3,307 ნახვა

შესყიდული გლობალური ინტერნეტის მოცულობა და ხარჯები – 2013-2019 (განახლებული )


წარმოგიდგენთ 2013-2019 წლებში სილქნეტის , მაგთის და კავკასუს ონლაინის მიერ შესყიდული გლობალური ინტერნეტის მოცულობას და ხარჯებს.

არსებული მონაცემები გამოქვეყნებულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანალიტიკურ პორტალზე 
სამწუხაროდ პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემების ფორმატი არ არის მარტივად დამუშავებადი , ასევე მონაცემები არ არის სრულყოფილად გამოქვეყნებული.
გამოქვეყნებული მონაცემების ანალიზით

———————————————————————————————————
კომპანიებს თითქმის გაუნახევრდათ ინტერნეტის ხარჯები და სილქნეტი თითქმის 2 – 3 ჯერ ძვირად, MegaFon (რუსეთი)სგან ყიდულობს 50-55% ინტერნეტს

შესყიდული გლობალური ინტერნეტის მოცულობა და ხარჯები – მაგთიკომი 2016-2019

შესყიდული გლობალური ინტერნეტის მოცულობა და ხარჯები – სილქნეტი 2013-2019

შესყიდული გლობალური ინტერნეტის მოცულობა და ხარჯები 2013-2019 – სილქნეტი (კომპანიების მიხედვით

Continue reading

4,166 ნახვა

საქართველოში ორგანიზაციებისთვის ინტერნეტის ფასები 2017

წარმოგიდგენთ მაგთის და სილქნეტის,  ინტერნეტის ფასებს ორგანიზაციებისთვის – 2017 წელი

  • სილქნეტის გლობალის 100 მგბ/წმ – 2900 ლარი საშუალოდ
  • მაგთის გლობალი  100 მგბ/წმ და 1 გბტ/წმ ლოკალი — 6500 ლარი

პ.ს არსებული ფასები კატასტროფულად გაბერილია და ეს არის დანაშაული ! მარეგულირებელი კომისია უარს ამბობს ზღვრული ტარიფების დაწესებაზე, სახელმწიფოს და ბიზნესის ინტერესების დაცვაზე და ხელს უწყობს ბიზნეს მაფიის გამდიდრებას ! კიდევ ერთხელ შევახსენებ მარეგულირებელს, ხარისხიანი ინტერნეტის ყველასთვის ხელმისაწვდომობა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის რეალური განვითარებისთვის !

1,487 ნახვა

ავსტრიაში ინტერნეტის ფასები 2017


ავსტრიაში ინტერნეტის სიჩქარე და ფასები პროვაიდერების და პაკეტების მიხედვით

ფასები ეროვნულ ვალუტაში და ავტომატურად განახლებადი ექვივალენტ ლარში/დოლარში/ევროში
ფასებში არ არის გათვალისწინებული აქციით არსებული ფასები და პროვაიდერების საიტზე არსებული პაკეტები და ფასები მუდმივად განახლებადია


1.სახლი

გადმოწერა ფასი GEL USD
100 მგბ/წმ 39,90 EUR 118,68 GEL 47,91 USD
300 მგბ/წმ 69,90 EUR 207,92 GEL 83,94 USD
1 გბტ/წმ – ( 1000 მგბ/წმ ) 89,90 EUR 267,41 GEL 107,96 USD

2.ბიზნესი

გადმოწერა ფასი GEL USD
100 მგბ/წმ 79 EUR 234,99 GEL 94,87 USD
200 მგბ/წმ 99 EUR 294,49 GEL 118,89 USD
300 მგბ/წმ 199 EUR 591,95 GEL 238,98 USD

 

