ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის პრობლემები და რეკომენდაციები


საქართველოს მთავრობის მიერ , 2014 წლის დეკემბერში გამოცხადებული ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის შესახებ დიდიხანია ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა .
ინტერნეტიზაციის ძირითადი ნაწილის დასრულება 2017 წლის ბოლოსთვის უნდა მომხდარიყო

დაახლოებით 2017 წლის ბოლოს, ფაქტიურად მთელი საქართველო იქნება მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფილი, რასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა სოციალური და ეკონომიკური განვითარების კუთხით“, – ეს განცხადება მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა

 

2017 წლის სექტემბერი არის და დღემდე არ არის სამშენებლო სამუშაოები დაწყებული , დღემდე არ არის პროექტირება დასრულებული და დღემდე არ არის პროექტის უამრავი ბარიერი მოგვარებული
სპეციალისტებისთვის უამრავი ბარიერი ცნობილი იყო და ასევე კარგად ცნობილი იყო , ინტერნეტიზაციის დასრულება 2017 წელს რომ ვერ მოხერხდებოდა თუკი , არ განხორციელდებოდა სახელმწიფოსა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან რადიკალური ცვლილებები, რომელიც ისედაც სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი იყო , სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეალური და ჯანსაღი განვითარებისთვის
ბარიერები ბევრია და რამდენიმე მთავარი ბარიერის შესახებ :
1. ინტერნეტ ბაზარზე არსებული დუოპოლია მაგთის ( კავკასუს ონლაინი ) და სილქნეტს შორის
2. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის არაეფექტური და ხშირ შემთხვევაში, დუოპოლიის ინტერესების დამცველი პოლიტიკა
3. საკაბელო ინფრასტრუქტურის არარსესობა
4. ნეიტრალური ინტერნეტ გაცვლის წერტილების (IXPs) არარსებობა
5. ინტერნეტ პროვაიდერების საკუთრებაში არსებული , მაგისტრალური ქსელების ( განსაკუთრებით შავი ზღვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი ) ხელმიუწვდომობლობა და საბითუმო ინტერნეტის მაღალი ფასები
6. დღეს არსებული ინფრასტრუქტურის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის არარსებობა და რეალური პრობლემების შესახებ მცირე ინფორმაცია
7. ტექნიკურ-ეკონომიკური პროექტის არარსებობა რეგიონების, რაიონების და დასახლებული პუნქტების მიხედვით
8. სახელმწიფოს არაეფექტური ურთიერთობა, პოტენციურ ინვესტორებთან და განსაკუთრებით საერთაშორისო მსხვილ სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან , განსაკუთრებით აღსანიშნავია ადგილობრივი ხელისუფლების სრული უმოქმედობა და ხშირ შემთხვევაში არაკომპეტენტურობა და ზერელე დამოკიდებულება არსებულ პრობლემაზე
9. მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსების არარსებობა პოტენციურ ინვესტორებისთვის და განსაკუთრებით მცირე და საშუალო ოპერატორებისთვის
10. ა.შ და ა.შ
ეს არასრული ინფორმაცია არის უამრავი პრობლემიდან და არსებული პრობლემების 80% ც კი , დღემდე არ არის მოგვარებული და დღემდე გაურკვეველია როდის მოგვარდება !

არსებული უამრავი პრობლემიდან გამომდინარე , სპეციალისტებისთვის არ არის გასაკვირი , ინტერნეტიზაციის პროგრამა 2017 წელს რომ ვერ დასრულდება !

არაერთი პირდაპირი რჩევის მიუხედავად , თითქმის არცერთი რჩევა და რეკომენდაცია არ იქნა გათვალისწინებული და საჯარო რეკომენდაციის შემდეგ მაინც , კარგი იქნება თუ დაინტერესდებით და დროულად მოახდენთ რეაგირებას და დროულად განხორციელდება ინტერნეტიზაციის პროგრამა , რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის რეალური განვითარებისთვის !
1. დაიწყეთ რეგიონების , რაიონების და დასახლებული პუნქტების მიხედვით ტექნიკურ-ეკონომიკური პროექტირება და გახადეთ საჯარო !
2. საავტომობილო გზების დაგებისას სავალდებულო გახადეთ ყველა უწყებისთვის და განსაკუთრებით ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის , მიწისქვეშა საკაბელო ინფრასტრუქტურის შექმნა და გათვალისწინება , ეს ერთის მხრივ მნიშვნელოვნად შეუმცირებს ხარჯებს , პოტენციურ ინვესტორებს და მეორეს მხრივ სახელმწიფო ფინანსებიც დაიზოგება რადგან აღარ გახდება საჭირო დაგებული გზების გადათხრა და თავიდან დალატკვა, დალატკული გზები კი ხშირად ზიანდება და ისევ თავიდან ხდება საჭირო დაგება.

3. ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს დაავალდებულეთ, გამარტივებული წესებით გასცენ საჭირო ნებართვები .
გახადეთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ,ინტერნეტიზაციისთვის აუცილებელი , სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები და სხვა ტიპის ინფრასტრუქტურაზე დაშვება

4. რეალური ფინანსური ხელმისაწვდომობა და საგადასახადო შეღავათები, ყველა პოტენციურ ინვესტორს და განსაკუთრებით ხარისხზე ორიენტირებულ ინვესტორებს , ფინანსური რესურსები და საგადასახადო შეღავათები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ოპერატორებისთვის და მათ შორის შესაძლებელია დიდი უცხოური კომპანიების დაინტერესებაც და ქვეყანაში შემოყვანაც კი !
თუ გაიხსენებთ , გთხოვეთ საგადასახადო შეღავათები დაგეწესებინათ არსებული პროვაიდერებისთვის, რეგიონებში ოპტიკის დაფარვის სანაცვლოდ მაგრამ, დიდად არ დაინტერესებულხართ და რატომ ? ( მაგალითად რაჭა-ლეჩხუმში ოპტიკურ ბოჭკოვანი ინტერნეტის მოსახლეობის მიწოდებისთვის , კომპანიას თუ გავუუქმებთ 5-10 წლით , არსებული რეგიონიდან მიღებულ შემოსავალზე საგადასახადო ვალდებულებებს , რას დაკარგავს სახელმწიფო ბიუჯეტი ? დღეს ისედაც არ შედიან პროვაიდერები და ფინანსური შემოსავალიც არ არის ბიუჯეტში , ზარალდება მოსახლეობა, სახელმწიფო და ბიზნეს ინტერესებიც რადგან არ არის ხელმისაწვდომი ხარისხიანი ინტერნეტი ! არაპირდაპირი შემოსავალი სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტშიც კი, მინიმუმ 10 ჯერ მეტი იქნება , აღარაფერს ვამბობ, მოსახლეობისთვის ხარისხიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობით მიღებულ მატერიალურ თუ არამატერიალურ სარგებელზე !
ფინანსური რესურსები და საგადასახადო შეღავათები ბანკებს და მხოლოდ ხალხის ძარცვაზე ორიენტირებულ კომპანიებს არ უნდა უწესდებოდეთ , სახელმწიფოს რეალური განვითარებისთვის აუცილებელ პროექტებს სჭირდებათ მაქსიმალური ხელშეწყობა , ფინანსური ხელმისაწვდომობა და საგადასახადო შეღავათები!

5.კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გამოაქვეყნოს სრულყოფილი ინფორმაცია სატელეკომუნიკაციო ბაზრის მდგომარეობის შესახებ , მათ შორის ფინანსური და ტექნიკური ინფორმაცია, დღევანდელი საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემებით , თითქმის შეუძლებელია სრულყოფილი ანალიზის გაკეთება, სატელეკომუნიკაციო ბაზრის მდგომარეობის შესახებ , განსაკუთრებით კი პოტენციური უცხოური ინვესტორებისთვის არის პრობლემა!

6. შექმენით ნეიტრალური და არაკომერციული, ხარჯზე ორიენტირებული ინტერნეტ გაცვლის წერტილი ( IXP – Internet Exchange Point ) , სავალდებულო გახადეთ დიდი და საშუალო პროვაიდერების ჩართვა და დაშვება ყველა პოტენციური პროვაიდერისთვის .
ევროპასთან დამაკავშირებელი შავი ზღვის ოპტიკურ-ბოჭკოვან და ადგილობრივ მაგისტრალურ და შიდა ქსელებთან დაშვება .
ვირტუალური ფიქსირებული და მობილური ოპერატორები (Virtual Network Operator (VNO) – Mobile Virtual Network Operator (MVNO) ) , სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციისთვის და ჯანსაღი განვითარებისთვის , ერთ-ერთი მთავარი აუცილებლობაა !

7. საქართველოს აქვს დიდი პერსპექტივა , მსხვილი ICT კომპანიების რეგიონალური დატა ცენტრები გაიხსნას მაგრამ , დღემდე თითქმის არაფერი გაკეთებულა არსებული დიდი პოტენციალის ათვისებისთვის !
ისევ და ისევ არ არსებობს , ევროპასთან პირდაპირ დამაკავშირებელი ნეიტრალური მაგისტრალური ქსელი , ერთადერთი კავკასუს ონლაინის კაბელით შეუძლებელია მსოფლიოს ლიდერი ICT კომპანიების დაინტერესება და ქვეყანაში შემოყვანა !
მაქსიამლურად ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსით და 5-10 წლით გადასახადებისგან სრულად გათავისუფლებით, შესაძლებელია პოტენციური ინვესტორების დაინტერესება

8. ოპტიკური კაბელების საქართველოში წარმოების დაწყება
საქართველოში 2007 წლიდან 2015 წლის სექტემბრამდე 60 მლნ ლარის , ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი არის შემოტანილი.
საქართველოში წარმოების შემთხვევაში , შესაძლებელი გახდება პროდუქტის ღირებულების შემცირება , მოსახლეობის დასაქმება და ექსპორტიც კი !
შესთავაზეთ პოტენციურ ინვესტორებს მაქსიმალური შეღავათები და შესაძლებელი გახდება იმპორტირებული პროდუქტის სრულად ჩანაცვლება ადგილობრივით და ექსპორტზე გატანა, პროდუქტის გაიაფება და ინტერნეტიზაციის ხარჯების შემცირება მნიშვნელოვნად შეამცირებს ინტერნეტის ტარიფებს

