2,629 ნახვა

ინტერნეტი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს — მარკ ცუკერბერგი

5

 

 

 

 

 

 

მსოფლიოს ყველაზე დიდი სოციალური ქსელის Facebook-ის შემქმნელი მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ ინტერნეტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სერვისია და მასზე წვდომა მსოფლიოს აბსოლუტურად ყველა მოსახლეს უნდა ჰქონდეს. ის ისეთივე იოლად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, როგორც სასწრაფო დახმარების ტელეფონით გამოძახება.

ცუკერბერგმა თავის ხედვაზეც ისაუბრა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს გეგმა. ამჟამად მსოფლიოს მხოლოდ ერთ მესამედს აქვს ინტერნეტზე წვდომა. დანარჩენი შემთხვევაში კი ორი მიზეზია:

სერვისის მაღალი ფასი და ინფრასტრუქტურის არ არსებობა. Facebook კი მიზნად ისახავს, რომ ეს პრობლემები მოაგვაროს და სოციალური ქსელიდან გარკვეულწილად სერვისის მიმწოდებელ პლატფორმად იქცეს.

მისი ხედვით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ინტერნეტის საბაზისო სერვისები მსოფლიოს მოსახლეობას უფასოდ მიეწოდოს, რადგან ქსელის არ არსებობაზე უფრო აქტუალური ფინანსური პრობლემებია.

„ამჟამად ყველას შეუძლია, რომ უფასოდ დარეკოს და გამოიძახოს სასწრაფო დახმარება. სამომავლოდ ინტერნეტ სერვისებიც ასეთ რეჟიმში იმუშავებს,“ ამბობს ცუკერბერგი.

მან აღნიშნა, რომ ინტერნეტი ეკონომიკის საფუძველია. ინტერნეტ-ხელსაწყოები ადამიანებს სამუშაოს უკეთ შესრულებაში ეხმარება, შედეგად კი ვიღებთ უფრო მეტ სამუშაო ადგილს, ბიზნესსა და შესაძლებლობებს. „ინტერნეტს მილიონობით ადამიანის სიღარიბიდან გამოყვანა შეუძლია. ის კაცობრიობის პროგრესს მართავს,“ ამბობს ამერიკელი მილიონერი.

Facebook-მა ახლახანს განაცხადა, რომ ის აფრიკის განვითარებად ქვეყნებში მუშაობს მის სერვისებზე მობილური ტელეფონით წვდომა გაუმჯობესებისთვის.
www.zeti.ge/menu_id/2/id/219/