საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
თავმჯდომარეს ბ-ნი კახი ბექაურს

ბატონო კახი

კომუნიკაციების ეროვნული კომისია წლებია უარს ამბობს, დაიცვას სახელმწიფოს და მომხმარებლის ინტერესები , უარს ამბობს დაიცვას საქართველოში ბიზნეს ინტერესები , სამაგიეროდ აქტიურად იცავს რამდენიმე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე კომპანიებს და კომისიის ბიუჯეტიც მათი დამსახურება არის !
2014 წლიდან მქონდა იმედი, კომისია მოაგვარებდა ისეთ მნიშვნელოვან და აუცილებელ პრობლემებს როგორიც არის, საბითუმო ინტერნეტის ფასები , ნეიტრალური ინტერნეტ გაცვლის წერტილი( IXP ) ს პრობლემას და კონკურენციის და მცირე და საშუალო პროვაიდერების ხელშეწყობისთვის ქსელურ ინფრასტრუქტურაზე დაშვების და მათ შორის ფიქსირებული და მობილური ვირტუალური ქსელების დანერგვას (mobile virtual network operator (MVNO) და Virtual Network Operator (VNO) ) . ქვეყნისთვის გამოყოფილი დომენური რესურსის მონოპოლიის დასრულებას და ეფექტურ მართვას, შეგახსენებთ კავკასუს ონლაინი ( სანეტი ) .GE დომენს 1992 წლიდან მართავს და დომენის ონლაინ რეგისტრაცია 2015 წელს გააკეთა და ესეც იძულებული გახდა მას შემდეგ როდესაც აქტიურად დაიწყო პრობლემის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ონლაინ რეგისტრაცია საკმარისი რომ არის ეს ევროპული და არამარტო ევროპული ქვეყნის დომენების მართვის მაგალითით შეიძლება დარწმუნება , მსოფლიოში ძალიან ცოტა ქვეყნის დომენია სადაც მხოლოდ ერთი რეგისტრატორი და რეესტრი ყავს , ერთ-ერთი საქართველო და .GE დომენი არის რომელსაც მონოპოლია კავკასუს ონლაინს აქვს . 2010 წლიდან კომისია ამბობს ვმუშაობთ პრობლემის მოგვარებაზეო და 2017 წელი არის და პრობლემა ისევ მოუგვარებელია და დღემდე უცნობია როდის მოგვარდება , 2014 წლიდან ვითხოვ .GE დომენის სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებას და დღემდე გამოუქვეყნებელი არის .
7 წელი და მეტი არ უნდა სჭირდებოდეს .GE დომენის პრობლემის მოგვარებას თუკი მარეგულირებელი არ ლობირებს მონოპოლისტს !
საბითუმო ინტერნეტზე 2015 წელს ჩატარებული კვლევით 32 ლარი დადგინდა ზედა ზღვრული ტარიფი მაგრამ, როგორც სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა, ბ-ნი დავით გოგიჩაიშვილმა განაცხადა, კომპანიების მიერ წარმოდგენილი მონაცემების 50% არ ყოფილა აუდიტირებულიო , მახსოვს ასევე სილქნეტის მიერ კომისიის ჟანტაჟი როდესაც განაცხადა, აღარ გავყიდით ადგილობრივ პროვაიდერებზე.
ლოკალური ინტერნეტზე ტარიფებით კომისია დღემდე არ დაინტერესებულა, 2015 წელს მოვითხოვე გლობალური და ლოკალური ინტერნეტის აღრიცხვის სრულად განცალკევება და კომისიისგან უარი მივიღე , არსებული აღრიცხვის მეთოდით შეუძლებელია ზუსტად დადგინდეს, კომპანიები რამდენ გლობალს ყიდულობენ/ყიდიან და რამდენ ლოკალს.
2015 წლის აპრილში ინტერნეტში გამოვაქვეყნე პროვაიდერების მიერ გლობალური ინტერნეტის ხარჯების შემცირების შესახებ ინფორმაცია , 2015 წლის 1 დეკემბრიდან 17 დეკემბრის ჩათვით 65 კომპანიამ მოითხოვა საბითუმო ინტერნეტის მონაცემების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.
სილქნეტს 2016 წელს 43.73% თ შეუმცირდა 2015 წელთან შედარებით გლობალური ინტერნეტის ხარჯი (4 416 036 ლარიდან 2 484 959 ლარამდე )
კავკასუს ონლაინს/მაგთიკომს 2016 წელს 57.82% თ შეუმცირდა გლობალური ინტერნეტის ხარჯი 2015 წელთან შედარებით ( 14 304 463 ლარიდან 6 033 919 ლარამდე )
ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია რომლითაც კომისია არ დაინტერესებულა , არის სილქნეტის მიერ Megafon სგან 2-3 ჯერ ძვირად შესყიდული გლობალური ინტერნეტი.

