9,636 ნახვა

კავშირი ოფშორული სამოთხიდან – ”მობილური ოპერატორები”

International Finance

” კავშირი ოფშორული სამოთხიდან” –  მობილური ოპერატორების მფლობელები 

 

”ინტერნეტის თავისუფლება – ვინ აკონტროლებს საქართველოს ტელეკომუნიკაციების სექტორს ? ”  —  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“
რამდენიმე მსხვილი ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანიის მფლობელობა კვლავ ბურუსითაა მოცული. მათ უმეტესობას ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, ბელიზში და აშშ-ს შტატ დელავერში მდებარე ფიქტიური კომპანიები აკონტროლებენ, რომლებსაც მხოლოდ საფოსტო ყუთი აქვთ და ოფისი და თანამშრომლები არ გააჩნიათ. ამ ეგზოტიკურ თუ ნაკლებად ეგზოტიკურ ადგილებში კომპანიის რეგისტრაცია ან ვინაობის გადამოწმების გარეშეა შესაძლებელი, ან ადგილობრივი კანონმდებლობა მფლობელებს დამალვის შესაძლებლობას აძლევს.
ყველა მსხვილ ქართულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას – „ჯეოსელს,“ „მაგთიკომს,“ „ბილაინს,“ „სილქნეტს,“ „კავკასუს ონლაინს“ დ „ახალ ქსელებს“ – ოფშორული, ფიქტიური კომპანიები ფლობენ. როგორც წესი ძალიან რთულია, ხშირად შეუძლებელიც კი, ბენეფიციარი მფლობელების ვინაობის საჯარო დოკუმენტებიდან დადგენა. „ჯეოსელის“ მფლობელი „ტელიასონერა“ და „ბილაინის“ აქციების 51%-ის მფლობელი „ვიმპელკომი“ მსხვილ ბირჟებზე კვოტირებული კომპანიებია, ამიტომ მათი მფლობელობის სტრუქტურა გარკვეულია. სხვა ოპერატორები არც საკუთარ ვებ-გვერდებზე და არც საქართველოს კომპანიების რეესტრში არ ამხელენ ბენეფიციარი მფლობელების ვინაობას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ კომპანიებს ბენეფიციარი მფლობელების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება სთხოვა, რაზეც „კავკასუს ონლაინმა“ უარი განაცხადა. თხოვნას „მაგთიკომი“ და „სილქნეტი“ დათანხმდნენ, „ბილაინმა“ კი ორგანიზაციას არ უპასუხა; მისი აქციების მცირე წილის მფლობელის ვინაობა კვლავ უცნობი რჩება.

ჯეოსელი


საქართველოს უმსხვილესი მობილური ოპერატორი – „ჯეოსელი“ – თურქული კომპანიის Gürtel Telekomünikasyon Yatırım ve Dış. Tic. A.Ş, შვილობილი კომპანიაა, რომელიც, თავის მხრივ, კომპანია Fintur Holdings–ის შვილობილია

(რეგისტრირებულია ნიდერლანდებში).¹  Fintur–ის მფლობელები არიან მსხვილი თურქული მობილური ოპერატორი Turkcell (41.45%) და Teliasonera (58.55%). ² რადგან Teliasonera Turkcell-ის აქციონერიცაა, ის პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობს ჯეოსელის 74.3%–ს. ³

Teliasonera მობილურ ოპერატორებს სკანდინავიაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და სხვა ქვეყნებშიც ფლობს. იგი კვოტირებულია საფონდო ბირჟებზე სტოკჰოლმსა და ჰელსინკში. Teliasonera მთავარი აქციონერები შვედეთის (37.3%) და ფინეთის(11.7%) მთავრობები არიან.⁴ სხვა მსხვილი აქციონერები არიან ასევე შვედური საპენსიო და სადაზღვევო ფონდები. 2012 წლის სექტემბრის მონაცემებით 15 ყველაზე დიდი აქციონერი აქციების 56.2%–ს ფლობს.⁵