9. დაიცავით სახელმწიფოს , მოსახლეობის და ბიზნესის ინტერესები და შეწყვიტეთ დუოპოლიის მფარველობა !
სახელმწიფოს რეალური განვითარება თუ გვინდა , ხარისხიანი ინტერნეტი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს !
დღეს ბიზნესისთვის არ არის ხარისხიანი ინტერნეტი ხელმისაწვდომი !
ბიზნესისთვის 100 მგბ/წმ ინტერნეტის ფასი 7000- 10 000 ლარი არ უნდა ღირდეს და ეს თქვენც კარგად იცით და მტკიცებულებაც არსებობს კატასტროფულად გაბერილი ფასი რომ არის!
დუოპოლიის ინტერესების დაცვის გამო , სახელმწიფო ათეულობით და ასეულობით მილიონის ზარალს ნახულობს მაგრამ დღემდე ამ ზარალით არავინ ინტერესდება და მითუმეტეს პასუხისმგებლობა არავის ეკისრება !

საზოგადოებრივი გაერთიანება ”შემცირდეს ინტერნეტის ფასები და გაიზარდოს ინტერნეტის სიჩქარე

საქართველოში შინამეურნეობების და ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა ტექნოლოგიების მიხედვით

Internet-Service-providers-in-Sierra-Leone[1]

კიდევ ერთი დეტალური მონაცემები ქალაქებსა და დაბებში ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობის შესახებ. შინამეურნეობების რაოდენობა, Wi-Fi ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის და DSL ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა




# კერძო შინამეურნეობების რიცხვი Wi-Fi/Wi-Max ს მომხმარებელთა რაოდენობა ოპტიკის მომხმარებელთა რაოდენობა DSL ს მომხმარებელთა რაოდენობა Wi-Fi/Wi-Max პროვაიდერის რაოდენობა ოპტიკის პროვაიდერის რაოდენობა DSL ს პროვაიდერის რაოდენობა
ქ. თბილისი 311643 2442 189864 88165 18
დაბა წყნეთი 2171 0 0

იმერეთი

კერძო შინამეურნეობების რიცხვი Wi-Fi/Wi-Max ს მომხმარებელთა რაოდენობა ოპტიკის მომხმარებელთა რაოდენობა DSL ს მომხმარებელთა რაოდენობა Wi-Fi/Wi-Max პროვაიდერის რაოდენობა ოპტიკის პროვაიდერის რაოდენობა DSL ს პროვაიდერის რაოდენობა
ქ. ქუთაისი 54807 86 4051 25397 5 2 3
ქ.ტყიბული 4609 732 2 521 4 1 1
ქ.წყალტუბო 5131 113 4 1967 4 1 1
ქ.ჭიათურა 4241 311 2 1503 2 1 1
ქ.ბაღდათი 1400 94 0 419 3 0 1
ქ.ვანი 1323 52 0 520 2 0 1
ქ.ზესტაფონი 7572 69 5 3726 4 1 3
დაბა შორაპანი 468 54 0 0 2 0 0
ქ.თერჯოლა 1523 409 0 582 5 0 2
ქ.სამტრედია 8384 760 15 2283 5 2 3
დაბა კულაში 555 104 0 0 2 0 0
ქ.საჩხერე 1789 215 0 616 3 0 1
დაბა ხარაგაული 763 0 0 0 0 0 0
ქ.ხონი 3320 152 0 732 3 0 1
სულ 95885 3151 4079 38266 18

სრულად წაკითხვა… / Continue reading …

ოპტიკური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში

4

2013 წლის დეკემბრის ჩათვლით Fiber-Optic  ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა ქალაქების და ინტერნეტ პროვაიდერების მიხედვით

DSl ინტერნეტისგან განსხვაბით  ოპტიკურ ინტერნეტი  54 ქალაქიდან  ძირითადად 11 ქალაქშია და 228 747  მომხმარებელია   ,  26 ქალაქის საერთოდ მომხმარებელთა რაოდენობა კი 117  არის,  26 ქალაქიდან ყველაზე მეტი გარდაბანშია 17 მომხმარებელით 

 

1.ქალაქების მიხედვით  ოპტიკური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა 

ქალაქი  რაოდენობა 
თბილისი 189864
რუსთავი 24786
ბათუმი 5665
ქუთაისი 4051
გორი 1803
თელავი 670
ფოთი 525
ქობულეთი 487
ახალციხე 397
საგარეჯო 372
გურჯაანი 127
გარდაბანი  17
სხვა 25  ქალაქის საერთო რაოდენობა   100

2.კომპანიების მიხედვით  მომხმარებელთა პროცენტული რაოდენობა

  სრულად წაკითხვა… / Continue reading …