1,733 ნახვა

ჩეხეთში ინტერნეტის ფასები 2017


ჩეხეთში  ინტერნეტის სიჩქარე და ფასები პროვაიდერების მიხედვით

ფასები ეროვნულ ვალუტაში და ავტომატურად განახლებადი ექვივალენტ ლარში/დოლარში/ევროში
ფასებში არ არის გათვალისწინებული აქციით არსებული ფასები და პროვაიდერების საიტზე არსებული პაკეტები და ფასები მუდმივად განახლებადია


1.სახლი

გადმოწერა
ფასი
GEL
USD
EUR
100 მგბ/წმ
499 CZK
56,54 GEL
22,85 USD
19,13 EUR
200 მგბ/წმ
599 CZK
67,88 GEL
27,42 USD
22,96 EUR
400 მგბ/წმ
999 CZK
113,20 GEL
45,74 USD
38,29 EUR
2.ბიზნესი
გადმოწერა
ფასი
GEL
USD
EUR
150 მგბ/წმ
699 CZK
79,21 GEL
32,00 USD
26,79 EUR
240 მგბ/წმ
849 CZK
96,20 GEL
38,87 USD
32,54 EUR
350 მგბ/წმ
1 399 CZK
158,53 GEL
64,05 USD
53,62 EUR

 

1,506 ნახვა

ესტონეთში ინტერნეტის ფასები 2017


ესტონეთში  ინტერნეტის სიჩქარე და ფასები პროვაიდერების მიხედვით

ფასები ეროვნულ ვალუტაში და ავტომატურად განახლებადი ექვივალენტ ლარში/დოლარში/ევროში
ფასებში არ არის გათვალისწინებული აქციით არსებული ფასები და პროვაიდერების საიტზე არსებული პაკეტები და ფასები მუდმივად განახლებადია


1.სახლი

50 მგბ/წმ 50 მგბ/წმ 18 EUR 53,21 GEL 21,50 USD
100 მგბ/წმ 100 მგბ/წმ 21 EUR 62,08 GEL 25,08 USD
150 მგბ/წმ 150 მგბ/წმ 27 EUR 79,82 GEL 32,25 USD
200 მგბ/წმ 200 მგბ/წმ 30 EUR 88,69 GEL 35,83 USD
500 მგბ/წმ 500 მგბ/წმ 51 EUR 150,77 GEL 60,92 USD
800 მგბ/წმ 800 მგბ/წმ 90 EUR 266,07 GEL 107,50 USD

2.ბიზნესი

გადმოწერა ატვირთვა ფასი GEL USD
50 მგბ/წმ 50 მგბ/წმ 45 EUR 133,03 GEL 53,75 USD
75 მგბ/წმ 75 მგბ/წმ 100 EUR 295,63 GEL 119,45 USD
100 მგბ/წმ 100 მგბ/წმ 150 EUR 443,45 GEL 179,17 USD
200 მგბ/წმ 200 მგბ/წმ 265 EUR 783,42 GEL 316,53 USD
300 მგბ/წმ 300 მგბ/წმ 400 EUR 1 182,53 GEL 477,79 USD
500 მგბ/წმ 500 მგბ/წმ 595 EUR 1 759,01 GEL 710,71 USD
600 მგბ/წმ 600 მგბ/წმ 685 EUR 2 025,07 GEL 818,21 USD

 

1,609 ნახვა

ბულგარეთში ინტერნეტის ფასები 2017


ბულგარეთში ინტერნეტის სიჩქარე და ფასები პროვაიდერების მიხედვით

ფასები ეროვნულ ვალუტაში და ავტომატურად განახლებადი ექვივალენტ ლარში/დოლარში/ევროში
ფასებში არ არის გათვალისწინებული აქციით არსებული ფასები და პროვაიდერების საიტზე არსებული პაკეტები და ფასები მუდმივად განახლებადია


