9,089 ნახვა

საქართველოში ინტერნეტის გავრცელების პირველი დეტალური რუკა

maps_5
 

წარმოგიდგენთ საქართველოში ინტერნეტის გავრცელების პირველ დეტალურ რუკას სადაც დატანილია ყველა ქალაქი , დაბა და სოფელი სადაც კი არის Wi-Fi ინტერნეტი , სტიკერის გახსნისას კი ნახავთ დეტალურ მონაცემებს ოჯახების რაოდენობაზე, მომხმარებელთა რაოდენობას ტექნოლოგიების და პროვაიდერების მიხედვით და ა.შ
რუკის მარცხენა კუთხეში ნახავთ სოფლების სიას რომლის გახსნისას გამოიტანს მონაცემეს , შესაძლებელია Google Map ზეც გადასვლაც და სოფლის/ქალაქის მოძებნა , სტიკერის გახსნისას კი არსებულ სოფლის ოჯახების რაოდენობის ნახვა, Wi-Fi მომხმარებლის რაოდენობის ნახვა და პროვაიდერის ნახვა მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით

შენიშვნა :
ქალაქები — ყვითელი სტიკერი
დაბები — ლურჯი სტიკერი
სოფლები — Wi-Fi სტიკერი
დაბები სადაც არ ფიქსირდება მომხმარებლები — წითელი სტიკერი
ცისფერი სტიკერი — რეგიონის ჯამური მონაცემები
ოჯახების რაოდენბოა — 2002 წლის მონაცემები
Wi-Fi ს მომხმარებელთა რაოდენობა — 2014 წლის თებერვლის მონაცემები ( იანვრის ბოლოსთვის 2014 წლის დეკემბრის მონაცემებით )
Fiber-Optic ს მომხმარებელთა რაოდენობა — 2013 წლის დეკემბრის მონაცემები
DSL ს მომხმარებელთა რაოდენობა — 2013 წლის დეკემბრის მონაცემები

პ.ს ეს არის პირველი ვერსია რუკის , მეორე ვერსია კი ბევრად უკეთესი რუკის გაკეთება იქნება სადაც სტიკერების მაგივრად გამოყენებული იქნება პოლიგონები . ტექნიკურად შესაძლებელია მაგრამ პრობლემა სოფლების ადმინისტრაციული საზღვრების მონაცემებია, ეს მონაცემები აქვს 1-2 კომპანიას და საჯარო რეესტს , სამწუხაროდ არსებული მონაცემები ინტერნეტში თავისუფლად არ ვრცელდება . იმედი მაქვს უახლოეს მომავალში მოვიპოვებ და დავიწყებ მეორე ვერსიის გაკეთებას