 

 

აუცილებელია ლოკალური ინტერნეტზე და ე.წ გატარების ტარიფზე დაწესდეს ზედა ზღვარი !
ევროპული პრაქტიკა არის ქსელური ინფრასტრუქტურაზე ყველა მსურველი ოპერატორის დაშვება, IXP და ა.შ.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის როუმინგის ტარიფებიც რომლითაც მარეგულირებელი არ ინტერესდება
მაგ: მაგთიკომის როუმინგის ტარიფი:
კანადაში ( 1 წთ შემავალი ზარი 5 ლარი , 1 წთ გამავალი ზარი საქართველოში 5.20 ლარი , 1 წთ გამავალი ზარი უცხოეთის ნომერზე 10.20 ლარი , 1 SMS – 0.90 დან 2.20 ლარამდე )
კანადაში სტანდარტული ტარიფი ( 1 წთ საქართველოში – 8.50 ლარი , 1 წთ – ზარი უცხოეთში — 29.90 ლარი )
სლოვენიაში სტანდარტული ტარიფი ( 1 წთ საქართველოში – 11.90 ლარი , 1 წთ – ზარი უცხოეთში — 11.50 ლარი , 1წთ – შემავალი ზარი 2.60 ლარი , 1წთ – ადგილობრივი ზარი 2.60 ლარი )
ბელგიაში სტანდარტული ტარიფი ( Belgacom – 1 წთ საქართველოში – 14.90 ლარი , 1 წთ – ზარი უცხოეთში — 15.50 ლარი , 1წთ – შემავალი ზარი 1.50 ლარი , 1წთ – ადგილობრივი ზარი 4.20 ლარი – 1 SMS – 2.20 ლარი )
ბულგარეთში სტანდარტული ტარიფი ( VIVACOM – 1 წთ საქართველოში – 11.90 ლარი , 1 წთ – ზარი უცხოეთში — 11.50 ლარი , 1 წთ – შემავალი ზარი 1.50 ლარი )
ევროკავშირში 15 ივნისიდან როუმინგის ტარიფი უქმდება .
მარეგულირებელი დღემდე არ ცდილობს დაადგინოს, დასახლებული და ტურისტული მნიშვნელობის ადგილები სადაც მობილური კავშირგაბმულობა არ არსებობს და არ ცდილობს დროულად მოაგვაროს მობილურ კავშირზე ხელმისაწვდომობის პრობლემა.
მარეგულირებელი უარს ამბობს მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორებისთვის საჭირო რეგულაციების დანერგვაზე.
მარეგულირებელი უარს ამბობს იურიდიული პირებისთვის არსებული კატასტროფულად მაღალ ფასებზე დააწესოს ზედა ზღვრული ტარიფი !
100 მგბ/წმ — 8000 – 10 000 ლარი ღირს ( ბაზარი დაარეგულირებელს მაგრამ წლებია არ არეგულირებს )
მარეგულირებელი უარს ამბობს, შეისწავლოს სხვა ქვეყნებში არსებული ინტერნეტის ფასები პროვაიდერების და პაკეტების მიხედვით !

