კომუნიკაციების კომისიაში დღემდე გრძელდება შერჩევითი სამართალი, დუოპოლიის ლობირება და უსამართლო პოლიტიკა !
კომისიის მთვარი ვალდებულებაა , დაიცვას სახელმწიფოს, მომხმარებლის და ბიზნეს ინტერესები მაგრამ, რეალურად 3-4 კომპანიის ინტერესებს იცავს და მომხმარებლის ძარცვას ხელს უწყობს !
კომისიის მავნებლური პოლიტიკის დამსახურებით, ფასების შემცირების მაგივრად, ფასებმა ისევ ზრდა დაიწყო და კომისია უარს ამბობს მომხმარებლის დაცვაზე.
საქართველოსგან განსხვავებით, მსოფლიოს უმრავლესობა ქვეყანაში , ფასები მუდმივად მცირდება და ხარისხი იზრდება.
კომისიის მავნებლური და მონოპოლისტების ლობირების პოლიტიკის დამსახურებით , ზარალდება სახელმწიფოს, მომხმარებლის და ბიზნეს ინტერესები .
ყველა ნორმალურ ქვეყანაში , მომხმარებელს იცავს კონკურენცია და კანონი/რეგულაცია მაგრამ, საქართველოში არც კონკურენცია არსებობს და არც კანონი/რეგულაცია იცავს მომხმარებელს .
კომისიის დამსახურებით :
1.გაიზარდა ფიქსირებული ინტერნეტის ფასები
2.გაიზარდა კონსოლიდირებული ტენდერის ( სახელმწიფო კორპორატიული) მობილური სერვისის ფასები და მიზეზად დემპინგი და კომპანიის ზარალზე მუშაობა დასახელდა მაგრამ , კომისია არ აქვეყნენს ზარალის დამადასტურებელ დამაჯერებელ მტკიცებულებებს . კომისიის ვალდებულება იყო , დეტალური მონაცემები გამოექვეყნებინა მაგრამ დეტალურ ინფორმაციას არ აქვეყებს ( არ გვაქვსო )
შერჩევითი სამართალი და მომხმარებლის ძარცვის ხელშეწყობაა როდესაც, ინტერესდები კომპანიის ე.წ ზარალიანი ტარიფით და არ ინტერესდები კატასტროფულად გაბერილი ფასებით !
3.გაიზარდა IPTV ს ფასები .
4. 2015 წლამდე შემცირებული , მობილური 1 წუთის სტანდარტული ფასი გაიზარდა 24 თეთრამდე.
2011 წელს დაწესებული 24 თეთრიანი ზედა ზღვრული ტარიფიც გააუქმა .
5. კომისია უარს ამბობს საქველმოქმედო ზარებზე არსებული პრობლემის მოგვარებას .
6. კომისიის და ხელისუფლების დამსახურებით, მობილურ ოპერატორებს, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის აქციზის გადასახადი გაუუქმდათ მაგრამ , აქციზის გადასახადს დღემდე იხდის მომხმარებელი კომპანიის სასარგებლოდ
7. კომისია უარს ამბობს , იურიდიული პირებისთვის ინტერნეტის კატასტროფულად გაბერილ ფასებზე ზედა ზღვრული ტარიფი დააწესოს და რეალურად დაიცვას იურიდიული პირები .
8. 2019 წელს კომისიამ შეაჩერა მაგთის მობილურის 25 ლარიანი ტარიფის გაძვირება , (მომხმარებლის 10% ) და არ შეაჩერა მაგთის, სილქნეტის და ახალი ქსელების ფიქსირებული ინტერნეტის ტარიფების გაძვირება. არ შეაჩერა ნომრის მომსახურების ახალი ტარიფის დაწესება და ა.შ
კომისიამ ერთის მხრივ დაიცვა მომხმარებლის 10% მაგრამ , მეორეს მხრივ უარი თქვა , მომხმარებლის 100% ს დაცვაზე და პარალელურად შერჩევითი სამართალიც დაამკვირდა როდესაც, მცირე კომპანიების საჩივარი განიხილა 25 ლარიან ტარიფის შეჩერებაზე და უარი თქვა მომხმარებლის საჩივრის განხილვაზე და ტარიფის გაძვირების შეჩერების მექანიზმის გამოყენებაზე !
