2,574 ნახვა

შერჩევითი სამართალი და უსამართლობის პოლიტიკა მარეგულირებელში

კომუნიკაციების კომისიაში დღემდე გრძელდება შერჩევითი სამართალი, დუოპოლიის ლობირება და უსამართლო პოლიტიკა !
კომისიის მთვარი ვალდებულებაა , დაიცვას სახელმწიფოს, მომხმარებლის და ბიზნეს ინტერესები მაგრამ, რეალურად 3-4 კომპანიის ინტერესებს იცავს და მომხმარებლის ძარცვას ხელს უწყობს !
კომისიის მავნებლური პოლიტიკის დამსახურებით, ფასების შემცირების მაგივრად, ფასებმა ისევ ზრდა დაიწყო და კომისია უარს ამბობს მომხმარებლის დაცვაზე.
საქართველოსგან განსხვავებით, მსოფლიოს უმრავლესობა ქვეყანაში , ფასები მუდმივად მცირდება და ხარისხი იზრდება.
კომისიის მავნებლური და მონოპოლისტების ლობირების პოლიტიკის დამსახურებით , ზარალდება სახელმწიფოს, მომხმარებლის და ბიზნეს ინტერესები .
ყველა ნორმალურ ქვეყანაში , მომხმარებელს იცავს კონკურენცია და კანონი/რეგულაცია მაგრამ, საქართველოში არც კონკურენცია არსებობს და არც კანონი/რეგულაცია იცავს მომხმარებელს .
კომისიის დამსახურებით :
1.გაიზარდა ფიქსირებული ინტერნეტის ფასები
2.გაიზარდა კონსოლიდირებული ტენდერის ( სახელმწიფო კორპორატიული) მობილური სერვისის ფასები და მიზეზად დემპინგი და კომპანიის ზარალზე მუშაობა დასახელდა მაგრამ , კომისია არ აქვეყნენს ზარალის დამადასტურებელ დამაჯერებელ მტკიცებულებებს . კომისიის ვალდებულება იყო , დეტალური მონაცემები გამოექვეყნებინა მაგრამ დეტალურ ინფორმაციას არ აქვეყებს ( არ გვაქვსო )
შერჩევითი სამართალი და მომხმარებლის ძარცვის ხელშეწყობაა როდესაც, ინტერესდები კომპანიის ე.წ ზარალიანი ტარიფით და არ ინტერესდები კატასტროფულად გაბერილი ფასებით !
3.გაიზარდა IPTV ს ფასები .
4. 2015 წლამდე შემცირებული , მობილური 1 წუთის სტანდარტული ფასი გაიზარდა 24 თეთრამდე.
2011 წელს დაწესებული 24 თეთრიანი ზედა ზღვრული ტარიფიც გააუქმა .
5. კომისია უარს ამბობს საქველმოქმედო ზარებზე არსებული პრობლემის მოგვარებას .
6. კომისიის და ხელისუფლების დამსახურებით, მობილურ ოპერატორებს, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის აქციზის გადასახადი გაუუქმდათ მაგრამ , აქციზის გადასახადს დღემდე იხდის მომხმარებელი კომპანიის სასარგებლოდ
7. კომისია უარს ამბობს , იურიდიული პირებისთვის ინტერნეტის კატასტროფულად გაბერილ ფასებზე ზედა ზღვრული ტარიფი დააწესოს და რეალურად დაიცვას იურიდიული პირები .
8. 2019 წელს კომისიამ შეაჩერა მაგთის მობილურის 25 ლარიანი ტარიფის გაძვირება , (მომხმარებლის 10% ) და არ შეაჩერა მაგთის, სილქნეტის და ახალი ქსელების ფიქსირებული ინტერნეტის ტარიფების გაძვირება. არ შეაჩერა ნომრის მომსახურების ახალი ტარიფის დაწესება და ა.შ
კომისიამ ერთის მხრივ დაიცვა მომხმარებლის 10% მაგრამ , მეორეს მხრივ უარი თქვა , მომხმარებლის 100% ს დაცვაზე და პარალელურად შერჩევითი სამართალიც დაამკვირდა როდესაც, მცირე კომპანიების საჩივარი განიხილა 25 ლარიან ტარიფის შეჩერებაზე და უარი თქვა მომხმარებლის საჩივრის განხილვაზე და ტარიფის გაძვირების შეჩერების მექანიზმის გამოყენებაზე !
9. მარეგულირებელი არ რეაგირებს კონკურენციის ხელოვნურად შემზღუდავი პრობლემებითა და განვითარებისთვის აუცილებელი პრობლემების მოგვარებით!
კომისიამ ვერ გადაწყვიტა, ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრი (Internet Exchange Point – IXP) ს პრობლემა ! IXP აუცილებელია მცირე და საშუალო პროვაიდერების რეალური განვითარებისთვის , კონტენტის მწარმოებელი და ჰოსტინგ პროვაიდერებისთვის მაგრამ , 2-3 კომპანიას არ აწყობს (სხვა პროვაიდერების განვითარება ) და კომისიაც უარს ამბობს პრობლემის მოგვარებაზე !
10. მარეგულირებელი არ ინტერესდება , 2-3 კომპანიის შეთანხმებულად ფასების ზრდაზე ! (კარტელური გარიგებები )
11. მარეგულირებელი ერთის მხრივ, ნაწილობრივ აღიარებს კონკურენციის არარსებობას მაგრამ , ისევ კონკურენციის შემზღუდავებს იცავს !
12. ქვეყნის რეალური განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია , ყველასთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ხარისხიანი ინტერნეტი და ეს ყველა ნორმალურ ქვეყანამ აღიარა მაგრამ ,საქართველოში დღემდე ინტერნეტის ხელმისაწვდომის მნიშვნელობას ვერ ხვდება, ვერც სახელმწიფო და ვერც მარეგულირებელი !
13.ა.შ და ა.შ !

