საქართველოს მთავრობის მიერ , 2014 წლის დეკემბერში გამოცხადებული ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის შესახებ დიდიხანია ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა .
ინტერნეტიზაციის ძირითადი ნაწილის დასრულება 2017 წლის ბოლოსთვის უნდა მომხდარიყო
დაახლოებით 2017 წლის ბოლოს, ფაქტიურად მთელი საქართველო იქნება მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფილი, რასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა სოციალური და ეკონომიკური განვითარების კუთხით“, – ეს განცხადება მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა
2017 წლის სექტემბერი არის და დღემდე არ არის სამშენებლო სამუშაოები დაწყებული , დღემდე არ არის პროექტირება დასრულებული და დღემდე არ არის პროექტის უამრავი ბარიერი მოგვარებული
სპეციალისტებისთვის უამრავი ბარიერი ცნობილი იყო და ასევე კარგად ცნობილი იყო , ინტერნეტიზაციის დასრულება 2017 წელს რომ ვერ მოხერხდებოდა თუკი , არ განხორციელდებოდა სახელმწიფოსა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან რადიკალური ცვლილებები, რომელიც ისედაც სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი იყო , სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეალური და ჯანსაღი განვითარებისთვის
ბარიერები ბევრია და რამდენიმე მთავარი ბარიერის შესახებ :
1. ინტერნეტ ბაზარზე არსებული დუოპოლია მაგთის ( კავკასუს ონლაინი ) და სილქნეტს შორის
2. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის არაეფექტური და ხშირ შემთხვევაში, დუოპოლიის ინტერესების დამცველი პოლიტიკა
3. საკაბელო ინფრასტრუქტურის არარსესობა
4. ნეიტრალური ინტერნეტ გაცვლის წერტილების (IXPs) არარსებობა
5. ინტერნეტ პროვაიდერების საკუთრებაში არსებული , მაგისტრალური ქსელების ( განსაკუთრებით შავი ზღვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი ) ხელმიუწვდომობლობა და საბითუმო ინტერნეტის მაღალი ფასები
6. დღეს არსებული ინფრასტრუქტურის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის არარსებობა და რეალური პრობლემების შესახებ მცირე ინფორმაცია
7. ტექნიკურ-ეკონომიკური პროექტის არარსებობა რეგიონების, რაიონების და დასახლებული პუნქტების მიხედვით
8. სახელმწიფოს არაეფექტური ურთიერთობა, პოტენციურ ინვესტორებთან და განსაკუთრებით საერთაშორისო მსხვილ სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან , განსაკუთრებით აღსანიშნავია ადგილობრივი ხელისუფლების სრული უმოქმედობა და ხშირ შემთხვევაში არაკომპეტენტურობა და ზერელე დამოკიდებულება არსებულ პრობლემაზე
9. მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსების არარსებობა პოტენციურ ინვესტორებისთვის და განსაკუთრებით მცირე და საშუალო ოპერატორებისთვის
10. ა.შ და ა.შ
ეს არასრული ინფორმაცია არის უამრავი პრობლემიდან და არსებული პრობლემების 80% ც კი , დღემდე არ არის მოგვარებული და დღემდე გაურკვეველია როდის მოგვარდება !
არსებული უამრავი პრობლემიდან გამომდინარე , სპეციალისტებისთვის არ არის გასაკვირი , ინტერნეტიზაციის პროგრამა 2017 წელს რომ ვერ დასრულდება !
არაერთი პირდაპირი რჩევის მიუხედავად , თითქმის არცერთი რჩევა და რეკომენდაცია არ იქნა გათვალისწინებული და საჯარო რეკომენდაციის შემდეგ მაინც , კარგი იქნება თუ დაინტერესდებით და დროულად მოახდენთ რეაგირებას და დროულად განხორციელდება ინტერნეტიზაციის პროგრამა , რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის რეალური განვითარებისთვის !
1. დაიწყეთ რეგიონების , რაიონების და დასახლებული პუნქტების მიხედვით ტექნიკურ-ეკონომიკური პროექტირება და გახადეთ საჯარო !
2. საავტომობილო გზების დაგებისას სავალდებულო გახადეთ ყველა უწყებისთვის და განსაკუთრებით ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის , მიწისქვეშა საკაბელო ინფრასტრუქტურის შექმნა და გათვალისწინება , ეს ერთის მხრივ მნიშვნელოვნად შეუმცირებს ხარჯებს , პოტენციურ ინვესტორებს და მეორეს მხრივ სახელმწიფო ფინანსებიც დაიზოგება რადგან აღარ გახდება საჭირო დაგებული გზების გადათხრა და თავიდან დალატკვა, დალატკული გზები კი ხშირად ზიანდება და ისევ თავიდან ხდება საჭირო დაგება.
3. ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს დაავალდებულეთ, გამარტივებული წესებით გასცენ საჭირო ნებართვები .
გახადეთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ,ინტერნეტიზაციისთვის აუცილებელი , სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები და სხვა ტიპის ინფრასტრუქტურაზე დაშვება
4. რეალური ფინანსური ხელმისაწვდომობა და საგადასახადო შეღავათები, ყველა პოტენციურ ინვესტორს და განსაკუთრებით ხარისხზე ორიენტირებულ ინვესტორებს , ფინანსური რესურსები და საგადასახადო შეღავათები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ოპერატორებისთვის და მათ შორის შესაძლებელია დიდი უცხოური კომპანიების დაინტერესებაც და ქვეყანაში შემოყვანაც კი !