9. მარეგულირებელი არ რეაგირებს კონკურენციის ხელოვნურად შემზღუდავი პრობლემებითა და განვითარებისთვის აუცილებელი პრობლემების მოგვარებით!
კომისიამ ვერ გადაწყვიტა, ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრი (Internet Exchange Point – IXP) ს პრობლემა ! IXP აუცილებელია მცირე და საშუალო პროვაიდერების რეალური განვითარებისთვის , კონტენტის მწარმოებელი და ჰოსტინგ პროვაიდერებისთვის მაგრამ , 2-3 კომპანიას არ აწყობს (სხვა პროვაიდერების განვითარება ) და კომისიაც უარს ამბობს პრობლემის მოგვარებაზე !
10. მარეგულირებელი არ ინტერესდება , 2-3 კომპანიის შეთანხმებულად ფასების ზრდაზე ! (კარტელური გარიგებები )
11. მარეგულირებელი ერთის მხრივ, ნაწილობრივ აღიარებს კონკურენციის არარსებობას მაგრამ , ისევ კონკურენციის შემზღუდავებს იცავს !
12. ქვეყნის რეალური განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია , ყველასთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ხარისხიანი ინტერნეტი და ეს ყველა ნორმალურ ქვეყანამ აღიარა მაგრამ ,საქართველოში დღემდე ინტერნეტის ხელმისაწვდომის მნიშვნელობას ვერ ხვდება, ვერც სახელმწიფო და ვერც მარეგულირებელი !
13.ა.შ და ა.შ !
მარეგულირებლის შემოსავლები და კომპანიების მიერ გადახდილი რეგულირების გადასახადი – 2007-2018 წლებში
ვაქვეყნებ ინტერნეტ პროვაიდერების და ავტორიზირებული კომპანიების მიერ რეგულირებისთვის გადახდილი საფასურის რაოდენობას წლების და კომპანიების მიხედვით, 2007 წლიდან 2018 წლის ჩათვლით
—————————————————————-
5 კომპანია რომელსაც ყველაზე მეტი თანხა აქვს გადახდილი და რომელსაც, წლების განმავლობაში ლობირებდა/ლობირებს მარეგულირებელი ( “ვინც იხდის , ის უკვეთავსო”)
—————————————————————
1.მაგთი — 2007-2018 წლებში — 27 243 152 ლარი
2.ჯეოსელი — 2007-2018 წლებში — 19 912 435 ლარი
3.სილქნეტი — 2007-2018 წლებში — 9 273 321 ლარი
4.ბილაინი — 2007-2018 წლებში — 8 113 376 ლარი
5.კავკასუსუს ონლაინი — 2007-2018 წლებში — 5 006 964 ლარი
—– ჯამში – 69 548 289 ლარი — 82.24%
—————————————————————–
წლების მიხედვით :
2007 — 27 კომპანია — 5,045,951 ლარი
2008 — 28 კომპანია — 4,800,619 ლარი
2009 — 37 კომპანია — 3,560,466 ლარი
2010 — 46 კომპანია — 4,996,332 ლარი
2011 — 79 კომპანია — 6,797,712 ლარი
2012 — 107 კომპანია — 7,070,641 ლარი
2013 — 133 კომპანია — 7,533,500 ლარი
2014 — 327 კომპანია — 8,428,383 ლარი
2015 — 378 კომპანია — 8,545,638 ლარი
2016 — 399 კომპანია — 8,197,018 ლარი
2017 — 412 კომპანია — 8,840,329 ლარი
2018 — 383 კომპანია — 8,746,489 ლარი
——————————————————————–
ჯამში ——- 82,563,078 ლარი
———————————————————————-
( 2007-2013 წელი — მხოლოდ ინტერნეტ პროვაიდერების მიერ გადახდილი რეგულირების გადასახადი
( 2014-2018 წელი — ყველა ავტორიზირებული კომპანიის და მათ შორის ინტერნეტ პროვაიდერების და მედია კომპანიების მიერ გადახდილი რეგულირების გადასახადი )
———————————————————————
შეგახსენებთ
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონების თანახმად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირებისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ გადახდილი რეგულირების საფასური.