2,734 ნახვა

მარეგულირებლის შემოსავლები და კომპანიების მიერ გადახდილი რეგულირების გადასახადი – 2007-2018 წლებში

1102670_574447989285973_909187339_o[1]

ვაქვეყნებ ინტერნეტ პროვაიდერების და ავტორიზირებული კომპანიების მიერ რეგულირებისთვის გადახდილი საფასურის რაოდენობას წლების და კომპანიების მიხედვით, 2007 წლიდან 2018 წლის ჩათვლით

 

—————————————————————-
5 კომპანია რომელსაც ყველაზე მეტი თანხა აქვს გადახდილი და რომელსაც, წლების განმავლობაში ლობირებდა/ლობირებს მარეგულირებელი ( “ვინც იხდის , ის უკვეთავსო”)
—————————————————————

1.მაგთი — 2007-2018 წლებში — 27 243 152 ლარი
2.ჯეოსელი — 2007-2018 წლებში — 19 912 435 ლარი
3.სილქნეტი — 2007-2018 წლებში — 9 273 321 ლარი
4.ბილაინი — 2007-2018 წლებში — 8 113 376 ლარი
5.კავკასუსუს ონლაინი — 2007-2018 წლებში — 5 006 964 ლარი
—– ჯამში – 69 548 289 ლარი — 82.24%

—————————————————————–

 

წლების მიხედვით :
2007 — 27 კომპანია — 5,045,951 ლარი
2008 — 28 კომპანია — 4,800,619 ლარი
2009 — 37 კომპანია — 3,560,466 ლარი
2010 — 46 კომპანია — 4,996,332 ლარი
2011 — 79 კომპანია — 6,797,712 ლარი
2012 — 107 კომპანია — 7,070,641 ლარი
2013 — 133 კომპანია — 7,533,500 ლარი
2014 — 327 კომპანია — 8,428,383 ლარი
2015 — 378 კომპანია — 8,545,638 ლარი
2016 — 399 კომპანია — 8,197,018 ლარი
2017 — 412 კომპანია — 8,840,329 ლარი
2018 — 383 კომპანია — 8,746,489 ლარი
——————————————————————–

ჯამში ——- 82,563,078 ლარი
———————————————————————-
( 2007-2013 წელი — მხოლოდ ინტერნეტ პროვაიდერების მიერ გადახდილი რეგულირების გადასახადი
( 2014-2018 წელი — ყველა ავტორიზირებული კომპანიის და მათ შორის ინტერნეტ პროვაიდერების და მედია კომპანიების მიერ გადახდილი რეგულირების გადასახადი )

———————————————————————

შეგახსენებთ

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონების თანახმად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირებისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ გადახდილი რეგულირების საფასური.
რეგულირების საფასურის ოდენობაა:
– ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0.75 პროცენტი
– მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელის ან ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0.5 პროცენტი

3,080 ნახვა

ინტერნეტის ფასები ორგანიზაციებისთვის 2014-2019


მაგთის და სილქნეტის ინტერნეტის ფასები ორგანიზაციებისთვის – 2014- 2015 -2017 -2019 წლებში.
არსებული ფასები კატასტროფულად გაბერილია და მარეგულირებელს წლების განმავლობაში რეაგირება არ მოუხდენია !
სილქნეტის 1 გბტ/წმ – 70 000 ლარი ღირდა და იგივე ლიტვაში 100 ევრო ღირდა/ღირს და არამარტო ლიტვაში .

