2014 წლის თებერვლის მდგომარეობით საქართველოში უკაბელო Wi-Fi / Wi-MAX ტექნოლოგიით 98 ინტერნეტ პროვაიდერი 42 800 მომხმარებელს აწვდის ინტერნეტს, საკმაოდ დიდ ნაწილს სამწუხაროდ საიტიც კი არ აქვს მათი მომსახურება რო შევისწავლო, იმედია მოვახერხებ და არსებული პროვაიდერების მიერ მომხარებლისთვის შეთავაზებულ ინტერნეტის სიჩქარეს და ფასებს დავადგენ.
ახლა კი იხილეთ ცხრილი პროვაიდერების მომხმარებელთა რაოდენობის შესახებ და პროვაიდერების მომხმარებლების მიხედვით ქალაქებისა და სოფლების რაოდენობა , უახლოეს მომავალში კიდევ დავუბრუნდები ამ მიმართულებას და დეტალურად მონაცემებს წარმოვადგენ და სავარაუდოდ მალე პირველ ციფრულ რუკას წარმოვადგენ სადაც დატანილი იქნება მონაცემები ყველა ქალაქსა და სოფელში არსებული ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობის შესახებ , ინტერნეტ პროვაიდერების რაოდენობა, მოსახლეობის რაოდენობა , შინამეურნეობების რაოდენობა და შესაძლოა მოხერხდეს ოპტიკის და DSL ქსელის დატანა ქუჩების მიხედვით და ა.შ . ციფრული რუკით შესაძლებელი იქნება დეტალური ანალიზის გაკეთება .
ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა
ოპტიკური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში
2013 წლის დეკემბრის ჩათვლით Fiber-Optic ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა ქალაქების და ინტერნეტ პროვაიდერების მიხედვით
DSl ინტერნეტისგან განსხვაბით ოპტიკურ ინტერნეტი 54 ქალაქიდან ძირითადად 11 ქალაქშია და 228 747 მომხმარებელია , 26 ქალაქის საერთოდ მომხმარებელთა რაოდენობა კი 117 არის, 26 ქალაქიდან ყველაზე მეტი გარდაბანშია 17 მომხმარებელით
1.ქალაქების მიხედვით ოპტიკური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა
ქალაქი | რაოდენობა |
თბილისი | 189864 |
რუსთავი | 24786 |
ბათუმი | 5665 |
ქუთაისი | 4051 |
გორი | 1803 |
თელავი | 670 |
ფოთი | 525 |
ქობულეთი | 487 |
ახალციხე | 397 |
საგარეჯო | 372 |
გურჯაანი | 127 |
გარდაბანი | 17 |
სხვა 25 ქალაქის საერთო რაოდენობა | 100 |
2.კომპანიების მიხედვით მომხმარებელთა პროცენტული რაოდენობა