რეგულირების საფასურის ოდენობაა:
– ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0.75 პროცენტი
– მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელის ან ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0.5 პროცენტი
ინტერნეტის ფასები ორგანიზაციებისთვის 2014-2019
მაგთის და სილქნეტის ინტერნეტის ფასები ორგანიზაციებისთვის – 2014- 2015 -2017 -2019 წლებში.
არსებული ფასები კატასტროფულად გაბერილია და მარეგულირებელს წლების განმავლობაში რეაგირება არ მოუხდენია !
სილქნეტის 1 გბტ/წმ – 70 000 ლარი ღირდა და იგივე ლიტვაში 100 ევრო ღირდა/ღირს და არამარტო ლიტვაში .
მაგთის ფასები – 2019 წელი
სილქნეტის ფასები – 2019 წელი
სილქნეტი – 2014 წელი
სილქნეტი 2015 წელი
სილქნეტის ფასები – 2017 წელი
მაგთის ფასები – 2017 წელი
კავკასუს ონლაინის ფასები – 2014 წელი
დელტა ნეტის ფასები – 2014 წელი
სილქნეტი და რუსული მეგაფონისთვის გადახდილი მილიონები
სილქნეტის გლობალური ინტერნეტის ხარჯების ანალიზი და რუსულ მეგაფონთან ურთიერთობა.
სილქნეტის და რუსული მეგაფონის მეგობრობა, ოფიციალურად, 2014 წლის სექტემბრიდან დაიწყო.
მეგაფონი რუსული კომპანიაა რომელიც, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებს და აფხაზეთში მობილური ოპერატორის ” აქვაფონი”ს მფლობელია .
2014 წლის სექტემბრიდან სილქნეტმა, დაიწყო გლობალური ინტერნეტის შესყიდვა მეგაფონისგან.
2014 წლის სექტემბრიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით, სილქნეტს MegaFon სთვის გადახდილი აქვს 8 223 547 ლარი .
- 2014 – 492 237 GEL – ( 4 თვე )
- 2015 – 2 218 797 GEL
- 2016 – 1 896 702 GEL
- 2017 – 1 910 359 GEL
- 2018 – 1 705 452 GEL
2014 წელს – მეგაფონისგან ყოველთვიურად ყიდულობდა 10 გბ/წმ ს – 4 თვის განმავლობაში გადაიხადა 492 237 ლარი
ბულგარეთიდან 12 თვის განმავლობაში ყიდულობდა 10 გბტ/წმ ს და გადაიხადა 424 217 ლარი.
ანუ სილქნეტს ბულგარეთიდან , 12 თვის განმავლობაში უფრო ნაკლები ხარჯი ქონდა ვიდრე 4 თვეში მეგაფონიდან ყიდვისას .
სილქნეტის ჯამური ხარჯი 2014 წელს – 2 178 933 GEL.
2014 წელს შესყიდული მოცულობა და ხარჯები
2015 წელს სილქნეტმა მეგაფონისგან შესყიდული ინტერნეტის მოცულობის გაზრდა დაიწყო
შესყიდული ინტერნეტის ხარჯი
- MegaFon (რუსეთი) ——- 2 218 797 ლარი .