მაგთის ფასები – 2019 წელი

სილქნეტის ფასები – 2019 წელი

სილქნეტი – 2014 წელი

სილქნეტი 2015 წელი

სილქნეტის ფასები – 2017 წელი

მაგთის ფასები – 2017 წელი

კავკასუს ონლაინის ფასები – 2014 წელი

დელტა ნეტის ფასები – 2014 წელი

2,876 ნახვა

სილქნეტი და რუსული მეგაფონისთვის გადახდილი მილიონები

 

სილქნეტის გლობალური ინტერნეტის ხარჯების ანალიზი და რუსულ მეგაფონთან ურთიერთობა.

სილქნეტის და რუსული მეგაფონის მეგობრობა, ოფიციალურად, 2014 წლის სექტემბრიდან დაიწყო.

მეგაფონი რუსული კომპანიაა  რომელიც, საქართველოს  ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებს და აფხაზეთში მობილური ოპერატორის ” აქვაფონი”ს მფლობელია .

2014 წლის სექტემბრიდან სილქნეტმა, დაიწყო გლობალური ინტერნეტის შესყიდვა მეგაფონისგან.

2014 წლის სექტემბრიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით, სილქნეტს  MegaFon სთვის გადახდილი აქვს 8 223 547 ლარი . 

  1. 2014 –     492 237 GEL – ( 4 თვე ) 
  2. 2015 –  2 218 797 GEL
  3. 2016 –  1 896 702 GEL
  4. 2017 –  1 910 359 GEL
  5. 2018 –  1 705 452  GEL 

 

2014 წელს  –  მეგაფონისგან ყოველთვიურად  ყიდულობდა 10 გბ/წმ ს  – 4 თვის განმავლობაში გადაიხადა 492 237 ლარი
ბულგარეთიდან 12 თვის განმავლობაში ყიდულობდა 10 გბტ/წმ ს და გადაიხადა 424 217 ლარი.
ანუ სილქნეტს ბულგარეთიდან ,  12 თვის განმავლობაში უფრო ნაკლები ხარჯი ქონდა ვიდრე 4 თვეში მეგაფონიდან ყიდვისას .

სილქნეტის ჯამური ხარჯი 2014 წელს – 2 178 933 GEL. 

 

2014 წელს შესყიდული მოცულობა და ხარჯები

 

2015 წელს სილქნეტმა  მეგაფონისგან შესყიდული ინტერნეტის მოცულობის გაზრდა დაიწყო

შესყიდული ინტერნეტის ხარჯი

  1. MegaFon (რუსეთი)    ——-       2 218 797  ლარი .
  2. ფრანკფურტი (გერმანია )  —–  596 036 ლარი
  3. სოფია (ბულგარეთი ) ——-       305 621  ლარი 
  4. Delta Telecom (აზერბაიჯანი ) – 469 901 ლარი
  5. Turkcell (თურქეთი) ————-   825 681 ლარი
  6. 2015 წელს ჯამური ხარჯი –  4 416 036 GEL

 

2015 წლის თებერვალში,

  1.  ევროპიდან —       26 გბ/წმ  – ხარჯი –  89 772 GEL
  2. MegaFon (რუსეთი) —       10 გბ/წმ – ხარჯი –  151 578 GEL
  3. აზერბაიჯანიდან – 10 გბ/წმ – ხარჯი – 173 232 GEL 
  4. თურქეთიდან      –  5 გბ/წმ – ხარჯი –     64 962 GEL

რუსეთიდან-თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან  25 გბ/წმ – ხარჯი – 389 772 GEL

 

2015 წლის შესყიდული მოცულობა და ხარჯები თვეების მიხედვით

 

 

2016 წელი  — ჯამური ხარჯი – 2 484 959 GEL

  1. ევროპიდან – 551 178 GEL
  2. MegaFon (რუსეთი)  —- 1 896 702 GEL
  3. თურქეთიდან –  37 079 GEL ( 1 თვე ) 

2016 წელი თვეების მიხედვით

 

2017 წელს შესყიდული ინტერნეტის ხარჯი

2017 წელი  — ჯამური ხარჯი – 2 797 598 GEL  

  1. ევროპიდან – 318 299 GEL  
  2. MegaFon (რუსეთი) – 1 910 359 GEL 
  3. Turkcell (თურქეთი)  –  568 940 GEL 

2017 წელი თვეების მიხედვით

2018 წელს შესყიდული ინტერნეტის ხარჯი

2018 წელი  — ჯამური ხარჯი – 2 982 120 GEL GEL  

  1. ევროპიდან –                 267 799 GEL   
  2. MegaFon (რუსეთი) – 1 705 452 GEL GEL 
  3. Turkcell (თურქეთი)  – 1 008 869 GEL  

2018 წელი თვეების მიხედვით

3,709 ნახვა

საქართველოში ორგანიზაციებისთვის ინტერნეტის ფასები 2017

წარმოგიდგენთ მაგთის და სილქნეტის,  ინტერნეტის ფასებს ორგანიზაციებისთვის – 2017 წელი

