბარზომიერი ტარიფების გამო, კომპანიების წილი გაყიდული გლობალური ინტერნეტის მოცულობაში და გაყიდული ინტერნეტის საერთო შემოსავლებში განსხვავებულია:

გრაფიკი N3

10
ანალიზური პერიოდისთვის შესყდული გლობალური ინტერნეტის ღირებულების, სხვა ავტორიზებულ პირებზე და სხვა ქვეყნის ოპერატორებზე გლობალური ინტერნეტის გადაყიდვის ფასების შედარებითი ანალიზი, თვეების მიხედვით დინამიკაში მოცემული N4 გრაფიკზე.

გრაფიკი N4

11

მიუხედავად შესყიდული გლობალური ინტერნეტის ღირებულების 70%-იანი შემცირებისა, გლობალური ინტერნეტის ფასი სხვა ავტორიზებულ პირებისთვის შემცირდა 50%-ით, ხოლო სხვა ქვეყნის ოპერატორებზე გადაყიდული გლობალური ინტერნეტის საშუალო ფასი ამავე პერიოდში შემცირდა 79%-ით,
იხილეთ ცხრილები N 28 და N 29.

ცხრილი N28

გლობალური ინტერნეტის ფასების დინამიკა

12

ცხრილი N29

გლობალური ინტერნეტის ფასების დინამიკა

13

შენიშვნა: საშუალო ფასები გაანგარიშებულია საშუალო შეწონილის მეთოდით (შემოსავლების საერთო მოცულობა გაყოფილი გადაყიდული გლობალური ინტერნეტის საერთო მოცულობაზე).
გლობალური ინტერნეტის მიწოდების ფასების მიმოხილვა კომპანიების მიხედვით:
შპს „რკინიგზის ტელეკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ კომპანიის მიერ 2011 წლის 12 თვის მონაცემების მიხედვით ავტორიზებულ პირებზე მიწოდებული ინტერნეტის საშუალო
თვიური ღირებულება ერთ გგბიტ/წმ-ზე შეადგენდა 219,461 ლარს, მოცემულ პერიოდში მაქსიმალური ფასი იყო 847,458 ლარი, ხოლო მინიმალური ფასი 85,876 ლარი.
2012 წლის 9 თვის საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ავტორიზებულ პირებზე მიწოდებული ინტერნეტის საშუალო თვიური ღირებულება ერთ გგბიტ/წმ-ზე შეადგენდა 115,283 ლარს, მოცემულ პერიოდში
მაქსიმალური ფასი იყო 385,593, ლარი, ხოლო მინიმალური ფასი – 54,479 ლარი.
სს “სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ კომპანიის მიერ 2011 წლის 12 თვის მონაცემების მიხედვით ავტორიზებულ პირებზე მიწოდებული ინტერნეტის საშუალო თვიური
ღირებულება ერთ გგბიტ/წმ-ზე შეადგენდა 159,625 ლარს, მოცემულ პერიოდში მაქსიმალური ფასი იყო 748,701 ლარი, ხოლო მინიმალური ფასი – 98,742 ლარი.
2012 წლის 9 თვის საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ავტორიზებულ პირებზე მიწოდებული ინტერნეტის საშუალო თვიური ღირებულება ერთ გგბიტ/წმ-ზე შეადგენდა 132,717ლარს, მოცემულ პერიოდში
მაქსიმალური ფასი იყო 690,797 ლარი, ხოლო მინიმალური ფასი -91,402 ლარი.

შენიშვნა: სს “სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი 2011 წლის და 2012 წლის 9 თვის გლობალური ინტერნეტის ტარიფების შესახებ ინფორმაციიდან, ტარიფების მაქსიმალური ოდენობის იდენტიფიცირების მიზნებისთვის შპს “სკაი სერვისისთვის“ და შპს „ინტელ ფონისთვის“ სს “სილქნეტის“ მიერ მიწოდებული გლობალური ინტერნეტის ტარიფების გათვალისწინება არ მოხდა, რადგან ამ კომპანიებისთვის მიწოდებული გლობალური ინტერნეტის ფასი დაახლოებით ორჯერ მეტია, ვიდრე დანარჩენი კომპანიებისთვის მიწოდებული გლობალური ინტერნეტის მაქსიმალური ფასი. ამასთან, სულ ამ კომპანიებზე გაყიდული გლობალური ინტერნეტიდან შემოსავალი 2011 წლის და 2012 წლის 9 თვის პერიოდისთვის შეადგენს 8,714 ლარს (სულ
შემოსავლის 1.4%). შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“ გლობალურ
ინტერნეტს გადაყიდვას ახორციელებს მხოლოდ შპს „სისტემ ნეტზე“.
შპს „კავკასუს ონლაინს“ კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია გლობალური ინტერნეტის ტარიფების შესახებ არ წარმოუდგენია.
როგორც გლობალური ინტერნეტის მომსახურების მიწოდების ანალიზიდან ირკვევა, 2011 წლის და 2012 წლის 9 თვის საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომპანიების მიერ შესყიდული გლობალური
ინტერნეტის ღირებულების 70%-იანმა შემცირებამ გამოიწვია გლობალური ინტერნეტის სხვა ავტორიზებულ პირებისთვის მიწოდების ფასის 50%-იანი შემცირება, მაშინ, როცა სხვა ქვეყნის ოპერატორებზე გაყიდული
გლობალური ინტერნეტის საშუალო ფასი შემცირდა 79%-ით (იხილეთ ცხრილი N28 და ცხრილი N29 ). ამასთან, წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ კომპანიების მიერ ავტორიზებული პირებისთვის
მიწოდებული გლობალური ინტერნეტის ფასები სატარიფო პოლიტიკის თვალსაზრისით არათანაბარზომიერია, ამიტომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ავტორიზებულ პირებს უნდა დაეკისროთ ინფორმაციის
გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის და დისკრიმინაციის აკძალვის ვალდებულებები, მათ შორის, პერიოდულად გამოაქვეყნონ გლობალური ინტერნეტის შეთავაზების წინადადება (ოფერტა).

წყარო :საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისია

ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის კვლევისა და ანალიზის
შედეგები

Loading Facebook Comments ...