- ფრანკფურტი (გერმანია ) —– 596 036 ლარი
- სოფია (ბულგარეთი ) ——- 305 621 ლარი
- Delta Telecom (აზერბაიჯანი ) – 469 901 ლარი
- Turkcell (თურქეთი) ————- 825 681 ლარი
- 2015 წელს ჯამური ხარჯი – 4 416 036 GEL
2015 წლის თებერვალში,
- ევროპიდან — 26 გბ/წმ – ხარჯი – 89 772 GEL
- MegaFon (რუსეთი) — 10 გბ/წმ – ხარჯი – 151 578 GEL
- აზერბაიჯანიდან – 10 გბ/წმ – ხარჯი – 173 232 GEL
- თურქეთიდან – 5 გბ/წმ – ხარჯი – 64 962 GEL
რუსეთიდან-თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან 25 გბ/წმ – ხარჯი – 389 772 GEL
2015 წლის შესყიდული მოცულობა და ხარჯები თვეების მიხედვით
2016 წელი — ჯამური ხარჯი – 2 484 959 GEL
- ევროპიდან – 551 178 GEL
- MegaFon (რუსეთი) —- 1 896 702 GEL
- თურქეთიდან – 37 079 GEL ( 1 თვე )
2016 წელი თვეების მიხედვით
2017 წელს შესყიდული ინტერნეტის ხარჯი
2017 წელი — ჯამური ხარჯი – 2 797 598 GEL
- ევროპიდან – 318 299 GEL
- MegaFon (რუსეთი) – 1 910 359 GEL
- Turkcell (თურქეთი) – 568 940 GEL
2017 წელი თვეების მიხედვით
2018 წელს შესყიდული ინტერნეტის ხარჯი
2018 წელი — ჯამური ხარჯი – 2 982 120 GEL GEL
- ევროპიდან – 267 799 GEL
- MegaFon (რუსეთი) – 1 705 452 GEL GEL
- Turkcell (თურქეთი) – 1 008 869 GEL
2018 წელი თვეების მიხედვით
თანამონაწილეობის სისტემა რეალური განვითარებისთვის
საქართველოს დამოუკიდებლოს მოპოვებიდან დღემდე, ერთ წრეზე ვტრიალებთ და ვერადა ვერ ვახერხებთ რეალურ განვითარებას . მუდმივად მთავრობების და პოლიტიკოსებს ვაგინებთ და ხშირად დამსახურებულად მაგრამ , პრობლემები არც გინებით და არც ხელისუფლებების ცვლილებით გვარდება !
საქართველოში დღემდე არ არსებობს ძლიერი და კონკრეტულ პრობლემებზე მუდმივად აქტიური ე.წ სამოქალაქო საზოგადოება და დღემდე არ გაგვაჩნია სტაბილური და ძლიერი სამოქალაქო სოლიდარობა და პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის წინაშე !
ყოველთვის ვცდილობთ ჩვენი და ჩვენი მოქალაქეების უფლებები სხვამ დაიცვას და ისევ მთავრობის გინებამდე მივდივართ !
მეც რიგითი ქართველი ვარ და მეც ხშირად ვაგინებ მაგრამ დიდიხანია მივხვდი , გინებით პრობლემა რო არ მოგვარდება !
ჩვენ ყველამ თუ არ შევცვალეთ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ , ჩვენ თუ არ გავაკეთეთ ქვეყნის რეალური განვითარებისთვის საჭირო საქმე და ჩვენვე არ დავიცავით ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უფლებები , კიდევ უსასრულოდ ვიტრიალებთ ერთ წრეზე რომელსაც მე უსასრულო ჭაობი დავარქვი.
თანამონაწილეობა რეალური განვითარებისთვის ბევრისთვის შეიძლება უცხოა და ბევრს არ უყვარს და მათ შორის მთავრობაც დიდად არ ფიქრობს მაგრამ მაინც დავწერ რას ვგულისხმობ და რა უნდა გავაკეთოთ რიგითმა მოქალაქეებმა და რა უნდა გააკეთოს მთავრობამ .
მე როგორც რიგით მოქალაქეს, არ მაქვს შესაძლებლობა საძელმწიფოს განვითარებისთვის საჭირო პროექტები დავგეგმო და განვახორციელო .
მე როგორც რიგით მოქალაქეს არ მაქვს შესაძლებლობა , კონკრეტული სახელმწიფო პროექტებს თუნდაც მცირედი ფინანსური რესურსებით დავეხმარო და მოქალაქეების ჩართულობით და მათ შორის ფინანსური თანამონაწილეობით განვახორციელოთ სხვადასხვა სახელმწიფოს და მოქალაქეებისთვის აუცილებელი პროექტები!