თუ გაიხსენებთ , გთხოვეთ საგადასახადო შეღავათები დაგეწესებინათ არსებული პროვაიდერებისთვის, რეგიონებში ოპტიკის დაფარვის სანაცვლოდ მაგრამ, დიდად არ დაინტერესებულხართ და რატომ ? ( მაგალითად რაჭა-ლეჩხუმში ოპტიკურ ბოჭკოვანი ინტერნეტის მოსახლეობის მიწოდებისთვის , კომპანიას თუ გავუუქმებთ 5-10 წლით , არსებული რეგიონიდან მიღებულ შემოსავალზე საგადასახადო ვალდებულებებს , რას დაკარგავს სახელმწიფო ბიუჯეტი ? დღეს ისედაც არ შედიან პროვაიდერები და ფინანსური შემოსავალიც არ არის ბიუჯეტში , ზარალდება მოსახლეობა, სახელმწიფო და ბიზნეს ინტერესებიც რადგან არ არის ხელმისაწვდომი ხარისხიანი ინტერნეტი ! არაპირდაპირი შემოსავალი სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტშიც კი, მინიმუმ 10 ჯერ მეტი იქნება , აღარაფერს ვამბობ, მოსახლეობისთვის ხარისხიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობით მიღებულ მატერიალურ თუ არამატერიალურ სარგებელზე !
ფინანსური რესურსები და საგადასახადო შეღავათები ბანკებს და მხოლოდ ხალხის ძარცვაზე ორიენტირებულ კომპანიებს არ უნდა უწესდებოდეთ , სახელმწიფოს რეალური განვითარებისთვის აუცილებელ პროექტებს სჭირდებათ მაქსიმალური ხელშეწყობა , ფინანსური ხელმისაწვდომობა და საგადასახადო შეღავათები!
5.კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გამოაქვეყნოს სრულყოფილი ინფორმაცია სატელეკომუნიკაციო ბაზრის მდგომარეობის შესახებ , მათ შორის ფინანსური და ტექნიკური ინფორმაცია, დღევანდელი საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემებით , თითქმის შეუძლებელია სრულყოფილი ანალიზის გაკეთება, სატელეკომუნიკაციო ბაზრის მდგომარეობის შესახებ , განსაკუთრებით კი პოტენციური უცხოური ინვესტორებისთვის არის პრობლემა!
6. შექმენით ნეიტრალური და არაკომერციული, ხარჯზე ორიენტირებული ინტერნეტ გაცვლის წერტილი ( IXP – Internet Exchange Point ) , სავალდებულო გახადეთ დიდი და საშუალო პროვაიდერების ჩართვა და დაშვება ყველა პოტენციური პროვაიდერისთვის .
ევროპასთან დამაკავშირებელი შავი ზღვის ოპტიკურ-ბოჭკოვან და ადგილობრივ მაგისტრალურ და შიდა ქსელებთან დაშვება .
ვირტუალური ფიქსირებული და მობილური ოპერატორები (Virtual Network Operator (VNO) – Mobile Virtual Network Operator (MVNO) ) , სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციისთვის და ჯანსაღი განვითარებისთვის , ერთ-ერთი მთავარი აუცილებლობაა !
7. საქართველოს აქვს დიდი პერსპექტივა , მსხვილი ICT კომპანიების რეგიონალური დატა ცენტრები გაიხსნას მაგრამ , დღემდე თითქმის არაფერი გაკეთებულა არსებული დიდი პოტენციალის ათვისებისთვის !
ისევ და ისევ არ არსებობს , ევროპასთან პირდაპირ დამაკავშირებელი ნეიტრალური მაგისტრალური ქსელი , ერთადერთი კავკასუს ონლაინის კაბელით შეუძლებელია მსოფლიოს ლიდერი ICT კომპანიების დაინტერესება და ქვეყანაში შემოყვანა !
მაქსიამლურად ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსით და 5-10 წლით გადასახადებისგან სრულად გათავისუფლებით, შესაძლებელია პოტენციური ინვესტორების დაინტერესება
8. ოპტიკური კაბელების საქართველოში წარმოების დაწყება
საქართველოში 2007 წლიდან 2015 წლის სექტემბრამდე 60 მლნ ლარის , ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი არის შემოტანილი.
საქართველოში წარმოების შემთხვევაში , შესაძლებელი გახდება პროდუქტის ღირებულების შემცირება , მოსახლეობის დასაქმება და ექსპორტიც კი !
შესთავაზეთ პოტენციურ ინვესტორებს მაქსიმალური შეღავათები და შესაძლებელი გახდება იმპორტირებული პროდუქტის სრულად ჩანაცვლება ადგილობრივით და ექსპორტზე გატანა, პროდუქტის გაიაფება და ინტერნეტიზაციის ხარჯების შემცირება მნიშვნელოვნად შეამცირებს ინტერნეტის ტარიფებს
9. დაიცავით სახელმწიფოს , მოსახლეობის და ბიზნესის ინტერესები და შეწყვიტეთ დუოპოლიის მფარველობა !
სახელმწიფოს რეალური განვითარება თუ გვინდა , ხარისხიანი ინტერნეტი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს !
დღეს ბიზნესისთვის არ არის ხარისხიანი ინტერნეტი ხელმისაწვდომი !
ბიზნესისთვის 100 მგბ/წმ ინტერნეტის ფასი 7000- 10 000 ლარი არ უნდა ღირდეს და ეს თქვენც კარგად იცით და მტკიცებულებაც არსებობს კატასტროფულად გაბერილი ფასი რომ არის!
დუოპოლიის ინტერესების დაცვის გამო , სახელმწიფო ათეულობით და ასეულობით მილიონის ზარალს ნახულობს მაგრამ დღემდე ამ ზარალით არავინ ინტერესდება და მითუმეტეს პასუხისმგებლობა არავის ეკისრება !
საზოგადოებრივი გაერთიანება ”შემცირდეს ინტერნეტის ფასები და გაიზარდოს ინტერნეტის სიჩქარე”