1.სახლი

50 მგბ/წმ 21,80 BGN 32,95 GEL 13,31 USD 11,15 EUR
100 მგბ/წმ 37,80 BGN 57,14 GEL 23,09 USD 19,33 EUR
300 მგბ/წმ 79,80 BGN 120,62 GEL 48,74 USD 40,80 EUR
500 მგბ/წმ 119,80 BGN 181,08 GEL 73,16 USD 61,25 EUR
900 მგბ/წმ 149,80 BGN 226,43 GEL 91,49 USD 76,59 EUR

2.ბიზნესი

გადმოწერა ფასი GEL USD EUR
50 მგბ/წმ 31,80 BGN 48,07 GEL 19,42 USD 16,26 EUR
100 მგბ/წმ 46,80 BGN 70,74 GEL 28,58 USD 23,93 EUR
300 მგბ/წმ 89,90 BGN 135,89 GEL 54,90 USD 45,97 EUR
500 მგბ/წმ 129,80 BGN 196,20 GEL 79,27 USD 66,37 EUR
900 მგბ/წმ 159,80 BGN 241,54 GEL 97,59 USD 81,70 EUR

 

1,622 ნახვა

ლიტვაში ინტერნეტის სიჩქარე და ფასები 2017


ლიტვაში ინტერნეტის სიჩქარე და ფასები პროვაიდერების მიხედვით

ფასები ეროვნულ ვალუტაში და ავტომატურად განახლებადი ექვივალენტ ლარში/დოლარში/ევროში
ფასებში არ არის გათვალისწინებული აქციით არსებული ფასები და პროვაიდერების საიტზე არსებული პაკეტები და ფასები მუდმივად განახლებადია


1.სახლი

გადმოწერა ფასი GEL USD
100 მგბ/წმ ლოკ — 100 მგბ/წმ გლობ 7,79 EUR 23,03 GEL 9,30 USD
1 გბტ/წმ ლოკ — 500 მგბ/წმ გლობ 11,79 EUR 34,85 GEL 14,08 USD
1 გბტ/წმ ლოკ — 1 გბტ/წმ გლობ 17,79 EUR 52,59 GEL 21,25 USD

 

2.ბიზნესი

გადმოწერა ფასი GEL USD
100 მგბ/წმ 20 EUR 59,13 GEL 23,89 USD
500 მგბ/წმ 45 EUR 133,03 GEL 53,75 USD
1000 მგბ/წმ 55 EUR 162,60 GEL 65,70 USD

 

1,529 ნახვა

მოლდოვაში ინტერნეტის სიჩქარე და ფასები 2017 წელი


მოლდოვაში ინტერნეტის სიჩქარე და ფასები პროვაიდერების მიხედვით

ფასები ეროვნულ ვალუტაში და ავტომატურად განახლებადი ექვივალენტ ლარში/დოლარში/ევროში
ფასებში არ არის გათვალისწინებული აქციით არსებული ფასები და პროვაიდერების საიტზე არსებული პაკეტები და ფასები მუდმივად განახლებადია


 

 

 

1.სახლი

გადმოწერა ფასი GEL USD EURO
100 მგბ/წმ 200 MDL 28,13 GEL 11,36 USD 9,51 EUR
300 მგბ/წმ 290 MDL 40,78 GEL 16,48 USD 13,79 EUR
1000 მგბ/წმ 340 MDL 47,81 GEL 19,32 USD 16,17 EUR

 

2.ბიზნესი

გადმოწერა ფასი GEL USD EURO
15 მგბ/წმ გლობ – 100 მგბ/წმ ლოკ 450 MDL 63,28 GEL 25,57 USD 21,41 EUR
30 მგბ/წმ გლობ – 100მგბ/წმ ლოკ 550 MDL 77,34 GEL 31,25 USD 26,16 EUR
50 მგბ/წმ გლობ – 150 მგბ/წმ ლოკ 900 MDL 126,56 GEL 51,14 USD 42,81 EUR

1,974 ნახვა

ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის პრობლემები და რეკომენდაციები