ერთი პატარა მაგალითი :
თბილისის მეტრო დღემდე არ არის შშმ პირებისთვის ადაპტირებული, განსაკუთრებით ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის. თბილისის მეტროპოლიტენი სხვადასხვა მიზეზის და მათ შორის შეზღუდული ფინანსური რესურსების გამო , დღემდე ვერ ახერხებს პრობლემის მოგვარებას და ტარიფის გაზრდაც არ უნდა და ეს ნორმალურიც არის მაგრამ , თბილისის მეტროპოლიტენს ტარიფის გაზრდის გარეშე, შეუძლია მოქალაქეებს თხოვოს თანამონაწილეობა და ნებაყოფლობითი ფინანსური თანამონაწილეობით შეაგროვოს პრობლემის მოგვარებისთვისთვის საჭირო ფინანსები . ჩემი აზრით მეტროს მგზავრების მინიმუმ 50% ( დაახლოებით 200 000 მგზავრი დღეში ) თუნდაც 1 ლარს ჩარიცხავს და ყოველდღე ერთი თვის განმავლობაში ჩარიცხული 1 ლარით (თვეში 6 მლნ ლარი ) შესაძლებელი იქნება პრობლემის მოგვარება .
მსგავსი უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება.
ყველაზე მნიშვნელოვანი რის გამოც დღეს ვწერ, არის შემდეგი პრობლემა:
საქართველოში დღემდე კატასტროფულად მაღალია სოციალური დახმარების საჭიროების მქონე მოქალაქეების რაოდენობა და დღეს არსებული სოციალური სისტემას არ შეუძლია პრობლემის მოგვარება ! დახმარება არის დახმარებისთვის და გადარჩენისთვის და არა პრობლემის მოგვარებისთვის და განვითარებისთვის.
დღემდე ვერ ვახერხებთ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ამოვიყვანოთ გაჭირვების ჭაობიდან
და განვითარების ეტაპზე გადავიყვანოთ .
დღემდე არ გვაქვს სოციალურად დაუცველებისთვის ეფექტური დახმარების ცენტრალური სისტემა .
აუცილებელია ერთიანი ცენტრალიზებული საინფორმაციო სისტემის შექმნა !
თანამონაწილეობის პრინციპით დახმარება , როგორც ფინანსური ასევე მატერიალური , განათლების და დასაქმების ხელშეწყობა და ა.შ .
მაგალითად ერთიან საინფორმაციო პორტალზე საჭიროა ყველა დასახლებული პუნქტის მიხედვით სოციალურად დაუცველთა შესახებ საერთო მონაცემები ( ბენეფიციარების შესწავლის და თანხმობის შემდეგ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება .) ყველა ბენეფიციარის მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის შემდეგ , ყველასთვის გაადვილდება მიზნობრივი დახმარებები, კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა ნახონ ბენეფიციარების შესახებ განათლება/პროფესია და გამოცდილებაზე ინფორმაცია და შემდეგ დაასაქმონ და ა.შ
ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არაფულადი დახმარების მსურველისთვის დეტალური ინფორმაცია , თუკი ერთი სოფლის 2 ოჯახს სჭირდება ტანსაცმელი , შესაძლებლობა ექნება დახმარების მსურველს , ორივე ოჯახისთვის გადაანაწილოს დახმარება და ა.შ . სისტემა უნდა იყოს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ინტეგრირებული და ინფორმაცია უნდა იყოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ ბენეფიციარების დახმარების შესახებ .
მაგალითად ბენეფიციარი თუ ცხოვრობს ისეთ სახლში რომელიც სასწრაფოდ საჭიროებს კაპიტალურ შეკეთებას , დახმარების მსურველს შესაძლებლობა ექნება სამშენებლო მასალით დაეხმაროს და მუნიციპალიტეტი და კომპანიები რემონტში დაეხმარებიან ან პირიქით ( თანამონაწილეობის პრინციპი ) . ასევე შეიძლება მაგალითად სოფლებში მცირე სათბურის მოწყობაში დახმარება და ა.შ
დღეს სახელმწიფოს საკუთრებაში არის სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი და დღემდე არც მათი დამუშავება და არც გამოყენება არ ხდება .
