2,748 ნახვა

მიმოხილვა – საბერძნეთის დომენების რეესტრი

domainname[1]

საქართველოში დომენების სახელების ოფიციალური რეესტრი არის კავკასუს ონლაინი, რომელიც ახორციელებს .GE დომენების დარეგისტრირებას და მენეჯმენტს.
საერთაშორისო ორგანიზაციეიბის IANA-ს (Internet Assigned Numbers Authority) და  ICANN -ის (Internet Corporation for Assigned Names and Numbers) ინფორმაციებზე დაყრდნობით, ყველა ქვეყანას შესაძლებელია ქონდეს მხოლოდ ერთი რეესტრი, რომელიც არეგისტრირებს Top level ქვეყნის კოდის დომენურ სახელებს და ადგენს მათი მოხმარების წესებს. საქართველოს შემთხვევაში ასეთი ორგანიზაცია არის Caucasus Online. იმავე ორგანიზაციების ინფორმაციის მიხედვით, რეესტრის გარდა შესაძლებელია არსებობდეს აკრედიტირებული რეგისტრატორები, რომლებიც ფუნქციაც დომენების მართვა და დარეგისტრირებაა რეესტრში, რეესტრის წესების მიხედვით.

საქართველოში რეესტრიც და აკრედიტირებული რეგისტრატორიც Caucasus Online-ია და ყველა დომენური სახელის დარეგისტრირება ხორციელდება www.registration.ge მეშვეობით. დომენების მოხმარების წესები კი შეგიძლიათ იხილოთ აქ

აღსანიშნავია, რომ www.registration.ge -ს არანაირი დომენების ონლაინ მართვის სისტემა არ გააჩნია. დომენზე ნებისმიერი ცვლილების განსახორციელებლად, საჭიროა წერილობითი მიმართვა, ასევე ქვეყნდება დომენის მფლობელის რეკვიზიტები, მათი სურვილის გარეშე.

მაგალითად გვინდა მოგიყვანოთ საბერძნეთის დომენური სახელების .GR რეესტრი და მათი წესები. შედარება კი თქვენზე მოგვინდია.

საბერძნეთის დომენური სახელების .GR  რეესტრი www.gr

მიმოხილვა:

საბერძეთის სახელმწიფო კავშირგაბმულობის და ფოსტის კომისია (EETT), Ν.3431/2006 კანონის და (351/76 της 20/05/2005) და (353/185/17-8-2005) ბრძაბებების შესაბამისად, არის  .gr დომენური სახელების გაცემის უფლებამოსილი პირი.

ინფორმატიკის და ტექნოლოგიური კველების ინსტიტუტი (ΙΤΕ-ΙΠ) განყოფილება – ინტერნეტ სახელების რეესტრი დაბოლოებით .gr (GR-Hostmaster) -მა, ღია კონკურსის შესაბამისად, რომელიც მოაწყო EETT-მა, აიღო უფლება .gr დომენური სახელების დარეგისტრირება / მოვლაზე.

რეესტრის ფუნქციონალურობისათვის  არჩეული იქნა, ბევრ აპლიკაციებში გამოყენებული, რეესტრის პროტოკოლი სახელით Extensible Provisioning Protocol (EPP). EPP სერთიფიცირებულია Internet Engineering Task Force (IETF)იდან და არის ღია პროტოკოლი.

ამ პროტოკოლის გამოყენება იძლევა რეგისტრატორების რეესტრთან დაკავშირების საშუალებას, ასევე რეგისტრატორების მიერ თავიანთი აპლიკაციების უკეთ განვითარების საშუალებას, მომხმარებლისათვის საუკეთესო მომსახურების მისაღწევად.

აპლიკაციების განვითარებასთან ერთად, დიდი ყურადღება მიექცა, გაშვებულიყო რეესტრი .gr ბერძნული სახელებით. ასე რომ 04/07/2005 (07.00 UTC) ასეთი დომენების დარეგისტრირება შესაძლებელია მომხმარებლისგან.

დომენების დარეგისტრირება რეესტრში, ხორციელდება მხოლოდ აკრედიტირებული რეგისტრატორებიდან. აკრედიტირებული რეგისტრატორების კატალოგი, რომლებიც არეგისტრირებენ .gr დომენურ სახელებს, შეგიძლიათ იხილოთ აქ.

დომენური სახელების მოსაკრებლის მაღალი ზღვარი დგინდება EETT ის მიერ.

აკრედიტირებული რეგისტრატორები:
აკრედიტირებული რეგისტრატორობის სტატუსის მიცემა განისაზღვრება საბერძეთის სახელმწიფო კავშირგაბმულობის და ფოსტის კომისიის მიერ, რომელიც განაგებს.gr დომენური სახელების აკრედიტირებული რეგისტრატორების კატალოგს.
აკრედიტირებული რეგისტრატორების და .gr რეესტრის დაკავშირების ტექნიკური დეტალები
აკრედიტირებული რეგისტრატორის ყველა სერვისი წარმოებს მხოლოდ სტატიკური IP  ების მეშვეობით, რომლების წინასწარ გაწერილია რეესტრში აკრედიტირებული რეგისტრატორის მიერ. ასე რომ საჭიროა აკრედიტირებულ რეგისტრატორს ქონდეს სულ მცირე 1 სტატიკური IP მაინც. ყველა ა.რ. შეუძლია განაცხადოს გარკვეული რაოდენობა IP-ების, რომელთა მეშვეობითაც განახორციელებს კავშირს რეესტრთან.

ა.რ. მიმართ რეესტრის მიერ შესაძლებელი სერვისებია:

A. რეესტრთან მიერთების პროტოკოლი EPP
B. ონლაინ სისტემა .GR რეესტრის მართვის

C. ძიების, სახელის არსებობის შემოწმების, დომენის სახელის სისწორის შემოწმების და whois სერვისები

P.S.
თქვენ გამოიტანეთ დასკვნა, საქართველოში, თუ ვის ხელშია .GE დომენის რეესტრი, არის თუ არა კონკურსით გადაცემული Caucasus  Online-ზე,  ამოწმებს თუ არა მთავრობა და არსებობს თუ არა რაიმე სახის კანონი დომენური სახელების მიმართ.
Source :Caucasusoffline.net