Fintur Holdings–ს კიდევ ერთი აქციონერის, Turkcell-ის აქციები სტამბოლის და ნიუ იორკის საფონდო ბირჟებზე იყიდება. Turkcell-ის ყველაზე მსხვილი აქციონერი Turkcell Holding AS-ია, რომლის მთავარი აქციონერები Teliasonera (37.1%), თურქი მილიარდერის, მეჰმეტ ემინ კარამეჰმეტის Cukurova Holding (13.8%) დარუსი ოლიგარქის, მიხაილ ფრიდმანის Alfa გრუპი (13.2%, შვილობილი კომპანიის Altimo–ს მეშვეობით) არიან.⁶

„ჯეოსელი“ 1996 წელს დაარსდა. იგი ქვეყანაში პირველი GSM ოპერატორი იყო და საქართველოს ტელეკომუნიკაციების სამინისტროსა და Gürtel–ის ერთობლივი ინიციატივით ამოქმედდა. კომპანიამ ოპერირება 1997 წელს დაიწყო, 2006 წლიდან კი UMTS/3G მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს.⁷ „ჯეოსელის“ მოგება 2011 წელს დაახლოებით 140 მილიონი აშშ დოლარი იყო.⁸

 

მაგთიკომი 

„მაგთის“ მესაკუთრეთა სტრუქტურა საკმაოდ რთული და ბუნდოვანია. კომპანიის პირდაპირი მფლობელები Telcell Wireless LLC და International Telcell Cellular არიან.⁹  ორივე დელავერში (აშშ) რეგისტრირებული ფიქტიური კომპანიაა. მათი ნაწილი ასევე დელავერში რეგისტრირებული კომპანია MIG-ს ეკუთვნის.¹º MIG–იდან მფლობელობის სტრუქტურას კიდევ სხვა სატრესტო ფიქტიურ კომპანიებზე გავყავართ.¹¹

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთან“ საუბარში „მაგთის“ ხელმძღვანელმა პირმა დაადასტურა, რომ გიორგი ჯოხთაბერიძე, ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიძე, კვლავ ფლობს აქციების 51%-ს. დარჩენილ აქციებს რამდენიმე იურიდიული პირის და სატრასტო კომპანიის მეშვეობით გარდაცვლილი ოლიგარქის, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ფლობს.¹² “მაგთის“ ყოფილი მენეჯერები აქციების 3%–ს ფლობენ.¹³

მობიტელი–ბილაინი
„მობიტელი,“ რომელიც „ბილაინის“ სახელით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე 2005 წელს შემოვიდა და ქვეყანაში მესამე მობილური ქსელის ოპერატორია. კომპანიას GSM-1800 ლიცენზია აქვს (ვადა გასდის 2013 წლის ივნისში), თუმცა არ ფლობს ლიცენზიას 3G მომსახურებაზე. VimpelCom-მა 2006 წლის ივლისში „მობიტელის“ აქციების 51% 12.6 მილიონი აშშ დოლარად შეიძინა. ახალმა მფლობელმა 33
ოპერატორის ტექნიკური ინფრასტრუქტურა შექმნა, რომელიც შესყიდვისას არ იყო ექსპლუატაციაში.¹⁴
„მობიტელს“ სამი ფიქტიური კომპანია ფლობს, რომლებიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული: Watertrail Industries (51%), Delgado Resources (31%), და Ivestico Alliance (17%). ¹⁵