შესაძლებელია განსაკუთრებით საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველებს თუნდაც 0.5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი გადავცეთ და დავეხმაროთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოებაში ან სხვა საქმეში რომლითაც სტაბილური შემოსავლის შესაძლებლობას გაუჩენს.
დღეს ქვეყანაში არსებული სხვადასხვა სოციალური დახმარება ძირითადად გათვლილია ერთჯერად ან ყოველთვიურ მცირე ფინანსურ დახმარებაზე და ეს პრობლემას ვერ აგვარებს რადგან საჭიროა ისეთი დახმარების სისტემა რომლითაც ბენეფიციარს რეალურად განვითარების შესაძლებლობას მისცემს და აღარ იქნება დახმარებაზე დამოკიდებული .
თუნდაც კომუნალურების ვაუჩერიზაციის სისტემა რომელიც კარგია მაგრამ არავინ ფიქრობს თუნდაც ბენეფიციარს დაეხმაროს ენერგოდამზოგავი სისტემების დანერგვაში ( ეკო.ნათურები , სახლის თბოიზოლაცია და ა.შ ) .
დღემდე არ გვაქვს ბენეფიციარებზე მორგებული და ბენეფიციარების დასაქმებაზე ორიენტირებული პროფესიული საგანმანათლებლო სწავლების სისტემა და ა.შ
ერთი სიტყვით საჭიროა სისტემა რომელიც დახმარების პოტენციურ მსურველს მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას იმ ადამიანებზე ვისაც რეალურად დახმარება სჭირდება და დღეს ეს პრობლემა რეალურად არსებობს რადგან არ ვიცით ვის სად და როგორი დახმარება სჭირდება და ასევე ესეთი სისტემა აუცილებელია მიზნობრიობისთვის.
ჩვენ მოქალაქეებს უნდა გვქონდეს ინფორმაცია. ჩვენ მოქალაქეებს უნდა შეგვეძლოს თანამონაწილეობის პრინციპით პრობლემის მოგვარებაში და განვითარებაში მონაწილეობა
და ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ რეალური განვითარება და ეს შეუძლებელია თითოეული მოქალაქის თანამონაწილეობის და სახელმწიფოს ეფექტური პოლიტიკის გარეშე !
ქართული ჰოსტინგ პროვაიდერის შემოსავლები 2011-2017 წლებში
საქართველოში რეგისტრირებული ჰოსტინგ პროვაიდერის შემოსავლები წლების მიხედვით , სამწუხაროდ ჰოსტინგ პროვაიდერების მომხმარებელთა რაოდენობა უცნობია, ასევე უცნობია .GE დომენებზე აქტიური საიტების რაოდენობაც რომლის შესახებ ინფორმაცია აქვს კავკასუს ონლაინს მაგრამ არ ასაჯაროებს , უცნობი არის ქართულ ჰოსტინგ პროვაიდერების მიერ დაჰოსტილი .COM დომენებზე არსებული საიტების რაოდენობაც
2011 წელს — 11 ჰოსტინგ პროვაიდერი — შემოსავალი — 320 382 ლარი
2012 წელს — 6 ჰოსტინგ პროვაიდერი — შემოსავალი — 427 294 ლარი
2013 წელს — 11 ჰოსტინგ პროვაიდერი — შემოსავალი — 1 016 353 ლარი
2014 წელს — 11 ჰოსტინგ პროვაიდერი — შემოსავალი — 1 266 495 ლარი
2015 წელს — 18 ჰოსტინგ პროვაიდერი — შემოსავალი — 1 565 468 ლარი
2016 წელს — 21 ჰოსტინგ პროვაიდერი — შემოსავალი — 2 079 634 ლარი
2017 წელს — 26 ჰოსტინგ პროვაიდერი — შემოსავალი — 2 641 961 ლარი
ჯამში 2011-2017 წლებში მიღებული შემოსავალი — 9 317 590 ლარი
საქართველოში რეგისტრირებული ჰოსტინ პროვაიდერების შემოსავლები 2011-2017 წლებში
სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტის რუკა 2018
ვაქვეყნებ სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტის მიხედვით , ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის რუკას
ოუფენ ნეტის მიერ გამოცხადებული ქსელის მშენებლობის სატენდერო დოკუმენტაცია : ოუფენ ნეტი
ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის მაგისტრალი
ქუთაისი – ცაგერი – ლენტეხის მაგისტრალი
ზუგდიდი – ჯვარი – მესტიის მაგისტრალი
სამტრედია – ჩოხატაური – ოზურგეთის მაგისტრალი
შესყიდული გლობალური ინტერნეტის მოცულობა და ხარჯები – 2013-2019 (განახლებული )
წარმოგიდგენთ 2013-2019 წლებში სილქნეტის , მაგთის და კავკასუს ონლაინის მიერ შესყიდული გლობალური ინტერნეტის მოცულობას და ხარჯებს.
