2,505 ნახვა

შერჩევითი სამართალი და უსამართლობის პოლიტიკა მარეგულირებელში

კომუნიკაციების კომისიაში დღემდე გრძელდება შერჩევითი სამართალი, დუოპოლიის ლობირება და უსამართლო პოლიტიკა !
კომისიის მთვარი ვალდებულებაა , დაიცვას სახელმწიფოს, მომხმარებლის და ბიზნეს ინტერესები მაგრამ, რეალურად 3-4 კომპანიის ინტერესებს იცავს და მომხმარებლის ძარცვას ხელს უწყობს !
კომისიის მავნებლური პოლიტიკის დამსახურებით, ფასების შემცირების მაგივრად, ფასებმა ისევ ზრდა დაიწყო და კომისია უარს ამბობს მომხმარებლის დაცვაზე.
საქართველოსგან განსხვავებით, მსოფლიოს უმრავლესობა ქვეყანაში , ფასები მუდმივად მცირდება და ხარისხი იზრდება.
კომისიის მავნებლური და მონოპოლისტების ლობირების პოლიტიკის დამსახურებით , ზარალდება სახელმწიფოს, მომხმარებლის და ბიზნეს ინტერესები .
ყველა ნორმალურ ქვეყანაში , მომხმარებელს იცავს კონკურენცია და კანონი/რეგულაცია მაგრამ, საქართველოში არც კონკურენცია არსებობს და არც კანონი/რეგულაცია იცავს მომხმარებელს .
კომისიის დამსახურებით :
1.გაიზარდა ფიქსირებული ინტერნეტის ფასები
2.გაიზარდა კონსოლიდირებული ტენდერის ( სახელმწიფო კორპორატიული) მობილური სერვისის ფასები და მიზეზად დემპინგი და კომპანიის ზარალზე მუშაობა დასახელდა მაგრამ , კომისია არ აქვეყნენს ზარალის დამადასტურებელ დამაჯერებელ მტკიცებულებებს . კომისიის ვალდებულება იყო , დეტალური მონაცემები გამოექვეყნებინა მაგრამ დეტალურ ინფორმაციას არ აქვეყებს ( არ გვაქვსო )
შერჩევითი სამართალი და მომხმარებლის ძარცვის ხელშეწყობაა როდესაც, ინტერესდები კომპანიის ე.წ ზარალიანი ტარიფით და არ ინტერესდები კატასტროფულად გაბერილი ფასებით !
3.გაიზარდა IPTV ს ფასები .
4. 2015 წლამდე შემცირებული , მობილური 1 წუთის სტანდარტული ფასი გაიზარდა 24 თეთრამდე.
2011 წელს დაწესებული 24 თეთრიანი ზედა ზღვრული ტარიფიც გააუქმა .
5. კომისია უარს ამბობს საქველმოქმედო ზარებზე არსებული პრობლემის მოგვარებას .
6. კომისიის და ხელისუფლების დამსახურებით, მობილურ ოპერატორებს, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის აქციზის გადასახადი გაუუქმდათ მაგრამ , აქციზის გადასახადს დღემდე იხდის მომხმარებელი კომპანიის სასარგებლოდ
7. კომისია უარს ამბობს , იურიდიული პირებისთვის ინტერნეტის კატასტროფულად გაბერილ ფასებზე ზედა ზღვრული ტარიფი დააწესოს და რეალურად დაიცვას იურიდიული პირები .
8. 2019 წელს კომისიამ შეაჩერა მაგთის მობილურის 25 ლარიანი ტარიფის გაძვირება , (მომხმარებლის 10% ) და არ შეაჩერა მაგთის, სილქნეტის და ახალი ქსელების ფიქსირებული ინტერნეტის ტარიფების გაძვირება. არ შეაჩერა ნომრის მომსახურების ახალი ტარიფის დაწესება და ა.შ
კომისიამ ერთის მხრივ დაიცვა მომხმარებლის 10% მაგრამ , მეორეს მხრივ უარი თქვა , მომხმარებლის 100% ს დაცვაზე და პარალელურად შერჩევითი სამართალიც დაამკვირდა როდესაც, მცირე კომპანიების საჩივარი განიხილა 25 ლარიან ტარიფის შეჩერებაზე და უარი თქვა მომხმარებლის საჩივრის განხილვაზე და ტარიფის გაძვირების შეჩერების მექანიზმის გამოყენებაზე !
9. მარეგულირებელი არ რეაგირებს კონკურენციის ხელოვნურად შემზღუდავი პრობლემებითა და განვითარებისთვის აუცილებელი პრობლემების მოგვარებით!
კომისიამ ვერ გადაწყვიტა, ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრი (Internet Exchange Point – IXP) ს პრობლემა ! IXP აუცილებელია მცირე და საშუალო პროვაიდერების რეალური განვითარებისთვის , კონტენტის მწარმოებელი და ჰოსტინგ პროვაიდერებისთვის მაგრამ , 2-3 კომპანიას არ აწყობს (სხვა პროვაიდერების განვითარება ) და კომისიაც უარს ამბობს პრობლემის მოგვარებაზე !
10. მარეგულირებელი არ ინტერესდება , 2-3 კომპანიის შეთანხმებულად ფასების ზრდაზე ! (კარტელური გარიგებები )
11. მარეგულირებელი ერთის მხრივ, ნაწილობრივ აღიარებს კონკურენციის არარსებობას მაგრამ , ისევ კონკურენციის შემზღუდავებს იცავს !
12. ქვეყნის რეალური განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია , ყველასთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ხარისხიანი ინტერნეტი და ეს ყველა ნორმალურ ქვეყანამ აღიარა მაგრამ ,საქართველოში დღემდე ინტერნეტის ხელმისაწვდომის მნიშვნელობას ვერ ხვდება, ვერც სახელმწიფო და ვერც მარეგულირებელი !
13.ა.შ და ა.შ !