პრობლემები ძალიან ბევრია რომლის მოგვარებაც შესაძლებელია თუკი, მარეგულირებელი რეალურად დაიწყებს სახელმწიფოსა და მომხმარებლის ინტერესების დაცვას. მარეგულირებელი ხშირად ამბობს ბაზარი დაარეგულირებსო მაგრამ კონკურენციის და ახალი მსხვილი ოპერატორების მაგივრად ვღებულობთ გაერთიანებულ კომპანიებს და უცვლელ პირობებს
როდემდე უნდა გაგრძელდეს მარეგულირებლის უმოქმედობა და როდემდე უნდა ძარცვონ კომპანიებმა, მომხმარებლები ? როდის უნდა გახდეს ბიზნესისთვის ხარისხიანი ინტერნეტი ხელმისაწვდომი ?
რატომ ხდება მუდმივად რამდენიმე კომპანიის ინტერესების გათვალისწინება და რატომ არ ხდება დანარჩენი ორგანიზაციების ინტერესების გათვალისწინება ? რატო უნდა ღირდეს კაფე/რესტორნისთვის 100 მგბ/წმ – 8000 – 10 000 ლარი ? მარეგულირებლის უმოქმედობა და რამდენიმე კომპანიის პოლიტიკა არ არის ქვეყნის განვითარების ხელშემწყობი და ეს თუ არ შეიცვალა, პასუხისმგებლობა პირველ რიგში მარეგულირებელს დაეკისრება რადგან , მარეგულირებელს კანონით აქვს მინიჭებული უფლება , დაიცვას სახელმწიფოს და მომხმარებლის ინტერესები !
მუდმივად ერთიდაიგივე, ”ვმუშაობთ” და ”ბაზარი დაარეგულირებს” პოლიტიკა შეცვალეთ .

საზოგადოებრივი გაერთიანება :
შემცირდეს ინტერნეტის ფასები და გაიზარდოს ინტერნეტის სიჩქარე

საქართველოში ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობა – დეტალური მონაცემები – 2016 წელი


2016 წლის ნოემბრის მდგომარეობით
ვაქვეყნებ დეტალურ მონაცემებს რაიონების და დასახლებული პუნქტების მიხედვით:
1.ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობა ტექნოლოგიების მიხედვით
2. სოფლის რაოდენობას და 2014 წლის აღწერით მოსახლეობის რაოდენობა, ოჯახების რაოდენობა და
ასევე დეტალურად სოფლები სადაც ცხოვრობს 1 დან 100 მდე ადამიანი , 100 დან 200 მდე და 200 ზე მეტი ადამიანი ,

საქართველოში ოკუპირებული აფხაზეთის , ცხინვალის რეგიონის და ახალგორის რაიონის გარდა, 3 609 სოფელი ( 1 552 133 ადამიანი / 452 449 ოჯახი ) არის

1. — 223 სოფელში მოსახლეობა აღარ ცხოვრობს .
2. — 1 073 სოფელში 1 დან 100 მდე ადამიანი ცხოვრობს — ჯამში (40 310 ადამიანი/15 480 ოჯახი )
3. — 503 სოფელში 101 დან 199 მდე ადამიანი ცხოვრობს — ჯამში ( 74 548 ადამიანი/ 23 934 ოჯახი )
4. — 1 810 სოფელში 200 და მეტი ადამიანი ცხოვრობს —- ჯამში ( 1 437 275 ადამიანი /413 035 ოჯახი )

ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა 2016 წლის ნოემბრის მონაცემებით
1. Fiber-Optic — 364 884 მომხმარებელი
2. xDSL — 139 588 მომხმარებელი
3. Wi-Fi — 71 342 მომხმარებელი

Wi-Fi ინტერნეტი 3386 დასახლებული სოფლიდან 1295 სოფელში არის – 38 881 მომხმარებელი –
Fiber-Optic ინტერნეტი — მხოლოდ 284 სოფელში – 19 913 მომხმარებელი
ყველაზე ცუდი მდგომარეობა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში არის სადაც
135 სოფლიდან მხოლოდ 26 სოფელში არის 135 მომხმარებლით
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სულ ცხოვრობს 32 081 ადამიანი /12 902 ოჯახი და ჯამში 777 Wi-Fi ინტერნეტის მომხმარებელია და xDSL ს 220 მომხმარებელი

საგანგაშო არის მთლიანად რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის , ხულოს, შუახევის, ქედის, ჩხოროწყუს , მესტიის , დმანის,
წალკის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობა

საქართველო

აჭარა

აჭარა დეტალურად

სრულად წაკითხვა… / Continue reading …

შესყიდული და გაყიდული გლობალური ინტერნეტის ხარჯები და შემოსავლები 2013-2016 წელი

1

წარმოგიდგენთ 2013-2016 წლებში სილქნეტის და კავკასუს ონლაინის მიერ შესყიდული გლობალური ინტერნეტის მოცულობას და ხარჯებს და სხვა ქვეყნის ოპერატორებზე გაყიდული ინტერნეტის მოცულობას და შემოსავლებს დეტალურად
არსებული მონაცემები გამოქვეყნებულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანალიტიკურ პორტალზე
სამწუხაროდ პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემების ფორმატი არ არის მარტივად დამუშავებადი , ასევე მონაცემები არ არის სრულყოფილად გამოქვეყნებული
გამოქვეყნებული მონაცემების ანალიზით

———————————————————————————————————
კომპანიებს თითქმის გაუნახევრად ინტერნეტის ხარჯები და სილქნეტი თითქმის 2 – 3 ჯერ ძვირად, MegaFon (რუსეთი)სგან ყიდულობს 50-55% ინტერნეტს
სილქნეტის მიერ 2015 წელს ნაყიდი ინტერნეტი და ხარჯი
MegaFon (რუსეთი) სგან — 375 000 მბ/წმ (50,24% ) და ხარჯი 2 218 795 ლარი (50,24%)
ევროპისგან — 330 000 მბ/წმ (41,51%) და ხარჯი 901 657 ლარი (20,42%)
თურქეთისგან — 60 000 მგბ/წმ (7,55%) და ხარჯი 825 681 ლარი (18,70%)

———————————————————————————————————
2 მნიშვნელოვანი ინფორმაცია
———————————————————————————————————


1.1. სილქნეტს 2016 წელს , გლობალური ინტერნეტის ხარჯები 43,73% თ შეუმცირდა 2015 წელთან შედარებით
( 4 416 036 ლარიდან დან 2 484 959 ლარამდე )
1.2 კავკასუს 2016 წელს , გლობალური ინტერნეტის ხარჯები 57.82 % თ შეუმცირდა 2015 წელთან შედარებით
(14 304 463 ლარიდან 6 033 919 ლარამდე
)

2. ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია
სილქნეტისა და რუსული კომპანია MegaFon ს კავშირები

სილქნეტის მიერ MegaFon სგან შესყიდული გლობალური ინტერნეტის მოცულობა და ხარჯები
2013 წელს — 0 მბ/წმ — ხარჯი 0 ლარი
2014 წელს — 40 000 მბ/წმ — 9,83% — ( ხარჯი — 492 237 ლარი — 22,59% )
2015 წელს — 375 000 მბ/წმ — 50,24% — ( ხარჯი — 2 218 797 ლარი — 50,24% )
2016 წელს — 360 000 მბ/წმ — 55,13% — ( ხარჯი — 1 896 702 ლარი — 76.33% )

ფრანკფურტში (გერმანია ) და ბულგარეთში შესყიდული გლობალური ინტერნეტის მოცულობა და ხარჯები

ფრანკფურტში შესყიდული მოცულობა და ხარჯები
2013 წელს — 214 344 მბ/წმ — 85,62% — ( ხარჯი — 596 910 ლარი — 82,48% )
2014 წელს — 182 000 მბ/წმ — 44,72% — ( ხარჯი — 452 655 ლარი — 20,77% )
2015 წელს — 240 000 მბ/წმ — 30,19% — ( ხარჯი — 596 036 ლარი — 13,50% )
2016 წელს — 288 000 მბ/წმ — 44,10% — ( ხარჯი — 551 178 ლარი — 22,18% )
ბულგარეთში შესყიდული მოცულობა და ხარჯები
2013 წელს — 36 000 მბ/წმ — 14,38% — ( ხარჯი — 126 771 ლარი — 17,52% )
2014 წელს — 120 000 მბ/წმ — 29.48% — ( ხარჯი — 424 217 ლარი — 19,47% )
2015 წელს — 90 000 მბ/წმ — 11,32% — ( ხარჯი — 305 621 ლარი — 6,92% )
2016 წელს — 0 მბ/წმ — ხარჯი — 0 ლარი