არსებული მონაცემები გამოქვეყნებულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანალიტიკურ პორტალზე
სამწუხაროდ პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემების ფორმატი არ არის მარტივად დამუშავებადი , ასევე მონაცემები არ არის სრულყოფილად გამოქვეყნებული.
გამოქვეყნებული მონაცემების ანალიზით
———————————————————————————————————
კომპანიებს თითქმის გაუნახევრდათ ინტერნეტის ხარჯები და სილქნეტი თითქმის 2 – 3 ჯერ ძვირად, MegaFon (რუსეთი)სგან ყიდულობს 50-55% ინტერნეტს
შესყიდული გლობალური ინტერნეტის მოცულობა და ხარჯები – მაგთიკომი 2016-2019
შესყიდული გლობალური ინტერნეტის მოცულობა და ხარჯები – სილქნეტი 2013-2019
შესყიდული გლობალური ინტერნეტის მოცულობა და ხარჯები 2013-2019 – სილქნეტი (კომპანიების მიხედვით
იმპორტირებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების რაოდენობა 2007-2017 წ.წ
კომუნიკაციების კომისიის წევრების დეკლარირებული შემოსავლები 2000-2018
კომუნიკაციების კომისიის წევრების 2000-2018 წლების დეკლარირებული შემოსავლები – 15 წევრის არასრული ჯამური სახელფასო შემოსავალი — 16 763 670 ლარი
ყველაზე მეტი ჯამური შემოსავალი 1 836 647 ლარი – გიორგი ფრუიძე ( 2004-2009 და 2015 -2018 )
შემდეგ 1 829 815 ლარი – სოფიო ბრიტანჩუკი (2008 – 2015 წლები )
მართალია კომისიის წევრების ხელფასი , ავტორიზებული კომპანიების მიერ გადახდილი რეგულირების საფასურით ფინანსდება მაგრამ , როდესაც ხელფასით მილიონრები ხდებიან , უბრალო მომხმარებლის ინტერესების დაცვაზე მნიშვნელოვანი , კომპანიების ინტერესების დაცვა ხდება პრიორიტეტი და მომხმარებლის ძარცვის ხარჯზე , კომპანიების შემოსავლების ზრდის შედეგად იზრდება კომისიის ბიუჯეტიც და იზრდება კომისიის წევრების შემოსავლებიც !
საქართველოში ორგანიზაციებისთვის ინტერნეტის ფასები 2017
წარმოგიდგენთ მაგთის და სილქნეტის, ინტერნეტის ფასებს ორგანიზაციებისთვის – 2017 წელი
- სილქნეტის გლობალის 100 მგბ/წმ – 2900 ლარი საშუალოდ
- მაგთის გლობალი 100 მგბ/წმ და 1 გბტ/წმ ლოკალი — 6500 ლარი
პ.ს არსებული ფასები კატასტროფულად გაბერილია და ეს არის დანაშაული ! მარეგულირებელი კომისია უარს ამბობს ზღვრული ტარიფების დაწესებაზე, სახელმწიფოს და ბიზნესის ინტერესების დაცვაზე და ხელს უწყობს ბიზნეს მაფიის გამდიდრებას ! კიდევ ერთხელ შევახსენებ მარეგულირებელს, ხარისხიანი ინტერნეტის ყველასთვის ხელმისაწვდომობა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის რეალური განვითარებისთვის !