2,676 ნახვა

მარეგულირებლის შემოსავლები და კომპანიების მიერ გადახდილი რეგულირების გადასახადი – 2007-2018 წლებში

1102670_574447989285973_909187339_o[1]

ვაქვეყნებ ინტერნეტ პროვაიდერების და ავტორიზირებული კომპანიების მიერ რეგულირებისთვის გადახდილი საფასურის რაოდენობას წლების და კომპანიების მიხედვით, 2007 წლიდან 2018 წლის ჩათვლით

 

—————————————————————-
5 კომპანია რომელსაც ყველაზე მეტი თანხა აქვს გადახდილი და რომელსაც, წლების განმავლობაში ლობირებდა/ლობირებს მარეგულირებელი ( “ვინც იხდის , ის უკვეთავსო”)
—————————————————————

1.მაგთი — 2007-2018 წლებში — 27 243 152 ლარი
2.ჯეოსელი — 2007-2018 წლებში — 19 912 435 ლარი
3.სილქნეტი — 2007-2018 წლებში — 9 273 321 ლარი
4.ბილაინი — 2007-2018 წლებში — 8 113 376 ლარი
5.კავკასუსუს ონლაინი — 2007-2018 წლებში — 5 006 964 ლარი
—– ჯამში – 69 548 289 ლარი — 82.24%

—————————————————————–

 

წლების მიხედვით :
2007 — 27 კომპანია — 5,045,951 ლარი
2008 — 28 კომპანია — 4,800,619 ლარი
2009 — 37 კომპანია — 3,560,466 ლარი
2010 — 46 კომპანია — 4,996,332 ლარი
2011 — 79 კომპანია — 6,797,712 ლარი
2012 — 107 კომპანია — 7,070,641 ლარი
2013 — 133 კომპანია — 7,533,500 ლარი
2014 — 327 კომპანია — 8,428,383 ლარი
2015 — 378 კომპანია — 8,545,638 ლარი
2016 — 399 კომპანია — 8,197,018 ლარი
2017 — 412 კომპანია — 8,840,329 ლარი
2018 — 383 კომპანია — 8,746,489 ლარი
——————————————————————–

ჯამში ——- 82,563,078 ლარი
———————————————————————-
( 2007-2013 წელი — მხოლოდ ინტერნეტ პროვაიდერების მიერ გადახდილი რეგულირების გადასახადი
( 2014-2018 წელი — ყველა ავტორიზირებული კომპანიის და მათ შორის ინტერნეტ პროვაიდერების და მედია კომპანიების მიერ გადახდილი რეგულირების გადასახადი )

———————————————————————

შეგახსენებთ

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონების თანახმად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირებისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ გადახდილი რეგულირების საფასური.
რეგულირების საფასურის ოდენობაა:
– ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0.75 პროცენტი
– მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელის ან ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0.5 პროცენტი

1,394 ნახვა

სერბეთში ინტერნეტის ფასები 2017

 


სერბეთში     ინტერნეტის სიჩქარე და ფასები პროვაიდერების და პაკეტების მიხედვით

ფასები ეროვნულ ვალუტაში და ავტომატურად განახლებადი ექვივალენტ ლარში/დოლარში/ევროში
ფასებში არ არის გათვალისწინებული აქციით არსებული ფასები და პროვაიდერების საიტზე არსებული პაკეტები და ფასები მუდმივად განახლებადია


1.სახლი

გადმოწერა ფასი GEL USD EUR
100 მგბ/წმ 5 მგბ/წმ 2 495 RSD 62,34 GEL 25,17 USD 20,98 EUR
150 მგბ/წმ 6 მგბ/წმ 4 995 RSD 124,81 GEL 50,39 USD 42,00 EUR
1 გბტ/წმ (1000 მგბ/წმ ) 8 499 RSD 212,37 GEL 85,74 USD 71,47 EUR

ბიზნესი

გადმოწერა ფასი GEL USD EUR
120 მგბ/წმ 80 EUR 237,72 GEL 95,97 USD 80 EUR
250 მგბ/წმ 155 EUR 460,59 GEL 185,95 USD 155 EUR