საქართველოს მთავრობის მიერ , 2014 წლის დეკემბერში გამოცხადებული ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის შესახებ დიდიხანია ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა .
ინტერნეტიზაციის ძირითადი ნაწილის დასრულება 2017 წლის ბოლოსთვის უნდა მომხდარიყო

დაახლოებით 2017 წლის ბოლოს, ფაქტიურად მთელი საქართველო იქნება მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფილი, რასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა სოციალური და ეკონომიკური განვითარების კუთხით“, – ეს განცხადება მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა

 

2017 წლის სექტემბერი არის და დღემდე არ არის სამშენებლო სამუშაოები დაწყებული , დღემდე არ არის პროექტირება დასრულებული და დღემდე არ არის პროექტის უამრავი ბარიერი მოგვარებული
სპეციალისტებისთვის უამრავი ბარიერი ცნობილი იყო და ასევე კარგად ცნობილი იყო , ინტერნეტიზაციის დასრულება 2017 წელს რომ ვერ მოხერხდებოდა თუკი , არ განხორციელდებოდა სახელმწიფოსა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან რადიკალური ცვლილებები, რომელიც ისედაც სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი იყო , სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეალური და ჯანსაღი განვითარებისთვის
ბარიერები ბევრია და რამდენიმე მთავარი ბარიერის შესახებ :
1. ინტერნეტ ბაზარზე არსებული დუოპოლია მაგთის ( კავკასუს ონლაინი ) და სილქნეტს შორის
2. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის არაეფექტური და ხშირ შემთხვევაში, დუოპოლიის ინტერესების დამცველი პოლიტიკა
3. საკაბელო ინფრასტრუქტურის არარსესობა
4. ნეიტრალური ინტერნეტ გაცვლის წერტილების (IXPs) არარსებობა
5. ინტერნეტ პროვაიდერების საკუთრებაში არსებული , მაგისტრალური ქსელების ( განსაკუთრებით შავი ზღვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი ) ხელმიუწვდომობლობა და საბითუმო ინტერნეტის მაღალი ფასები
6. დღეს არსებული ინფრასტრუქტურის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის არარსებობა და რეალური პრობლემების შესახებ მცირე ინფორმაცია
7. ტექნიკურ-ეკონომიკური პროექტის არარსებობა რეგიონების, რაიონების და დასახლებული პუნქტების მიხედვით
8. სახელმწიფოს არაეფექტური ურთიერთობა, პოტენციურ ინვესტორებთან და განსაკუთრებით საერთაშორისო მსხვილ სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან , განსაკუთრებით აღსანიშნავია ადგილობრივი ხელისუფლების სრული უმოქმედობა და ხშირ შემთხვევაში არაკომპეტენტურობა და ზერელე დამოკიდებულება არსებულ პრობლემაზე
9. მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსების არარსებობა პოტენციურ ინვესტორებისთვის და განსაკუთრებით მცირე და საშუალო ოპერატორებისთვის
10. ა.შ და ა.შ
ეს არასრული ინფორმაცია არის უამრავი პრობლემიდან და არსებული პრობლემების 80% ც კი , დღემდე არ არის მოგვარებული და დღემდე გაურკვეველია როდის მოგვარდება !

არსებული უამრავი პრობლემიდან გამომდინარე , სპეციალისტებისთვის არ არის გასაკვირი , ინტერნეტიზაციის პროგრამა 2017 წელს რომ ვერ დასრულდება !