  • სილქნეტის გლობალის 100 მგბ/წმ – 2900 ლარი საშუალოდ
  • მაგთის გლობალი  100 მგბ/წმ და 1 გბტ/წმ ლოკალი — 6500 ლარი

პ.ს არსებული ფასები კატასტროფულად გაბერილია და ეს არის დანაშაული ! მარეგულირებელი კომისია უარს ამბობს ზღვრული ტარიფების დაწესებაზე, სახელმწიფოს და ბიზნესის ინტერესების დაცვაზე და ხელს უწყობს ბიზნეს მაფიის გამდიდრებას ! კიდევ ერთხელ შევახსენებ მარეგულირებელს, ხარისხიანი ინტერნეტის ყველასთვის ხელმისაწვდომობა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის რეალური განვითარებისთვის !

1,356 ნახვა

ავსტრიაში ინტერნეტის ფასები 2017


ავსტრიაში ინტერნეტის სიჩქარე და ფასები პროვაიდერების და პაკეტების მიხედვით

ფასები ეროვნულ ვალუტაში და ავტომატურად განახლებადი ექვივალენტ ლარში/დოლარში/ევროში
ფასებში არ არის გათვალისწინებული აქციით არსებული ფასები და პროვაიდერების საიტზე არსებული პაკეტები და ფასები მუდმივად განახლებადია


1.სახლი

გადმოწერა ფასი GEL USD
100 მგბ/წმ 39,90 EUR 118,68 GEL 47,91 USD
300 მგბ/წმ 69,90 EUR 207,92 GEL 83,94 USD
1 გბტ/წმ – ( 1000 მგბ/წმ ) 89,90 EUR 267,41 GEL 107,96 USD

2.ბიზნესი

გადმოწერა ფასი GEL USD
100 მგბ/წმ 79 EUR 234,99 GEL 94,87 USD
200 მგბ/წმ 99 EUR 294,49 GEL 118,89 USD
300 მგბ/წმ 199 EUR 591,95 GEL 238,98 USD

 

1,402 ნახვა

სერბეთში ინტერნეტის ფასები 2017

 


სერბეთში     ინტერნეტის სიჩქარე და ფასები პროვაიდერების და პაკეტების მიხედვით

ფასები ეროვნულ ვალუტაში და ავტომატურად განახლებადი ექვივალენტ ლარში/დოლარში/ევროში
ფასებში არ არის გათვალისწინებული აქციით არსებული ფასები და პროვაიდერების საიტზე არსებული პაკეტები და ფასები მუდმივად განახლებადია


1.სახლი

გადმოწერა ფასი GEL USD EUR
100 მგბ/წმ 5 მგბ/წმ 2 495 RSD 62,34 GEL 25,17 USD 20,98 EUR
150 მგბ/წმ 6 მგბ/წმ 4 995 RSD 124,81 GEL 50,39 USD 42,00 EUR
1 გბტ/წმ (1000 მგბ/წმ ) 8 499 RSD 212,37 GEL 85,74 USD 71,47 EUR

ბიზნესი

გადმოწერა ფასი GEL USD EUR
120 მგბ/წმ 80 EUR 237,72 GEL 95,97 USD 80 EUR
250 მგბ/წმ 155 EUR 460,59 GEL 185,95 USD 155 EUR

 

4,567 ნახვა

ინტერნეტ პროვაიდერების რეგულირებისთვის გადახდილი საფასურის რაოდენობა წლების მიხედვით

1102670_574447989285973_909187339_o[1]

ვაქვეყნებ ინტერნეტ პროვაიდერების მიერ რეგულირებისთვის გადახდილი საფასურის რაოდენობას წლების და კომპანიების მიხედვით, 2007 წლიდან 2014 წლის 25 ივნისამდე.

წარმოდგენი 220 ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი კომპანიიდან მხოლოდ 159 კომპანიას აქვს რეგულირების თანხა გადახდი , ჯამში 2007 წლიდან 2014 წლის 25 ივნისის ჩათვლით გადახდია 41,446,620.80 ლარი
წლების მიხედვით კი :
2007 — 5,045,951.06 ლარი
2008 — 4,800,619.04 ლარი
2009 — 3,560,465.60 ლარი
2010 — 4,996,332.47 ლარი
2011 — 6,797,712.20 ლარი
2012 — 7,070,641.08 ლარი
2013 — 7,533,499.66 ლარი
2014 — 1,641,399.63 ლარი (25 ივნისამდე )
სულ — 41,446,620.80 ლარი

შეგახსენებთ

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონების თანახმად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირებისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ გადახდილი რეგულირების საფასური.
რეგულირების საფასურის ოდენობაა:
– ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0.75 პროცენტი
– მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელის ან ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0.5 პროცენტი

2007-2014

რეგულირების გადასახადი