საქართველოს დამოუკიდებლოს მოპოვებიდან დღემდე, ერთ წრეზე ვტრიალებთ და ვერადა ვერ ვახერხებთ რეალურ განვითარებას . მუდმივად მთავრობების და პოლიტიკოსებს ვაგინებთ და ხშირად დამსახურებულად მაგრამ , პრობლემები არც გინებით და არც ხელისუფლებების ცვლილებით გვარდება !
საქართველოში დღემდე არ არსებობს ძლიერი და კონკრეტულ პრობლემებზე მუდმივად აქტიური ე.წ სამოქალაქო საზოგადოება და დღემდე არ გაგვაჩნია სტაბილური და ძლიერი სამოქალაქო სოლიდარობა და პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის წინაშე !
ყოველთვის ვცდილობთ ჩვენი და ჩვენი მოქალაქეების უფლებები სხვამ დაიცვას და ისევ მთავრობის გინებამდე მივდივართ !
მეც რიგითი ქართველი ვარ და მეც ხშირად ვაგინებ მაგრამ დიდიხანია მივხვდი , გინებით პრობლემა რო არ მოგვარდება !
ჩვენ ყველამ თუ არ შევცვალეთ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ , ჩვენ თუ არ გავაკეთეთ ქვეყნის რეალური განვითარებისთვის საჭირო საქმე და ჩვენვე არ დავიცავით ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უფლებები , კიდევ უსასრულოდ ვიტრიალებთ ერთ წრეზე რომელსაც მე უსასრულო ჭაობი დავარქვი.
თანამონაწილეობა რეალური განვითარებისთვის ბევრისთვის შეიძლება უცხოა და ბევრს არ უყვარს და მათ შორის მთავრობაც დიდად არ ფიქრობს მაგრამ მაინც დავწერ რას ვგულისხმობ და რა უნდა გავაკეთოთ რიგითმა მოქალაქეებმა და რა უნდა გააკეთოს მთავრობამ .
მე როგორც რიგით მოქალაქეს, არ მაქვს შესაძლებლობა საძელმწიფოს განვითარებისთვის საჭირო პროექტები დავგეგმო და განვახორციელო .
მე როგორც რიგით მოქალაქეს არ მაქვს შესაძლებლობა , კონკრეტული სახელმწიფო პროექტებს თუნდაც მცირედი ფინანსური რესურსებით დავეხმარო და მოქალაქეების ჩართულობით და მათ შორის ფინანსური თანამონაწილეობით განვახორციელოთ სხვადასხვა სახელმწიფოს და მოქალაქეებისთვის აუცილებელი პროექტები!
ერთი პატარა მაგალითი :
თბილისის მეტრო დღემდე არ არის შშმ პირებისთვის ადაპტირებული, განსაკუთრებით ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის. თბილისის მეტროპოლიტენი სხვადასხვა მიზეზის და მათ შორის შეზღუდული ფინანსური რესურსების გამო , დღემდე ვერ ახერხებს პრობლემის მოგვარებას და ტარიფის გაზრდაც არ უნდა და ეს ნორმალურიც არის მაგრამ , თბილისის მეტროპოლიტენს ტარიფის გაზრდის გარეშე, შეუძლია მოქალაქეებს თხოვოს თანამონაწილეობა და ნებაყოფლობითი ფინანსური თანამონაწილეობით შეაგროვოს პრობლემის მოგვარებისთვისთვის საჭირო ფინანსები . ჩემი აზრით მეტროს მგზავრების მინიმუმ 50% ( დაახლოებით 200 000 მგზავრი დღეში ) თუნდაც 1 ლარს ჩარიცხავს და ყოველდღე ერთი თვის განმავლობაში ჩარიცხული 1 ლარით (თვეში 6 მლნ ლარი ) შესაძლებელი იქნება პრობლემის მოგვარება .
მსგავსი უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება.
ყველაზე მნიშვნელოვანი რის გამოც დღეს ვწერ, არის შემდეგი პრობლემა:
საქართველოში დღემდე კატასტროფულად მაღალია სოციალური დახმარების საჭიროების მქონე მოქალაქეების რაოდენობა და დღეს არსებული სოციალური სისტემას არ შეუძლია პრობლემის მოგვარება ! დახმარება არის დახმარებისთვის და გადარჩენისთვის და არა პრობლემის მოგვარებისთვის და განვითარებისთვის.
დღემდე ვერ ვახერხებთ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ამოვიყვანოთ გაჭირვების ჭაობიდან
და განვითარების ეტაპზე გადავიყვანოთ .