Watertrail Industries VimpelCom-ის შვილობილი კომპანიაა. ეს უკანასკნელი ბერმუდაშია რეგისტრირებული, შტაბ-ბინა ამსტერდამში აქვს, მისი აქციები კი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე იყიდება (NYSE: VIP).¹⁶ VimpelCom რუსეთის ყველაზე მსხვილ მობილურ ოპერატორს – „ბილაინს“ აკონტროლებს და მობილურ ოპერატორებს სომხეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, კამბოჯაში, ლაოსში, ალჟირში, ბანგლადეშში, პაკისტანში, ბურუნდიში, ზიმბაბვეში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, იტალიასა და კანადაში ფლობს.
VimpelCom-ს რუსი მილიარდერის, მიხაილ ფრიდმანის კომპანია Altimo (52.7%) აკონტროლებს. ფრიდმანი „ფორბსის“ მილიარდერთა სიაში 57-ე ადგილზეა. მისი ქონების სავარაუდო ღირებულება 13.4 მილიარდი აშშ დოლარია.¹⁷ VimpelCom-ის აქციების მცირე წილის მფლობელი ნორვეგიული სატელეკომუნიკაციო კომპანია Telenor-ია (35.7%). Telenor-ის აქციების საკონტროლო პაკეტი ნორვეგიის მთავრობას ეკუთვნის. კომპანია ოსლოს საფონდო ბირჟაზეა კვოტირებული.¹⁸ აქციების დარჩენილი 11.6% კი საჯაროდ იყიდება.¹⁹

„მობიტელის“ აქციების 49%-ის მფლობელები – პირები, რომლებიც Delgado Resources-ის და Ivestico Alliance-ის უკან დგანან და ერთსა და იმავე მისამართზე არიან რეგისტრირებული – კვლავ ჩრდილში რჩებიან.
„მობიტელმა“ არ უპასუხა კითხვებს არც კომპანიის საქმიანობის და არც ამ ორი იურიდიული პირის უკან მდგომი ბენეფიციარი მფლობელების შესახებ. Delgado Resources-ს კიდევ ერთი ფიქტიური იურიდიული პირი – Commonwealth Trust Limited ფლობს, რომელსაც Delgado Resources-ის მართვის ფუნქცია ბელიზში რეგისტრირებულ ფიქტიურ კომპანიაზე, შპს Trident Oversea Management-ზე აქვს დელეგირებული. ²º

ლევან ყარამანიშვილი
ქვეყნის მესამე უმსხვილესი მობილური ოპერატორის, „ბილაინის“ 49%-ის მფლობელი Delgado Resources და მეორე უმსხვილესი ინტერნეტ პროვაიდერის „კავკასუს ონლაინის“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი კომპანია International Online Networks, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ფიქტიური კომპანიების უკან იმალებიან. და მაინც, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ მიაკვლია მკაფიო მინიშნებას, რომ ორივე კომპანიის მფლობელი ერთი და იგივე ადამიან(ებ)ია, რომელმაც ლევან ყარამანიშვილი მინდობილობის მქონე წარმომადგენლად დანიშნა. ყარამანიშვილს „კავკასუს ონლაინში“ უფლება აქვს ხელი მოაწეროს, შეასრულოს და დაასრულოს ნებისმიერი დოკუმენტი კომპანიის სახელით.²¹    „მობიტელში“/“ბილაინში“ კი ყარამანიშვილი კომპანიის ოფიციალური დამფუძნებელი და საბჭოს წევრი იყო და Delgado Resources-ის და Ivestico Alliance-ის ინტერესებსაც წარმოადგენდა. ეს ის ორი ფიქტიური პანამური კომპანიაა, რომლებიც ერთად აქციების 49%-ს ფლობენ.²²
ყარამანიშვილი ასევე იყო ქვეყნის ყველაზე დიდი კერძო  ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის უმსხვილესი აქციონერი. 2011 წლიდან გამჭვირვალობის კუთხით კანონმდებლობის გაუმჯობესების შედეგად კომპანიებს ბენეფიციარი მფლობელების ვინაობის გამჟღავნება მოეთხოვებათ. სწორედ ამიტომ გახდა „რუსთავი 2“ იძულებული კომპანიის მფლობელები გაემჟღავენებინა. ²³

1 ოქტომბრამდე და მას შემდეგაც ტელეკომპანია სტაბილურად უჭერს მხარს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.“

