2,092 ნახვა

რეკომენდაციები მარეგულირებელს 2018

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
თავმჯდომარეს ბ-ნი კახი ბექაურს

ბატონო კახი

1. გთხოვთ დაიწყოთ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საიტის , დადგენილებების და ბრძანებების თარგმნა აფხაზურ ენაზე
საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზურ ენას, ქართულ ენასთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აქვს სახელმწიფო ენის სტატუსი
— ბელგიის სამეფოს ოფიციალური ენები არის – ნიდერლანდური , ფრანგლული და გერმანული . ბელგიის სამეფოს ტელეკომუნიკაციების მარეგულირებლის საიტი ( www.bipt.be) ხელმისაწვდომია 4 ენაზე ( ნიდერლანდური, ფრანგლული, გერმანული და ინგლისური
— შვეიცარიის კონფედერაციის ოფიციალური ენები არის – გერმანული , ფრანგული , იტალიური და რეტორომანული
– შვეიცარიის კონფედერაციის კომუნიკაციების მარეგულირებლის საიტი www.comcom.admin.ch ხელმისაწვდომია 5 ენაზე ( გერმანული, ფრანგული, იტალიური , რეტორომანული და ინგლისური )
— ფინეთის რესპუბლიკის ოფიციალური ენები არის – ფინური და შვედური .
ფინეთის რესპუბლის საიტი www.viestintavirasto.fi ხელმისაწვდომია 3 ენაზე ( ფინური , შვედური და ინგლისური )
—- ესპანეთის სამეფოს ოფიციალური ენები არის – ესპანური , კატალანური , ბასკური, გალისიური და ოქსიტანური
ესპანეთის სამეფოს კომუნიკაციების მარეგულირებლის საიტი www.cnmc.es ხელმისაწვდომია 5 ენაზე ( ესპანური , კატალანური , ბასკური, გალისიური და ინგლისური )
საქართველოს მთავრობის ოფიციალური საიტი www.gov.ge და  საიტზე გამოქვეყნებული სიახლეები ხელმისაწვდომია ქართულ, აფხაზურ და ინგლისურ ენაზე

2. დაიწყეთ შშმ პირებისათვის საიტი ადაპტირება , აუცილებელია ხმოვანი საიტი! 
აუცილებელია ბრაილის შრიფტით დაიბეჭდოს და ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს კანონი. ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ , მაუწყებლობის შესახებ , ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ რეგლამენტი . კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულება და ძირითადი კომპანიების ხელშეკრულებები და მომსახურების პირობები

3. ინტერნეტ პროვაიდერებს დაავალდებულეთ საიტზე მომსახურების პირობების და ხელშეკრულების გამოქვეყნება
2017 წლის აპრილის მონაცემებით , 185 ინტერნეტ პროვაიდერიდან მხოლოდ 51 ს ქონდა საიტი , დანარჩენი ინტერნეტ პროვაიდერების მომსახურების და ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში არსად არ იყო . მარეგულირებლის საიტზე არ ქვეყნდება პროვაიდერების მომსახურების და ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია და შეუძლებელია მონიტორინგის განხორციელება

4. კომისიის სხდომის ტრანსლირების ჩანაწერები დაარქივეთ და გამოაქვეყნეთ ინტერნეტში , უფასოდ და ულიმიტოდ არის შესაძლებელი იუთუბზე , ასევე კომისიის Facebook გვერდზე .

 

თარიღი: 25.01.2018

საზოგადოებრივი გაერთიანება ”შემცირდეს ინტერნეტის ფასები და გაიზარდოს ინტერნეტის სიჩქარე