Turkcell Superonline – (თურქეთი) სგან შესყიდული მოცულობა და ხარჯები
2013 წელს — 0 მბ/წმ — ხარჯი — 0 ლარი
2014 წელს — 25 000 მბ/წმ — 6,14% — ( ხარჯი — 268 296 ლარი — 12,31% )
2015 წელს — 60 000 მბ/წმ — 7,55% — ( ხარჯი — 825 681 ლარი — 18,70% )
2016 წელს — 5 000 მბ/წმ — 0,77% — ( ხარჯი — 37 079 ლარი — 1,49% )

Delta Telecom – (აზერბაიჯანი) სგან შესყიდული მოცულობა და ხარჯები
2014 წელს — 40 000 მბ/წმ — 9,83% — ( ხარჯი — 541 528 ლარი — 24,85% )
2015 წელს — 30 000 მბ/წმ — 3,77% — ( ხარჯი — 469 901 ლარი — 10,64% )
2016 წელს — 0 მბ/წმ — ხარჯი — 0 ლარი

———————————————————————————————————
———————————————————————————————————

სილქნეტის მიერ შესყიდული ინტერნეტის მოცულობა და ხარჯი
2013 წელი — 250 344 მბ/წმ – ხარჯი – 723 681 ლარი
2014 წელი — 407 000 მბ/წმ – ხარჯი – 2 178 933 GEL
2015 წელი — 795 000 მბ/წმ – ხარჯი – 4 416 036 GEL
2016 წელი — 653 000 მბ/წმ – ხარჯი – 2 484 959 GEL
———————————————————————————————————
კავკასუსის მიერ შესყიდული ინტერნეტის მოცულობა და ხარჯი

2013 წელი — 759 915 მბ/წმ — 3 537 425 ლარი
2014 წელი — 915 778 მბ/წმ — 3 693 002 ლარი
2015 წელი — 1 052 800 მბ/წმ — 14 304 463 ლარი
2016 წელი — 1 166 000 მბ/წმ — 6 033 919 ლარი
———————————————————————————————————

სხვა ქვეყნის ოპერატორებზე გაყიდული გლობალური ინტერნეტის მოცულობა და შემოსავლები 2013-2016
კავკასუსის შემოსავლები

2013 წელი — 419 685 მბ/წმ — შემოსავალი — 6 679 705 ლარი
2014 წელი — 107 520 მბ/წმ — შემოსავალი — 1 805 452 ლარი
2015 წელი — 42 000 მბ/წმ — შემოსავალი — 853 666 ლარი
2016 წელი — 51 485 მბ/წმ — შემოსავალი — 587 979 ლარი

სილქნეტის შემოსავლები
2013 წელი — 0 მბ/წმ — შემოსავალი — 0 ლარი
2014 წელი — 100 000 მბ/წმ — შემოსავალი — 1 632 667 ლარი
2015 წელი — 145 000 მბ/წმ — შემოსავალი — 2 546 056 ლარი
2016 წელი — 0 მბ/წმ — შემოსავალი — 0 ლარი

შესყიდული გლობალური ინტერნეტის მოცულობა და ხარჯები – სილქნეტი 2013-2016 (კომპანიების მიხედვით )

შესყიდული გლობალური ინტერნეტის მოცულობა და ხარჯები 2013-2016 – სილქნეტი

სრულად წაკითხვა… / Continue reading …

ინტერნეტ პროვაიდერების შემოსავლები ორგანიზაციებისგან 2010-2016

1

წარმოგიდგენთ 2010-2016 წლებში ინტერნეტ პროვაიდერების ორგანიზაციებისგან მიღებულ შემოსავლებს (დღგ-ს გარეშე) პროვაიდერების მიხედვით (ყველა ტექნოლოგია)