ყარამანიშვილი რევაზ შარანგიას ახლო ნათესავია (შარანგია ასევე „მობიტელის“ საბჭოს წევრი იყო), რომელიც თბილისის რესტორნების ქსელის, GMC ჯგუფის დამფუძნებელია და წარსულში აქციების 35.5%-სფლობდა. 2010 წელს GMC ჯგუფის მფლობელობა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ფიქტიური კომპანია Newcom Association Limited-ის ხელში გადავიდა. ამ უკანასკნელმაც საქართველოში ოფიციალურ წარმომადგენლად ლევან ყარამანიშვილი აირჩია. ²⁴
2011 წელს თბილისში მიკროავტობუსების ტენდერი ოთხმა კომპანიამ მოიგო. ოთხივე მათგანი ერთსა და იმავე დღეს და ერთსა და იმავე მისამართზე იყო რეგისტრირებული (იმავე მისამართზეა რეგისტრირებული GMC ჯგუფის ერთ-ერთი რესტორანი). ამ გზით მიკროავტობუსების კომპანიების მფლობელებიც GMC ჯგუფს უკავშირდებიან. კომპანია ასევე ფლობს სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალს“ ქალაქის მთავარ სარკინიგზო სადგურზე, რომლის დირექტორიც კვლავაც ყარამანიშვილია. GMC ჯგუფის კუთვნილებაშია კომპანია „ახალი რიყე“. როგორც „სტუდია მონიტორის“ რეპორტაჟიდან ირკვევა, ამ კომპანიამ სამთავრობო ტენდერი მოიგო და 2006 წელს 7 მილიონ დოლარად თბილისში ფართი შეიძინა. 2008 წელს „ახალმა რიყემ“ თბილისის ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდს მიწა უკანვე 17 მილიონ აშშ დოლარად მიყიდა.²⁵ ამჟამად ხელისუფლება აღნიშნულ გარიგებას იძიებს.²⁶

 

წყარო: ”ინტერნეტის თავისუფლება – ვინ აკონტროლებს საქართველოს ტელეკომუნიკაციების სექტორს ? ”  —  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ –

მასალები : 

¹- საქართველოს საჯარო რეესტრი, https://enreg.reestri.gov.ge/main.php?c=mortgage&m=get_output_by_id&scandoc_id=477704&app_id=544594; კომპანია Fintur Holdings-ის ვებ-გვერდი, http://www.finturholdings.com/html/  (ბოლო წვდომა 2012 წლის 13 დეკემბერს.)

²- http://www.finturholdings.com/html/shareholders/ .
³- http://www.teliasonera.com/en/about-us/markets-and-brands/georgia/.
⁴- შვედეთის მთავრობა, „შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს“ (sida) მეშვეობით „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დაფინანსებით უზრუნველყოფს.
⁵-http://www.teliasonera.com/en/investors/share/shareholdings/2012/10/shareholders-as-of-september-30-2012/ .
⁶-http://www.secinfo.com/d14D5a.p58Uk.htm#ojsq ,
⁷-Turkcell-ის წლიური ანგარიში 2011,http://yatirimci-2011-eng.turkcell.com.tr/subsidiaries/georgia-geocell.aspx?o=IstiraklerimizIcAlt01&osa=isi06 .
⁸- „თელიასონერას“ წლიური ანგარიში 2011, გვ. 19 http://annualreports.teliasonera.com/global/download%20center/en/ts_ar2011_eng.pdf?epslanguage=en