არაერთი პირდაპირი რჩევის მიუხედავად , თითქმის არცერთი რჩევა და რეკომენდაცია არ იქნა გათვალისწინებული და საჯარო რეკომენდაციის შემდეგ მაინც , კარგი იქნება თუ დაინტერესდებით და დროულად მოახდენთ რეაგირებას და დროულად განხორციელდება ინტერნეტიზაციის პროგრამა , რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის რეალური განვითარებისთვის !
1. დაიწყეთ რეგიონების , რაიონების და დასახლებული პუნქტების მიხედვით ტექნიკურ-ეკონომიკური პროექტირება და გახადეთ საჯარო !
2. საავტომობილო გზების დაგებისას სავალდებულო გახადეთ ყველა უწყებისთვის და განსაკუთრებით ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის , მიწისქვეშა საკაბელო ინფრასტრუქტურის შექმნა და გათვალისწინება , ეს ერთის მხრივ მნიშვნელოვნად შეუმცირებს ხარჯებს , პოტენციურ ინვესტორებს და მეორეს მხრივ სახელმწიფო ფინანსებიც დაიზოგება რადგან აღარ გახდება საჭირო დაგებული გზების გადათხრა და თავიდან დალატკვა, დალატკული გზები კი ხშირად ზიანდება და ისევ თავიდან ხდება საჭირო დაგება.

3. ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს დაავალდებულეთ, გამარტივებული წესებით გასცენ საჭირო ნებართვები .
გახადეთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ,ინტერნეტიზაციისთვის აუცილებელი , სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები და სხვა ტიპის ინფრასტრუქტურაზე დაშვება

4. რეალური ფინანსური ხელმისაწვდომობა და საგადასახადო შეღავათები, ყველა პოტენციურ ინვესტორს და განსაკუთრებით ხარისხზე ორიენტირებულ ინვესტორებს , ფინანსური რესურსები და საგადასახადო შეღავათები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ოპერატორებისთვის და მათ შორის შესაძლებელია დიდი უცხოური კომპანიების დაინტერესებაც და ქვეყანაში შემოყვანაც კი !
თუ გაიხსენებთ , გთხოვეთ საგადასახადო შეღავათები დაგეწესებინათ არსებული პროვაიდერებისთვის, რეგიონებში ოპტიკის დაფარვის სანაცვლოდ მაგრამ, დიდად არ დაინტერესებულხართ და რატომ ? ( მაგალითად რაჭა-ლეჩხუმში ოპტიკურ ბოჭკოვანი ინტერნეტის მოსახლეობის მიწოდებისთვის , კომპანიას თუ გავუუქმებთ 5-10 წლით , არსებული რეგიონიდან მიღებულ შემოსავალზე საგადასახადო ვალდებულებებს , რას დაკარგავს სახელმწიფო ბიუჯეტი ? დღეს ისედაც არ შედიან პროვაიდერები და ფინანსური შემოსავალიც არ არის ბიუჯეტში , ზარალდება მოსახლეობა, სახელმწიფო და ბიზნეს ინტერესებიც რადგან არ არის ხელმისაწვდომი ხარისხიანი ინტერნეტი ! არაპირდაპირი შემოსავალი სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტშიც კი, მინიმუმ 10 ჯერ მეტი იქნება , აღარაფერს ვამბობ, მოსახლეობისთვის ხარისხიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობით მიღებულ მატერიალურ თუ არამატერიალურ სარგებელზე !
ფინანსური რესურსები და საგადასახადო შეღავათები ბანკებს და მხოლოდ ხალხის ძარცვაზე ორიენტირებულ კომპანიებს არ უნდა უწესდებოდეთ , სახელმწიფოს რეალური განვითარებისთვის აუცილებელ პროექტებს სჭირდებათ მაქსიმალური ხელშეწყობა , ფინანსური ხელმისაწვდომობა და საგადასახადო შეღავათები!

5.კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გამოაქვეყნოს სრულყოფილი ინფორმაცია სატელეკომუნიკაციო ბაზრის მდგომარეობის შესახებ , მათ შორის ფინანსური და ტექნიკური ინფორმაცია, დღევანდელი საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემებით , თითქმის შეუძლებელია სრულყოფილი ანალიზის გაკეთება, სატელეკომუნიკაციო ბაზრის მდგომარეობის შესახებ , განსაკუთრებით კი პოტენციური უცხოური ინვესტორებისთვის არის პრობლემა!