———————————————————————————————————
———————————————————————————————————

2010 წელი — 33 პროვაიდერი – შემოსავალი – 18 908 222 ლარი
2011 წელი — 49 პროვაიდერი – შემოსავალი – 24 652 642 ლარი
2012 წელი — 76 პროვაიდერი – შემოსავალი – 29 251 161 ლარი
2013 წელი — 106 პროვაიდერი – შემოსავალი – 33 600 420 ლარი
2014 წელი — 126 პროვაიდერი – შემოსავალი – 40 805 204 ლარი
2015 წელი — 145 პროვაიდერი – შემოსავალი – 45 142 996 ლარი
2016 წელი — 147 პროვაიდერი – შემოსავალი – 48 083 968 ლარი

2010-2016 წელი — 188 პროვაიდერის ჯამური შემოსავალი 240 444 615 ლარი

———————————————————————————————————

მაგთის და კავკასუსის 2016 წლის შემოსავალი საერთოა

ორგანიზაციებისგან შემოსავლები 2010-2016

ინტერნეტ პროვაიდერების შემოსავლები ორგანიზაციებისგან 2010-2016 წლებში დღგ-ს გარეშე

ინტერნეტ პროვაიდერების მფლობელები 2017

business

 

 

 

 

 

წარმოგიდგენთ ინტერნეტ პროვაიდერების და მობილური ოპერატორების მფლობელების მონაცემებს 2017 წლის აპრილის მდგომარეობით , ეს არის ოფიციალური მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საიტიდან

185 კომპანიიდან 51 კომპანიას აქვს საიტი
და 51 პროვაიდერიდან საიტზე ყველას არ აქვს გამოქვეყნებული მომსახურების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია

185 კომპანიიდან
—- მაგთიკომი , კავკასუსი , დელტა-კომმი, დელტა-ნეტი , ა-ნეტი და G-NET საერთოა
—- ახალი მონაცემებით კავკასუსის საკუთრება არის რკინიგზის ტელეკომიც
—- ახალი ქსელები, სისტემ ნეტ , სიჯისი , ახტელი , ბოლნისის ახალი ქსელები, ივერია ქსელის და ფოპტნეტის ერთიდაიგივე მფლობელები ყავს
—- 2016 წელს სქაიტელიმ იყიდა 5 კომპანია. ოდიში ნეტი , ინტერკომი – (400077340) , რეალნეტი , ლაივ ნეტ და მაქსლინკი .

სრულად წაკითხვა… / Continue reading …

ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობა ტექნოლოგიების მიხედვით ქალაქებსა და დაბებში 2016

წარმოგიდგენთ ქალაქების და დაბების ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობას 2016 წლის ნოემბრის მონაცემებით , ტექნოლოგიების მიხედვით და შინამეურნეობის და სულადობის რაოდენობას 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა სოფლებში 2016


წამოგიდგენთ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობას სოფლების და პროვაიდერების მიხედვით 2016 წლის ნოემბრის მონაცემებით

———————————————————————————————————

3609 სოფლიდან 284 სოფელში არის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი 19 913 მომხმარებლით
———————————————————————————————————

დელტა-ნეტი — 18531 მომხმარებელი — 248 სოფელი
ფრინეტი — 805 მომხმარებელი — 10 სოფელი
ა-ნეტი — 189 მომხმარებელი — 9 სოფელი
ახალი ქსელები — 102 მომხმარებელი — 1 სოფელი
გრიინეტი Ltd Greenet — 99 მომხმარებელი — 3 სოფელი
ლუკნეტ (LukNet) — 88 მომხმარებელი — 6 სოფელი
აირმაქსი — 27 მომხმარებელი — 5 სოფელი
ნიუნეტი – (448397752) — 27 მომხმარებელი — 2 სოფელი
სვირინეტი — 24 მომხმარებელი — 1 სოფელი
ვი-ჯი-ეს ნეთვორქ — 19 მომხმარებელი — 11 სოფელი
აილინკ — 2 მომხმარებელი — 2 სოფელი

სრულად წაკითხვა… / Continue reading …

Fiber-Optic ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა 2016 – ორგანიზაციები



წარმოგიდგენთ 2016 წლის ნოემბრის მონაცემებით , Fiber-Optic ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობას (იურიდიული პირები ) პროვაიდერების და ქალაქების მიხედვით

