3,293 ნახვა

საქართველოში ორგანიზაციებისთვის ინტერნეტის ფასები

Internet-Web[1]

საქართველოში  ბევრ  ქვეყნებთან და მათ შორის განვითარებად ქვეყნებთან  შედარებით  სახლის ინტერნეტის ფასი ძალიან მაღალია და ეს დასტურდება ჩემს მიერ სხვადასხვა ქვეყნის ინტერნეტ პროვაიდერების ინტერნეტის სიჩქარის და ფასების გვერდზე გამოქვეყნებით რომლის გადამოწმებაც ყველას შეუძლია

ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოში  მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ინტერნეტ პროვაიდერების ,  კავკასუს ონლაინის და სილქნეტის   მიერ                                                                           ოპტიკურ-ბოჭკოვანი  ინტერნეტის სიჩქარე და ფასები  ორგანიზაციებისთვის

1. Caucasus Online ს ინტერნეტის სიჩქარე და ფასები 

  1. 6   მგბ/წმ ლოკალი და 0.73 მგბ/წმ გლობალი (1PC) —- 55 ლარი
  2. 8   მგბ/წმ  ლოკალი და 1 მგბ/წმ გლობალი —-   75 ლარი
  3. 10 მგბ/წმ ლოკალი და 2 მგბ/წმ გლობალი —- 145 ლარი

გლობალი =ლოკალი  ს საშუალო ფასი 

  1. 10 მგბ/წმ   —– 1500-2000 ლარი
  2. 50 მგბ/წმ   —– 5000 ლარი
  3. 100 მგბ/წმ —– 8000 ლარი 

2. Silknet ს  ინტერნეტის სიჩქარე და ფასები 

  1. 10 მგბ/წმ გლობალი/ლოკალი გარანტირებული სიჩქარე –  800 GEL
  2. 20 მგბ/წმ გლობალი/ლოკალი გარანტირებული სიჩქარე –  1600 GEL
  3. 50 მგბ/წმ გლობალი/ლოკალი გარანტირებული სიჩქარე –   4000 GEL
  4. 100 მგბ/წმ გლობალი/ლოკალი გარანტირებული სიჩქარე – 8000 GEL
  5. 10 მგბ/წმ გლობალი და 100 მგბ/წმ ლოკალის გარანტირებული სიჩქარე – 1700 GEL
  6. 50 მგბ/წმ გლობალი და 100 მგბ/წმ ლოკალის გარანტირებული სიჩქარე – 4500 GEL
  7. 100 მგბ/წმ გლობალი და 1 გბტ/წმ ლოკალის გარანტირებული სიჩქარე – 14000 GEL
  8. 1 გბტ/წმ გლობალის და ლოკალის გარანტირებული სიჩქარე – 70 000 GEL

3. დელტა კომმის საკუთრებაში არსებული დელტა-ნეტის სიჩქარე და ფასები 

  1. 10 მგბ/წმ გლობალი / 20 მგბ/წმ ლოკალი — 1450 ლარი
  2.  20 მგბ წმ გლობალი —     2700 ლარი
  3.  50 მგბ/წმ გლობალი —    6000 ლარი
  4.  100 მგბ/წმ გლობალი — 12000 ლარი

ფიზიკური პირებისთვის როგორც იცით ინტერნეტის 100 მგბ/წმ ს ფასი არის 100 ლარი  და ორგანიზაციებისთვის კი 8000 ლარი , სხვაობა კატასტროფულად მაღალია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად უფლებამოსიალია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გამოავლინოს მნიშვნელოვანი საბაზრო წილის მქონე ოპერატორები და თავისი გადაწყვეტილებით დააკისროს მათ სპეციფიკური ვალდებულებები, მათ შორის დაუწესოს ზედა ზღვრული ტარიფები .

2010 წლიდან ვითხოვ   შესწავლილ იქნეს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ინტერნეტის ფასები ,  შესწავლილ იქნეს საქართველოში მოქმედი ინტერნეტ პროვაიდერების  მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული ინტერნეტის თვითღირებულება  და დადგინდეს ზღვრული ტარიფი მაგრამ ეს დღემდე ვერა და ვერ მოხერხდა , კიდევ ერთხელ  საჯაროდ მივმართავ  კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და მოვითხოვ დაუყოვნებლივ  დაწესდეს ინტერნეტზე ზღვრული ტარიფი რადგან  ინტერნეტ პროვაიდერებს არ ქონდეთ შესაძლებლობა ინტერნეტ მომხმარებლები ძარცვონ და  ხელი შეუშალონ ქვეყნის განვითარებას !