⁹-საქართველოს საჯარო რეესტრი, 13 დეკემბერი, 2012https://enreg.reestri.gov.ge/main.php?c=mortgage&m=get_output_by_id&scandoc_id=482233&app_id=558332 .
¹º- დელავერი ერთ-ერთი ბუნდოვანი ადგილია კომპანიების დასაარსებლად. იქ იურიდიული პირი შეიძლება დარეგისტრირდეს ისე, რომ რეგისტრატორმა, დირექტორებმა ან მფლობელებმა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ წარადგინონ. იხ.: NPR – Planet Money: “ჩვენ ვაარსებთ ოფშორულ კომპანიას საგადასახადო ოაზისში“, 27 ივლისი, 2012 www.npr.org/blogs/money/2012/07/27/157421340/how-to-set-up-an-offshore-company , (ბოლო წვდომა 2012 წლის 30 ივლისს;) http://www.secinfo.com/dsvr4.r3J15.htm?Find=magticom#1stPage , გვ.3
¹¹- იხ: „აშშ, გაკოტრების სასამართლო საქმე დელავერის ოლქში;“ MIG, INC – პიტერ ნეიგლის დეკლარაცია, 19 ივნისი, 2009.http://delawarebankruptcy.foxrothschild.com/uploads/file/MIG%20Affidavit.pdf; აშშ ფასიანი ქაღალდების ვალუტის კომისიაში 2010 წელს გაგზავნილი საქმეები; ვიზიტი განხორციელდა SECInfo.com-ის საშუალებით.http://www.secinfo.com/dsvr4.r3J15.htm?Find=magticom#1stPage, 30 ნოემბერი, 2012.
¹²- „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინტერვიუ „მაგთიკომის“ პრეზიდენტთან, დევიდ ლისთან, 2012 წლის ივლისი.
¹³-  როგორც ჩანს, ამ აქციებს ფლობენ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე მდებარე კომპანიის, შპს Gemstone Management-ის მეშვეობით.

¹⁴- „როიტერი:“ „რუსეთის VimpelCom ყიდულობს ქართულ ფირმას 12.6 მილიონ დოლარად“, 12 ივლისი, 2006, ვიტიზი განხორციელდა Factiva-ს მეშვეობით.

¹⁵- https://enreg.reestri.gov.ge/main.php?c=mortgage&m=get_output_by_id&scandoc_id=473095&app_id=548479 .
¹⁶-http://www.vimpelcom.com/media/docs/Annual%20Report%20on%20Form%2020-F.PDF 20-F ფორმა, გვ.42
¹⁷- http://www.forbes.com/profile/mikhail-fridman .
¹⁸- „ბლუმბერგი:“ „მაგნატი ფრიდმანი Telenor-თან დავის შედეგად „ვიმპელკომში“ წილს ზრდის,“ 2012 წლის 30 ოქტომბერი, www.bloomberg.com/news/2012-10-29/altimo-to-boost-vimpelcom-stake-to-47-9-in-fight-versus-telenor.html .
¹⁹- http://www.vimpelcom.com/ir/ownership.wbp , (ბოლო წვდომა 2012 წლის 13 დეკემბერს.)

²º მდებარეობს ბელიზში, ქალაქ ბელიზის ბაზრის მოედნის ქუჩაზე, ნომერ 60-ში. https://enreg.reestri.gov.ge/main.php?c=app&m=view_doc&doc_id=82834 .
²¹- იხ: https://enreg.reestri.gov.ge/main.php?c=mortgage&m=get_scandoc_by_id&scandoc_id=484855&app_id=501649 .
²²-  https://enreg.reestri.gov.ge/main.php?c=app&m=view_doc&doc_id=82829 .
²³- „რუსთავი 2:“ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ 40%-ს ფლობს „მედია ჯორჯია,“ 4 ოქტომბერი, 2012. rustavi2.com/news/news_text.php?id_news=46840&pg=1&im=main .

²⁴- https://enreg.reestri.gov.ge/main.php?c=mortgage&m=get_output_by_id&
scandoc_id=469610&app_id=545255 .
²⁵- „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია:“ „რეაბილიტაციის პროცესი ფასადის მიღმა,“ http://gyla.ge/attachments/1294_Reabilitation%20EN.pdf .
²⁶-Civil.ge: „ფინანსთა მინისტრი თბილისის მუნიციპალიტეტის რიყის გარიგებას იკვლევს,“ 2012 წლის 11 დეკემბერი. civil.ge/eng/article.php?id=25536 .