4,691 ნახვა

ინტერნეტ პროვაიდერების რეგულირებისთვის გადახდილი საფასურის რაოდენობა წლების მიხედვით

1102670_574447989285973_909187339_o[1]

ვაქვეყნებ ინტერნეტ პროვაიდერების მიერ რეგულირებისთვის გადახდილი საფასურის რაოდენობას წლების და კომპანიების მიხედვით, 2007 წლიდან 2014 წლის 25 ივნისამდე.

წარმოდგენი 220 ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი კომპანიიდან მხოლოდ 159 კომპანიას აქვს რეგულირების თანხა გადახდი , ჯამში 2007 წლიდან 2014 წლის 25 ივნისის ჩათვლით გადახდია 41,446,620.80 ლარი
წლების მიხედვით კი :
2007 — 5,045,951.06 ლარი
2008 — 4,800,619.04 ლარი
2009 — 3,560,465.60 ლარი
2010 — 4,996,332.47 ლარი
2011 — 6,797,712.20 ლარი
2012 — 7,070,641.08 ლარი
2013 — 7,533,499.66 ლარი
2014 — 1,641,399.63 ლარი (25 ივნისამდე )
სულ — 41,446,620.80 ლარი

შეგახსენებთ

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონების თანახმად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირებისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ გადახდილი რეგულირების საფასური.
რეგულირების საფასურის ოდენობაა:
– ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0.75 პროცენტი
– მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელის ან ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0.5 პროცენტი

2007-2014

რეგულირების გადასახადი