6. შექმენით ნეიტრალური და არაკომერციული, ხარჯზე ორიენტირებული ინტერნეტ გაცვლის წერტილი ( IXP – Internet Exchange Point ) , სავალდებულო გახადეთ დიდი და საშუალო პროვაიდერების ჩართვა და დაშვება ყველა პოტენციური პროვაიდერისთვის .
ევროპასთან დამაკავშირებელი შავი ზღვის ოპტიკურ-ბოჭკოვან და ადგილობრივ მაგისტრალურ და შიდა ქსელებთან დაშვება .
ვირტუალური ფიქსირებული და მობილური ოპერატორები (Virtual Network Operator (VNO) – Mobile Virtual Network Operator (MVNO) ) , სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციისთვის და ჯანსაღი განვითარებისთვის , ერთ-ერთი მთავარი აუცილებლობაა !

7. საქართველოს აქვს დიდი პერსპექტივა , მსხვილი ICT კომპანიების რეგიონალური დატა ცენტრები გაიხსნას მაგრამ , დღემდე თითქმის არაფერი გაკეთებულა არსებული დიდი პოტენციალის ათვისებისთვის !
ისევ და ისევ არ არსებობს , ევროპასთან პირდაპირ დამაკავშირებელი ნეიტრალური მაგისტრალური ქსელი , ერთადერთი კავკასუს ონლაინის კაბელით შეუძლებელია მსოფლიოს ლიდერი ICT კომპანიების დაინტერესება და ქვეყანაში შემოყვანა !
მაქსიამლურად ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსით და 5-10 წლით გადასახადებისგან სრულად გათავისუფლებით, შესაძლებელია პოტენციური ინვესტორების დაინტერესება

8. ოპტიკური კაბელების საქართველოში წარმოების დაწყება
საქართველოში 2007 წლიდან 2015 წლის სექტემბრამდე 60 მლნ ლარის , ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი არის შემოტანილი.
საქართველოში წარმოების შემთხვევაში , შესაძლებელი გახდება პროდუქტის ღირებულების შემცირება , მოსახლეობის დასაქმება და ექსპორტიც კი !
შესთავაზეთ პოტენციურ ინვესტორებს მაქსიმალური შეღავათები და შესაძლებელი გახდება იმპორტირებული პროდუქტის სრულად ჩანაცვლება ადგილობრივით და ექსპორტზე გატანა, პროდუქტის გაიაფება და ინტერნეტიზაციის ხარჯების შემცირება მნიშვნელოვნად შეამცირებს ინტერნეტის ტარიფებს

9. დაიცავით სახელმწიფოს , მოსახლეობის და ბიზნესის ინტერესები და შეწყვიტეთ დუოპოლიის მფარველობა !
სახელმწიფოს რეალური განვითარება თუ გვინდა , ხარისხიანი ინტერნეტი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს !
დღეს ბიზნესისთვის არ არის ხარისხიანი ინტერნეტი ხელმისაწვდომი !
ბიზნესისთვის 100 მგბ/წმ ინტერნეტის ფასი 7000- 10 000 ლარი არ უნდა ღირდეს და ეს თქვენც კარგად იცით და მტკიცებულებაც არსებობს კატასტროფულად გაბერილი ფასი რომ არის!
დუოპოლიის ინტერესების დაცვის გამო , სახელმწიფო ათეულობით და ასეულობით მილიონის ზარალს ნახულობს მაგრამ დღემდე ამ ზარალით არავინ ინტერესდება და მითუმეტეს პასუხისმგებლობა არავის ეკისრება !