19 984 მომხმარებლიდან 15 706 ( 78,59% ) მომხმარებელი არის ქ.თბილისში და 1819 (9,10%) მომხმარებელი ქ. ბათუმში

არსებული მონაცემების შედეგად , შეიძლება რამდენიმე ვარაუდი
1.ორგანიზაციებისთვის ხელმიუწვდომელია ხარისხიანი ინტერნეტი კატასტროფული ფასების დამსახურებით
2.ორგანიზაციებს ინტერნეტი აქვთ როგორც ფიზიკურ პირებს და ესეც ფასების დამსახურებით რადგან
100 მგბ/წმ ორგანიზაციებისთვის 8 000- 10 000 ლარი ღირს და ფიზიკური პირებისთვის 100 ლარი

პ.ს მარეგულირებელი ორგანიზაციებისთვის არსებულ კატასტროფულად მაღალ ფასებზე არ რეაგირებს
და ძირითადი პასუხისმგებლობა ბიზნესისთვის ხარისხიანი ინტერნეტის ხელმიუწვდომლობაზე კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ეკისრება !

———————————————————————————————————

———————————————————————————————————

Fiber მომხმარებელი 2016 - იურიდიული პირები

ინტერნეტ პროვაიდერების Fiber-optic ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა (იურიდიული პირები ) 2016 წლის ნოემბრის ჩათვლით

Fiber-Optic ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა ქალაქებში – 2016 – ფიზიკური პირები



წარმოგიდგენთ 2016 წლის ნოემბრის მონაცემებით , Fiber-Optic ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობას (ფიზიკური პირები ) პროვაიდერების და ქალაქების მიხედვით

345 084 მომხმარებლიდან 68.9% მხოლოდ თბილისშია

———————————————————————————————————

———————————————————————————————————

Fiber მომხმარებელი 2016 - ფიზიკური პირები

ინტერნეტ პროვაიდერების Fiber-optic ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა 2016 წლის ნოემბრის ჩათვლით

ინტერნეტ პროვაიდერების შემოსავლები – Fiber-Optic 2010-2016 – ორგანიზაციები

1

წარმოგიდგენთ 2010-2016 წლებში ინტერნეტ პროვაიდერების , Fiber-Optic ინტერნეტის იურიდიული პირებისგან შემოსავლებს, (დღგ-ს გარეშე) პროვაიდერების მიხედვით

———————————————————————————————————

———————————————————————————————————

2010 წელი — 10 პროვაიდერი – შემოსავალი – 9 831 832 ლარი
2011 წელი — 12 პროვაიდერი – შემოსავალი – 13 346 821 ლარი
2012 წელი — 19 პროვაიდერი – შემოსავალი – 15 973 668 ლარი
2013 წელი — 22 პროვაიდერი – შემოსავალი – 19 543 836 ლარი
2014 წელი — 29 პროვაიდერი – შემოსავალი – 30 993 344 ლარი
2015 წელი — 34 პროვაიდერი – შემოსავალი – 36 277 326 ლარი
2016 წელი — 42 პროვაიდერი – შემოსავალი – 39 761 917 ლარი
——————————————————————————————————–
2010-2016 წელი — 48 პროვაიდერის ჯამური შემოსავალი 165 728 747 ლარი

———————————————————————————————————

მაგთის და კავკასუსის 2016 წლის შემოსავალი საერთოა

Fiber შემოსავლები 2010-2016 - ორგანიზაციები

ინტერნეტ პროვაიდერების Fiber-optic ინტერნეტის შემოსავლები იურიდიული პირებისგან 2010-2016 წლებში (დღგ-ს გარეშე)

ინტერნეტ პროვაიდერების შემოსავლები Fiber-Optic – 2010-2016 – ფიზიკური პირები

1

წარმოგიდგენთ 2010-2016 წლებში ინტერნეტ პროვაიდერების Fiber-Optic ინტერნეტის მომხმარებლებისგან შემოსავლებს, ფიზიკური პირებისგან (დღგ-ს გარეშე) პროვაიდერების მიხედვით