რეკომენდაციები მარეგულირებელს 2018
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
თავმჯდომარეს ბ-ნი კახი ბექაურს
ბატონო კახი
1. გთხოვთ დაიწყოთ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საიტის , დადგენილებების და ბრძანებების თარგმნა აფხაზურ ენაზე
საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზურ ენას, ქართულ ენასთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აქვს სახელმწიფო ენის სტატუსი
— ბელგიის სამეფოს ოფიციალური ენები არის – ნიდერლანდური , ფრანგლული და გერმანული . ბელგიის სამეფოს ტელეკომუნიკაციების მარეგულირებლის საიტი ( www.bipt.be) ხელმისაწვდომია 4 ენაზე ( ნიდერლანდური, ფრანგლული, გერმანული და ინგლისური
— შვეიცარიის კონფედერაციის ოფიციალური ენები არის – გერმანული , ფრანგული , იტალიური და რეტორომანული
– შვეიცარიის კონფედერაციის კომუნიკაციების მარეგულირებლის საიტი www.comcom.admin.ch ხელმისაწვდომია 5 ენაზე ( გერმანული, ფრანგული, იტალიური , რეტორომანული და ინგლისური )
— ფინეთის რესპუბლიკის ოფიციალური ენები არის – ფინური და შვედური .
ფინეთის რესპუბლის საიტი www.viestintavirasto.fi ხელმისაწვდომია 3 ენაზე ( ფინური , შვედური და ინგლისური )
—- ესპანეთის სამეფოს ოფიციალური ენები არის – ესპანური , კატალანური , ბასკური, გალისიური და ოქსიტანური
ესპანეთის სამეფოს კომუნიკაციების მარეგულირებლის საიტი www.cnmc.es ხელმისაწვდომია 5 ენაზე ( ესპანური , კატალანური , ბასკური, გალისიური და ინგლისური )
საქართველოს მთავრობის ოფიციალური საიტი www.gov.ge და საიტზე გამოქვეყნებული სიახლეები ხელმისაწვდომია ქართულ, აფხაზურ და ინგლისურ ენაზე2. დაიწყეთ შშმ პირებისათვის საიტი ადაპტირება , აუცილებელია ხმოვანი საიტი!
აუცილებელია ბრაილის შრიფტით დაიბეჭდოს და ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს კანონი. ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ , მაუწყებლობის შესახებ , ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ რეგლამენტი . კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულება და ძირითადი კომპანიების ხელშეკრულებები და მომსახურების პირობები3. ინტერნეტ პროვაიდერებს დაავალდებულეთ საიტზე მომსახურების პირობების და ხელშეკრულების გამოქვეყნება
2017 წლის აპრილის მონაცემებით , 185 ინტერნეტ პროვაიდერიდან მხოლოდ 51 ს ქონდა საიტი , დანარჩენი ინტერნეტ პროვაიდერების მომსახურების და ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში არსად არ იყო . მარეგულირებლის საიტზე არ ქვეყნდება პროვაიდერების მომსახურების და ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია და შეუძლებელია მონიტორინგის განხორციელება4. კომისიის სხდომის ტრანსლირების ჩანაწერები დაარქივეთ და გამოაქვეყნეთ ინტერნეტში , უფასოდ და ულიმიტოდ არის შესაძლებელი იუთუბზე , ასევე კომისიის Facebook გვერდზე .
თარიღი: 25.01.2018
საზოგადოებრივი გაერთიანება ”შემცირდეს ინტერნეტის ფასები და გაიზარდოს ინტერნეტის სიჩქარე“