დღემდე არ გვაქვს სოციალურად დაუცველებისთვის ეფექტური დახმარების ცენტრალური სისტემა .
აუცილებელია ერთიანი ცენტრალიზებული საინფორმაციო სისტემის შექმნა !
თანამონაწილეობის პრინციპით დახმარება , როგორც ფინანსური ასევე მატერიალური , განათლების და დასაქმების ხელშეწყობა და ა.შ .
მაგალითად ერთიან საინფორმაციო პორტალზე საჭიროა ყველა დასახლებული პუნქტის მიხედვით სოციალურად დაუცველთა შესახებ საერთო მონაცემები ( ბენეფიციარების შესწავლის და თანხმობის შემდეგ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება .) ყველა ბენეფიციარის მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის შემდეგ , ყველასთვის გაადვილდება მიზნობრივი დახმარებები, კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა ნახონ ბენეფიციარების შესახებ განათლება/პროფესია და გამოცდილებაზე ინფორმაცია და შემდეგ დაასაქმონ და ა.შ
ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არაფულადი დახმარების მსურველისთვის დეტალური ინფორმაცია , თუკი ერთი სოფლის 2 ოჯახს სჭირდება ტანსაცმელი , შესაძლებლობა ექნება დახმარების მსურველს , ორივე ოჯახისთვის გადაანაწილოს დახმარება და ა.შ . სისტემა უნდა იყოს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ინტეგრირებული და ინფორმაცია უნდა იყოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ ბენეფიციარების დახმარების შესახებ .
მაგალითად ბენეფიციარი თუ ცხოვრობს ისეთ სახლში რომელიც სასწრაფოდ საჭიროებს კაპიტალურ შეკეთებას , დახმარების მსურველს შესაძლებლობა ექნება სამშენებლო მასალით დაეხმაროს და მუნიციპალიტეტი და კომპანიები რემონტში დაეხმარებიან ან პირიქით ( თანამონაწილეობის პრინციპი ) . ასევე შეიძლება მაგალითად სოფლებში მცირე სათბურის მოწყობაში დახმარება და ა.შ
დღეს სახელმწიფოს საკუთრებაში არის სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი და დღემდე არც მათი დამუშავება და არც გამოყენება არ ხდება .
შესაძლებელია განსაკუთრებით საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველებს თუნდაც 0.5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი გადავცეთ და დავეხმაროთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოებაში ან სხვა საქმეში რომლითაც სტაბილური შემოსავლის შესაძლებლობას გაუჩენს.
დღეს ქვეყანაში არსებული სხვადასხვა სოციალური დახმარება ძირითადად გათვლილია ერთჯერად ან ყოველთვიურ მცირე ფინანსურ დახმარებაზე და ეს პრობლემას ვერ აგვარებს რადგან საჭიროა ისეთი დახმარების სისტემა რომლითაც ბენეფიციარს რეალურად განვითარების შესაძლებლობას მისცემს და აღარ იქნება დახმარებაზე დამოკიდებული .
თუნდაც კომუნალურების ვაუჩერიზაციის სისტემა რომელიც კარგია მაგრამ არავინ ფიქრობს თუნდაც ბენეფიციარს დაეხმაროს ენერგოდამზოგავი სისტემების დანერგვაში ( ეკო.ნათურები , სახლის თბოიზოლაცია და ა.შ ) .
დღემდე არ გვაქვს ბენეფიციარებზე მორგებული და ბენეფიციარების დასაქმებაზე ორიენტირებული პროფესიული საგანმანათლებლო სწავლების სისტემა და ა.შ
ერთი სიტყვით საჭიროა სისტემა რომელიც დახმარების პოტენციურ მსურველს მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას იმ ადამიანებზე ვისაც რეალურად დახმარება სჭირდება და დღეს ეს პრობლემა რეალურად არსებობს რადგან არ ვიცით ვის სად და როგორი დახმარება სჭირდება და ასევე ესეთი სისტემა აუცილებელია მიზნობრიობისთვის.
ჩვენ მოქალაქეებს უნდა გვქონდეს ინფორმაცია. ჩვენ მოქალაქეებს უნდა შეგვეძლოს თანამონაწილეობის პრინციპით პრობლემის მოგვარებაში და განვითარებაში მონაწილეობა
და ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ რეალური განვითარება და ეს შეუძლებელია თითოეული მოქალაქის თანამონაწილეობის და სახელმწიფოს ეფექტური პოლიტიკის გარეშე !