———————————————————————————————————
———————————————————————————————————

2010 წელი — 10 პროვაიდერი – შემოსავალი – 19 948 066 ლარი
2011 წელი — 14 პროვაიდერი – შემოსავალი – 27 537 132 ლარი
2012 წელი — 14 პროვაიდერი – შემოსავალი – 36 889 192 ლარი
2013 წელი — 16 პროვაიდერი – შემოსავალი – 49 200 194 ლარი
2014 წელი — 20 პროვაიდერი – შემოსავალი – 63 798 726 ლარი
2015 წელი — 26 პროვაიდერი – შემოსავალი – 81 168 555 ლარი
2016 წელი — 39 პროვაიდერი – შემოსავალი – 90 626 067 ლარი

2010-2016 წელი — 45 პროვაიდერის ჯამური შემოსავალი 369 167 934 ლარი

———————————————————————————————————

მაგთის და კავკასუსის 2016 წლის შემოსავალი საერთოა

Fiber შემოსავლები 2010-2016

ინტერნეტ პროვაიდერების Fiber-optic ინტერნეტის შემოსავლები ფიზიკური პირებისგან 2010-2016 წლებში დღგს გარეშე

ინტერნეტ პროვაიდერების შემოსავლები – 2010-2016 წლებში – ფიზიკური პირები

1

წარმოგიდგენთ 2010-2016 წლებში ინტერნეტ პროვაიდერების შემოსავლებს ფიზიკური პირებისგან (დღგ-ს გარეშე) პროვაიდერების მიხედვით
(მხოლოდ ინტერნეტ მომსახურებისგან მიღებული შემოსავლები )

———————————————————————————————————
———————————————————————————————————

2010 წელი — 37 პროვაიდერი – შემოსავალი – 56 581 503 ლარი
2011 წელი — 70 პროვაიდერი – შემოსავალი – 74 727 546 ლარი
2012 წელი — 88 პროვაიდერი – შემოსავალი – 85 699 625 ლარი
2013 წელი — 126 პროვაიდერი – შემოსავალი – 100 495 288 ლარი
2014 წელი — 148 პროვაიდერი – შემოსავალი – 119 196 786 ლარი
2015 წელი — 167 პროვაიდერი – შემოსავალი – 139 999 409 ლარი
2016 წელი — 172 პროვაიდერი – შემოსავალი – 147 481 733 ლარი

2010-2016 წელი — 215 პროვაიდერის ჯამური შემოსავალი 724 181 890 ლარი

———————————————————————————————————
ახალ რეგისტრირებული პროვაიდერი წლების მიხედვით და მათი შემოსავლები პირველივე წელს
2011 წელი – 33 პროვაიდერი – შემოსავალი — 678 731 ლარი
2012 წელი – 25 პროვაიდერი – შემოსავალი — 540 601 ლარი
2013 წელი – 41 პროვაიდერი – შემოსავალი — 1 032 083 ლარი
2014 წელი – 28 პროვაიდერი – შემოსავალი — 766 118 ლარი
2015 წელი – 32 პროვაიდერი – შემოსავალი — 805 045 ლარი
2016 წელი – 19 პროვაიდერი – შემოსავალი — 277 312 ლარი

ახალ რეგისტრირებული პროვაიდერების ჯამური შემოსავალები 2011-2016 წლებში
1. 2011 წელი – 33 პროვაიდერის შემოსავალი — 35 402 694 ლარი
2. 2012 წელი – 25 პროვაიდერის შემოსავალი — 10 877 019 ლარი
3. 2013 წელი – 41 პროვაიდერის შემოსავალი — 11 900 810 ლარი
4. 2014 წელი – 28 პროვაიდერის შემოსავალი — 6 229 796 ლარი
5. 2015 წელი – 32 პროვაიდერის შემოსავალი — 2 501 675 ლარი
6. 2016 წელი – 19 პროვაიდერის შემოსავალი — 277 312 ლარი

საერთო შემოსავლები 2016

ინტერნეტ პროვაიდერების შემოსავლები ფიზიკური პირებისგან 2010-2016 წლებში დღგს გარეშე (მხოლოდ ინტერნეტ მომსახურება )

გვერდი 1 (9)123456789