საზოგადოებრივი გაერთიანება ”შემცირდეს ინტერნეტის ფასები და გაიზარდოს ინტერნეტის სიჩქარე

1,866 ნახვა

ლატვიაში ინტერნეტის ფასები 2017 წელი

—————————————————————————–
ლატვიაში ინტერნეტის სიჩქარე და ფასები პროვაიდერების მიხედვით 2017 წელი
ფასები ავტომატურად განახლებადი ექვივალენტ ლარში/დოლარში/ევროში

ფასებში არ არის გათვალისწინებული აქციის ფასები
————————————————

1.სახლი

100 მგბ/წმ —————– 12 EUR — 35,25 GEL — 14,30 USD

1 გბტ/წმ – ( 1000 მგბ/წმ ) ——— 13 EUR —- 38,19 GEL — 15,49 USD

2.ბიზნესი

100 მგბ/წმ —————- 31 EUR —- 91,07 GEL ——— 36,95 USD
300 მგბ/წმ——————47 EUR — 138,08 GEL ——- 56,02 USD

9,437 ნახვა

ინტერნეტის სიჩქარე და ფასები საქართველოში და 18 ქვეყანაში !

4
წარმოგიდგენთ 18 ქვეყანაში + საქართველოში არსებული ინტერნეტის სიჩქარეს და ფასებს პროვაიდერების მონაცემების მიხედვით , არსებული მონაცემები მარტივად შეგიძლიათ მითითებულ პროვაიდერის საიტის გახსნისას გადაამოწმოთ , არსებული მონაცემებით ყველაზე ძვირი ლარში გადაყვანისას არის ინგლისში 1024 მგბ/წმ — 50 ბრიტანული ფუნტი/ 136 ლარი
არსებული 18 ქვეყნის რამდენიმე პროვაიდერის მონაცემებით ინტერნეტის სიჩქარე და ფასების შედარებით დასტურდება საქართველოში ბევრ განვითარებად ქვეყანასთან შედარებით ინტერნეტის ფასები ძალიან მაღალი რო არის ! სამწუხაროდ ყველა ქვეყნის მონაცემებს მარტო ვერ შევისწავლი , დამხმარებაც არავის უნდა და ეტაპობრივად ვეცდები სხვა ქვეყნების მონაცებიც დავდო კონკრეტული ქვეყნების პროვაიდერების მიხედვით ! მარეგულირებელს კი მოვუწოდებ დაიწყოს სრულყოფილი კვლევა და კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენოს და საქართველოში ინტერნეტ პროვაიდერებს დაუწესოს ზედა ზღვრული ტარიფი და არ მისცეს უფლება ინტერნეტ პროვაიდერებს ხალხის ძარცვის !
უახლოეს მომავალში დავდებ ორგანიზაციებისთვის ინტერნეტის სიჩქარეს და ფასებს ქვეყნების მიხედვით , წინასწარ ვიტყვი მდგომარეობა კიდევ უფრო კატასტროფული არის საქართველოში !

Continue reading

4,431 ნახვა

ოპტიკური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში

4

2013 წლის დეკემბრის ჩათვლით Fiber-Optic  ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა ქალაქების და ინტერნეტ პროვაიდერების მიხედვით

DSl ინტერნეტისგან განსხვაბით  ოპტიკურ ინტერნეტი  54 ქალაქიდან  ძირითადად 11 ქალაქშია და 228 747  მომხმარებელია   ,  26 ქალაქის საერთოდ მომხმარებელთა რაოდენობა კი 117  არის,  26 ქალაქიდან ყველაზე მეტი გარდაბანშია 17 მომხმარებელით 

 

1.ქალაქების მიხედვით  ოპტიკური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა 

ქალაქი  რაოდენობა 
თბილისი 189864
რუსთავი 24786
ბათუმი 5665
ქუთაისი 4051
გორი 1803
თელავი 670
ფოთი 525
ქობულეთი 487
ახალციხე 397
საგარეჯო 372
გურჯაანი 127
გარდაბანი  17
სხვა 25  ქალაქის საერთო რაოდენობა   100

2.კომპანიების მიხედვით  მომხმარებელთა პროცენტული რაოდენობა

  Continue reading